დავიწყე :
12-ი აგვისტო იყო ჩემი ქმარი რომ დაიჭირეს რაRაცა ძალიან სისულელის გამო, (ვიღაც ბავშვს დედა შეაგინა და იმ ბავშვის დედამ უჩივლა ხო კაია? ) ნუ მოკლედ ამ დროს მე 7-ი თვის ფეხმძიმე ვიყავი, უფრო სწორედ იმ თვის ბოლოს ვხდებოდი შვიდი თვის, ნუ რა გადავიტანე მაგაზე ალბათ არ ღირს ლაპარაკი,იმიტომ რომ სიტყვებით ვერც გადმოვცემ... საშინელება იყოპირდაპი, 14-აგვისტოს წინასწარი ორ თვიანი მიუსაჯეს და იქიდან დამეწყო ისტერიკა, როგორ გადავრჩი რომ ნაადრევვი არ დამეწყო არ ვიცი .... ოქტომბრის 12-ში უნდა ქონოდა მერე წესით სასამართლო მაგრამ დააგვიანეს და 28-ოქტომბერს დაგვინიშნეს. მე 25-ი ოქტომბრიდან 1-ნოემბრამდე მეუბნებოდა ექიმი , ნუ მანამდე ბავშვს ამ ნერვიულობაზე არითმია ქონდა მე თირკმელების ანთება დამემართა და ერთი კვირა საავადმყოფოში ვიწექი ორსულთა პათოლოგიაში.
25-ი დან იმას ვეხვეწებოდი ჩემ შვილს გთხოვ ცოტაც მოითმინე რომ მამიკომ ამხელა მუცლით კიდევ ერთხელ მნახოსთქო ( ამ ორი თვის განმავლობაში ჩემი ქმარი არც მინახავს და არც ხმა გამიგონია) ....
28-ში წავედი სასამართლოზე, ველოდებოდით როდის დაიწყებოდა გული საშინლად აჩქარებული მქონდა ,,, ცუდად ვიყავი ისე მინდოდა აჩი (ჩემი ქმარი) დამენახა, თვალი მაინც მომეკრა. ისინი კი დაწყებას აგვიანებდნენ ისე მოუსვნერად ვიყავი თითქოს წელი მტკიოდა მაგრამ არც მტკიოდა ვერ ვჯდებოდი , რაღაცა აფორიაქებული ვიყავი ძალიან, როგორც იქნა შევედით და აჩiც შემოიყვანეს, რომ დავინახე ცრემლები ვერ შევიკავე , საშინლად გამხდარი და გასაცოდავებული იყო, თმები გადაპარსული და ხელზე ტატუ ქონდა გაკეთებული T A T A , რომ დავინახე რამის გული გამისკდა , 5-ი 10-ი წუთიც კი არ გაგრძელებულა სასამართლო რაღაცა მოიმიზეზეს და ნოემბრის ბოლოსკენ გადადეს, აჩის ეგრევე დასტაცეს ხელი და გააქცუნეს მე კიდე ატირებული გამოვვარდი იქიდან და ვილანძღებოდი იმ ქალმა ჩემი ცოდვით როგორ უნდა გაიხაროსთქო, იმედი მქონდა რომ ამ სასამართლოდან გამოუშვებდნენ და ნოემბერში რომ გადადეს გავაცნობიერე რომ მარტოს მომიწევდა მშობიარობა და საშინელ დღეში ჩავვარდი.

