გამარჯობათ, მეც ვიმშობიარე

10-ში გამთენიისას წყლები დავღვარე და ნუ ვიცოდი რომ არ უნდა ავჩქარებულიყავი მაინცდამაინც, ამიტომ სადღაც 2 საათში გავემზადეთ და წავედით ჩაჩავაში. მორიგე ექიმმა გამსინჯა და საერთოდ არ ხარ გახსნილი მაგრამ ვერ გაგიშვებთ რადგან წყლები დაღვრილია, გულისცემა უნდა ვაკონტროლოთო. უკვე დილის 8 საათი ხდებოდა და ზურა დარახველიძეც მალე მოვიდა. აქვე მინდა ვთქვა რომ სუპერ მეანია. მშვიდი, გაწონასწორებული, ძალიან თავაზიანი. მოკლედ მსინჯავდნენ უკვე პალატაში დაწოლილს, მიუხედავად იმისა რომ 6 მშობიარე ყავდათ ბლოკში და სულ მოდიოდნენ და მოდიოდნენ, მე ყურადღება არავისგან დამკლებია. 12სთვის რომ აღარ გაიხსნა ყელი, ოქსიტოცინი დამიყენეს. 1 საათში დამეწყო მარა რა დამეწყო. ნუ პრინციპში ჩემი ბრალია, ეპიდურალურზე შეთანხმებული ვიყავი, მაგრამ იმედი ხომ ყოველთვის არსებობს რომ "გაუძლებ ტკივილს"

მოკლედ დავაგვიანეთ ცოტატი კათეტერის ჩადგმა და შედეგად საათნახევარი ბოლო ხმაზე გავკიოდი. მაგრამ სამაგიეროდ როგორც კი გამიკეტეს ეპიდურალური, მაშინვე სამოთხეში აღმოვჩნდი. საერთოდ გაქრა ტკივილი და ფეხებშიც ძალიან სასიამოვნო გრძნობა მქონდა. საერთოდ არ გამეთიშა ფეხები, ყველაფერს ვგრძნობდი მოკლედ ტკივილის გარდა. ეპიდურალური გამიკეტეს თუ არა, ზუსტად 3 წუთში ბავშვის თავის მოწოლა ვიგრძენი

ხოდა გადამაქანეს ბლოკში და არც გაჩენა მიგრძვნია, არც ჩაკერვა (1 ნაკერი მაინც დამჭირდა წყლების რახან იყო დაღვრილი) და საერთოდ, სამი ტყუოი რომ მყოლოდა მუცელშI, სულ ღიღინით და სიცილით გავაჩენდი. მოკლედ, ჩემი აზრი ასეთია - არცერთმა ქალმა ეპიდურალურის გარეშე არ უნდა იმშობიაროს! პირველი ჩვეულებრივად გავაჩინე და 5 და 8 საათი კი არა, ასეთ ტკივილს არავინ არ უნდა იტანდეს არცერთი წუთით, როცა ამის საშუალება არსებობს. ხო და კიდევ, აქ იწერებოდა რომ ეპიდურალური ანელებსო მშობიარობას. როგორც მე ამიხსნეს პირიქით, მშობიარობის მეორე ნაწილს ძალიან აჩქარებს, ხოლო მესამეს ანელებს. მაგრამ მესამე ნაწილში (ანუ ჭინთვებისას) წესით აღAრ უნდა დაგჭირდეს დოზის დამატება თუ მაინცდამაინც მაშინ არ გავიდა ვადა. ხო, ჭინთვითაც ძალიან ადეკვატურად გავიჭინთე - სულ სამჯერ

ბავშVი გაჩნდა 3 და 100, ჩემი სიხარული, სანდრო

ერთი სული მქონდა პედიატრს შეეფასებინა. აპგარის შკალებზე კითხვის თავის ნამდვილად აღარ მქონდა, უბრალოდ დავუჯერე როცა მითხრა რომ სულ ყველაფერი რიგზე აქვსო
ხო, ჩემი მეუღლე 1 წამით არ მომცილებია, უბრალოდ ბლოკში შეყვანის წინ მე თვითონ ვთხოვე დარჩენილიყო კარებთან.
მოკლედ იმედია გამოგადგებათ ჩემი გამოცდილება, ფაქტიურად ღიღინით ვიმშობიარე, ის საათნახევარიც ჩემი ბრალი იყო.
ნუ ჩაჩავაზე იქეთ თემაში დავწერ. 10-დან 10-ს მივცემ - როგორც ყველას პროფესიონალიზმით, ყურადღებით, დახმარებით და ა.შ> ასევე პალატებით, კომფორტით, კვებით... ოღონდ მე ერთიანი პალატა მქონდა აღებული... იქ ყოფნის არცერთ მომენტში არ მქონია დისკომფორტის შეგრძნება თუ არ ჩავთვლით იმას, რომ მკერდი მაქვს ცუდ დღეში

წარმატებებს გისურვებთ ყველას!!!
This post has been edited by UK_addicted on 14 Jun 2010, 19:00