ესეც ჩემი მშობიარობის ისტორია:
37კვირის რომ გავხდი, ექიმი ავიყვანე და ჩაჩავაში გადავწყვიტე მშობიარობა. ბოლო 3კვირა ისე გაიწელა, როგორც 9 თვე. 23კგ. მქონდა მომატებული და ძალიან მიჭირდა სიარული, მოძრაობა, ძილი. რადგან ფასიანში ვწვებოდი, ქმრის დასწრების უფლება დაგვრთეს. 22ოქტომბერს მიწევდა როგორც მენზით, ასევე ეხოთი, მაგრამ ამოვიჩემე 15-ში მივდივარ და უკან ბავშვთან ართად ვბრუნდებითქო.
14-ში მთელი დღე სახლში ვიდიასახლისე, საღამოს ბლინებიც კი დავაცხვე და 12 საათი იქნებოდა დავწექი, მაგრამ... უი საწოლი სველია

ავდექი და წყალი გამდის თქრიალით, ფეხებს ვუჭერ და ვერ ვაკავებ. ისეთი სიცილი ამივარდა

, ექიმს ვურეკავ და მეუბნება: მიდი, მიმღებში გაგსინჯავენ და თუ მოსასვლელი ვიქნები დამირეკეო. მოკლედ გავქანდით მთელი ოჯახი და სულ დამავიწყდა წამეღო ბარგი, რომელიც მთელი ერთი თვით ადრე მქონდა ჩალაგებული და პოლისი. მორიგე ექიმმა ერთ თითზე ხარო და დილამდე არაფერი არ იქნებაო. მთელი ღამე კრუსუნში გავატარე, წყლები სულ გავღვარე. გამთენიისას მოვიდა ექიმი და ძალინ დამეხმარა, მისი მდლიერი ვარ. იმაზე არ დავწერ რა ტკივილები იყო...არ მინდა მისი გახსენება. არადა თავი გავიგიჯე გაუტკივარება არ მინდა თქო, ხოდა როცა მოვითხოვე უკვე გვიან იყო

მთელი ეს დრო ჩემი ქმარი გვერდიდან არ მომშორებია და ძალიან ბევრს ნიშნავდა მისი იქ ყოფნა ჩემთვის.
როგორც იქნა 12 საათიანი ტკივილების შემდეგ სრული გახსნა მქონდა და იმ საზიზღარ კრესლოზე ძლივს ამსვეს... ჩემი ბაია კი არ აპირებდა გამოსვლას. ექიმი მუცელზე მაწვებოდა და მაინც რომ არ ინება გამოძრომა, ექიმა უნდა ჩავჭრათო... ამ დროს ჩემი ქმარი გაუშვეს, ცოტა ცუდი პროცედურაა და უკეთესია თუ არ ნახავო

აი ეს კი რაღაც საშინელება იყო...
რამდენიმე წუთი და როგორც იქნა გავიგე ტირილის ხმა, ეს იყო სუკეთესო ტირილის ხმა, რომელიც ახლაც ჩამესმის ხოლმე, გულზე დამიწვინეს ჩემი პატარა, თბილი და სცელი...ვუყურებდი და ვტკბებოდი მისი მზერით. ეს რამოდენიმე წამი მინდოდა საუკუნოდ გაჩერებულიყო...
შEმდეგ გაზომეს,აწონეს, ჩააცვეს და სანამ ბლოკში ვიწექი, გულზე მყავდა. 3500გრ და 50 სმ იყო ჩემი მათე.
მამიკო გვიყურებდა ცრემლებად იღვრებოდა, მაგრამ ეს სიხარულის ცრემლები იყო.
მე ვიცი რომ მშობიარობის დღე ქალისთვის არის შიშით, განცდებით, ტკივილით სავსე, მაგრამ ეს არის დღე როცა შენ დედიკოთ იქცევი...პირველად ეხები შენს პატარას არა მუცლიდან, არამედ რეალურად და აკანკალებული ხმით ეუბნები: ,,დედა შენ ჩემი ხარ!"
ახლა ესევ ზის ჩემში ახალი სიცოცხლე, რომელსაც რამოდენიმეთვის შემდეგ ისევ ვეტყვი: ,,დედიკო, იცი როგორ გელოდი?"
გისურვებთ ყველას მშვიდობიანი მშობიარობის ისტორიებს...
უფალი გფარავდეთ