მოკლედ დედაჩემიც იყო რა თქმა უნდა სასამართლოზე და ვთოხვე რომ დღეს ჩემთან დარჩითქო, ამოვედი სახლში , საშინელ ხასიათზე ვიყავი და თავსაც ცუდად და უცნაურად ვგგრძნობი, საღამოს ესე 6-ი საათი იქნებოდა რომ თითქოს ყრუდ ამტიკვდა, დედაჩემმა რაღაც საჭმელები გაამზადა და ძალიან ბევრი ვჭამე ესე 8-ხდებოდა რომ უკვე ვიგრძენი რომ კარგად ვერ იყო საქმე და გადავედი ღუდუშაურში, რომ მივედი თითნახევარზე ვიყავი გახსნილი და იმ ქალმა მითხრა ცოდო ხარ და თუ ახლოს ცხოვრობ წადი და კარგად რომ აგტკივდება მერე მოდიო, ძალიან უხეში ქალი იყო და უხეშად გამსინჯა, იმ გასინჯვის მერე უფრო ამტკივდა წამოვედი და 10-ი თუ 11-ის ნახევრისთვის უკვე მაგრად შემომიტია და გადავედი უკან ,კიდევ კაი დედაჩემი ჩემთან იყო,წინასამშობიარო პალატაში არ დავუწვენივარ ეგრევე ბლოკში ამიყვანეს,ძალიან მეშინოდა დედაჩემმა მითხრა შენთან ვიქნები ბოლომდე და არსად არ გავალო,თვითონაც ძალიან ნერვიულობდა დავეცოდებოდი. ნელ-ნელა უფრო მიძლიერდებოდა ტკივილები,ძლივს დავდიოდი, ნატას დაურეკეს ( ჩემ ექიმს) და სადგაც ნახევარ საათში ისიც მოვიდა, უცებ კარები გაიღო და ჯერ დიდი სტაფილოსფერი ბურთი გამოჩნდა და მერე ნატა,მითხრა ამაზე და ჯექი და ტკივილები რომ მოგივლის რაც შეგიძლია იხტუნავე თან თანაბრად ისუნთეო,სხვათაშორის სანამ აი ბოლომდე არ გაუტია ტკივილებმა მსველოდა ეს თანაბარი სუნთქვა და ამ ბურთზე ხტუნაობა,საშინელი გულის რევის შეგრძძნება მქონდა და არავინ მიჯერებდა რომ გული მერეოდა მანამდე სანამ იქაურობა არ შევალამაზე

თურმე ესეც ცოდნია ყელის გახსნისას გულის არევა.... მართალია დედაჩემი ჩემთან იყოდა წუთით არ მტოვებდა მაგრამ საშინლად მარტო ვგრძნობდი თავს

მინდოდა აჩი ყოფილიყო ჩემთან , მისი სიტყვები და მისი გამხნევება სულ სხვა იქნებოდა.... მაგრამ ასე მოხდა ...
საშინლად მტკიოდა და ძალიან ნელა მეხსნებოდა ყელი,ყოველ სამ ოთხ საათში მხოლოდ ნახევარ თითზე, მაგრად ვწვალობდი,ვიხვეწებოდი საკეისრო გამიკეთეთთქო მაგრამ კატეგორიულ უარს მეუბნებოდნნენ ... მერე რომ გავაცნობიერე რომ არავინ საკეისროს არ გამიკეთებდა იმას ვიხვეწებოდი გაუტკივარება ან დამაჩქარებელი მაინც გამიკეთეთქო არც ეგ მაღისრსეს, ჯანმრთელი გოგო ხარ და ყველაფერს შენით შეძლებო...
მოკლედ საღაც ღამის 3-თუ 4-ი იყო რომ შემოვიდნენ ჩემი ისტერიკების მერე და რაღაც ნემსი გამიკეთეს მორფინიაო თუ რაღაცო დამაბოლეს მაგრად თურმე ანალგინი ყოფილა და მომატყუეს,,,, :@
სადღაც 5-ი წუთი მივჩუმდი მაგრამ რომ არაფერი ქნა მივხვდი რომ მომატყუეს და ძალიან ვბრაზობდი , თქვენ მე არ გიყვარვართ და გინდათ რომ დავიტანჯო მეთქი
ბოლოს ვეღარც იმ ბურთზე ვიჯექი ვეღარც ვიწექი ვერარც დავდიოდი , ყველაზე საშინელება კი ის იყო რომ მეგონა ტუალეჩი მინოდა ძლივს გაბობღდებოდი და .. არაფერი :@ მოკლედ ისე კარგი გოგო ვიყავი სანამ ჭინთვები არ დამეწყო და უკიდურესი ტკივილები მანამდე მხოლოდ ვკვნესოდი და შიგადაშიგ წამოვიკივლებდი ხოლმე, დილის 9-დან უფრო გაძლიერდა ტკივილები და უკვე 2-წთიან შუალედებს მიკეთებდა გიჯს ვგავდი დედაჩემი რომ არა ალბათ იქვე თავს მოვიკლავდი , ტვინში სისხლი მასხავდა საშინელება იყო ,თავს ვეღარ ვაკონტროლებდი,ყველა შემოსვლაზე იმას მეუბნებოდნენ ერთ სთში დაგეწყებაო და მეც მიხაროდა რომ მალე მორჩებოდა ეს ყველაფერი მაგრამ ეს ერთი საათი შუადღის 3-სთმდე გაიწელა და როგორც იქნა დაიწყო ....
* * *
ნატა შემოვიდა და რომ გამსინჯა უკვე დავიწყოთო,ხელით გაწია გამოწია იქაურობა და მომენტალურად დამეწყო რაღაცა ცხოველური, გაუსაძლისი ტკივილები და ჭინთვები.... ბებია ქალმა და ნატამ შუა მშობიარობისას ნინძლავი დადეს : ნატა იძახდა 3,500 -იო ბებიაქალი 3,700-იო ბოლოს შეთანხმდედნ რომ არც ჩემი არც შენი და 3,600-იო ,,,, მთელი მშობიარობა ბოდიშებს ვიხდიდი : თუ ვინმეს უხეშად მოგმართეთ ან რამე ისეთი გავაკეთე ყველამ მაპატიეთთქო

კვდებოდნენ სიცილით , არ მინდოდა ცუდი შთაბეჭდილება დამეტოვებინა, ძალიან ბევრი ნაცნობები იყვნენ და მრცხვენოდა საშინლად
დედაჩემი გიჟს გავდა სახეზე ფერი აღარ ედო.. ნატა მუცელზე მაწვებოდა ყოველ გაჭინთვაზე.... მერე ვიღაცამ მითრა არ გინდა ტავს შეხედეოო და ისე შემეშინდა რომ კივილი დავიწყე არა რა თავს როგორ უნდა მოვიხარო მეთქი და ამაზე ხო საერთოდ დამცინეს რა მოიხარო წინ სარკე კიდიაო

ამაზეც მაგრად შემრცხვა მარა რაც არ იცი გეპატიება.
კუჭი არ გამომირეცხეს და მთელი მშობიარობა იმის იზმენა მქონდა რამე არ ვიკისრო მეთქი
თავი ძლივს გამოვატიე აი ძლიიიიიიიიიიივს და ატყდა კივილი რა ქოჩორაააო
მერე ერთი ორი გაჭინთვაც და გამოსრიალდა, ველოდებოდი როდის დაიწყებდა ტირილს და არ მესმოდა არ ტიროდა, თურმე ნელ-ნელა კრიფავდა და მე კიდე დედაჩემს ვუყურებდი ცრემლიანი თვალებით რატომ არ ტირის მეთქი და კინაღამ მოვკვდი , რომ დაიწყო ტირილი თავი უკან გადავაგდე და მეც ავტირდი , ,,, იმდენი ემოცია მქონდა კარგიც და ისეთიც, თან ვტიროდი თAნ ვიცინოდი ...
მეტირებოდა აჩი ჩემთან რომ არ იყო , ვიცინოდი რომ როგორც იქნა ყველაფერი კარგად დამთავრდა და ამოვისუნთქე, ,,,
უცებ მომიყვანეს და გულზე დამდაგდეს იმხელა იყო იმხელა რომ დავხედე სულ ყველგან ნაკეცები , ნატა მოვიდა და მალადეც შენ ყოფილხარ ქალიო 4,100 კგ და 54 სმ. გავგიჯდი ამხელა სად მეტეოდათო არადა სულ არ მქონდა მომატებული და არც მუცელი მქონდა დიდი
რომ დავხედე სუფთა ჩემი მამათილი იყო და ამიტყდა სიცილი

: D
ამ დროს ვიგრძენი რომ ძალიან მოვითენთე და ძალა აღარ მქონდა უცებ ჩამესმა რომ ვიღაცამ დედცემს უთხრა სასწრაფოდ გადითო და მერე აღარაფერი მახსოვს, თურმე მომყოლი თავისით არ წამოვიდა ხელით შევიდნენ , ჩამხიეს და დამეწყო სისხლდენა , ვიცლებოდი , და ისე გაკერეს რომ გამოსუფთავება ვერც კი მოასწრეს, სადღაც ნახ სთ-ში მოვედი აზრზე , სანდრო ისევ ჩემ გულზე იყო და ეძინა ძუძუ ედო პირში , გამეღიმა მაგრამ თავი არ მქონდა არაფრის, ბლოკში ვიყავი კიდევ , სადღაც ერთ საათში გადამიყვანეს პალატაში .... ბედნიერი ვიყავი ძალიან მაგრამ არავის ნახვა არ მინდოდა . მარტო აჩი მინდოდა , მარტო აჩი ....
,, შემოკედლებულ სიმარტოვეს,უსაზღვრო სევდას.... შენით დავძლევ და გავამართლებ... ხომ მოხვალ ჩემთან??? ''