მოგონებების დაწერა რომ გადავწყვიტე გული ამიფართხალდა, მერე შემს კნუტს გადავხედე და დავმშვიდდი

3 ივნისს ღამე დამეწყო მოვლითი ტკივილები. ოღონდ ეს უკვე აღარ გავდა ცრუ განგაშს. მივხვდი რომ "ეს იყო ის"

მთელი ღამე ვიჯექი და ინტერვალებს ვითვლიდი. როგორც იქნა გათენდა დილის 10 ზე დავურეკე პაატას, ინტერვალები 10 წუთზე ჩამოვიდა თქო და წამოდიო.
ავბარგდი, მშობიარობის წინა ლოცვები წავიკითხე, ცოტა წავიტირე და წავედი
რომ მივედი და გამსინჯა 2 თითზე ვიყავი გახსნილი და გაამზადეთო გასცა დიდმა პაატამ ბრძანება

დამარჭეს ოყნა და გამამწესეს წინა სამშობიარო ბლოკში. ჩემი ქმარიც შემოვიდა შეფუთულ- გაბანტული

ბლოკში კონდიციონერი არ მუშაობდა და დავიწვი სიცხით, არადა კარებს ვერ ვაღებდი ისეთი არაადამიანური ხმები და კვილი შემოდიოდა გული მეწურებოდა
ტკივილები ასატანი მქონდა, დავდიოდი და სიარულში შედარებით უკეთესად გადამქონდა.
პერიოდულად პაატა შემოდიოდა და მსინჯავდა, ბავშვის გულის ცემასაც ნახულობდა
შუადღის 3 საათამდე 2 თითზე ვიყავი გახსნილი. წყლები დამაღვრევინა, ეხლა დაჩქარდებაო და მეც დავიწყე ახალი ტალღა ლოდინის რომ მალე მეშველებოდა
გავიდა კიდევ რამდენიმე საათი. 2.5 თითზე გახსნა და აუტანელი ტკივილები, მეც შემეშინდა ცოტა და პაატასაც არ ესიამოვნა
წვეთოვანი დაადგმევინა რომ ეს მაინც დამხმარებოდა გახსნაში. ტკივილები უკვე ისეთი იყო რომ ჩუმად ყოფნა მიჭირდა, დაუძახეს ანესტეზიოლოგს.
შემოვიდა ზვიადი და გამომკითხა ალერგიებზე და ა.შ. შეძლებისდაგვარად ვპასუხობდი თან ვიჯღანებოდი. პიროვნულად თავიდანვე ძალიან დადებითი შთაბეჭდილება დატოვა.
ჩემს ქმარს უთხრა თუ გინდა გარეთ დაელოდე, ცოტა მზიმე საყურებელია გაკეთების პროცესიო. მიშამ ოხ რას ამბობ გავუძლებ არ მეშინიაო

გამიკეთა ჯერ ადგილობრივი გამაყუჩებელი, მიშას ავხედე ამ დროს და თუ გული არ წაუვიდოდა არ მეგონა, თვალები აუტრიალდა და თავი დახარა.
ხელები მაგრად ჩავკიდე სკამიდან რომ არ გადმოვარდნილიყო, მივხვდი რომ ანესტეზიის ნემსი დაინახა და იმან გახადა ცუდად

გამიკეთეს განაყუჩებელი და თვალებში გამოვიხედე. ამის შემდეგ კიდევ რამდენიმე საათი ვიწექი, ვენაში წვეთოვანით და ველოდებოდი გახსნის გაგრძელებას.
გავიდა კიდევ რაღაც დრო, გამაყუჩებელი დამიმატეს, გახსნა იყო 3 თითი მეტი არა. პაატამ ნოშპა გააკეთებინა 2 ამპულა, ესეც გიშველისო.
რაც უფრო მეტი დრო გადიოდა, მით უფრო ეცემოდა ჩემი შემართება და ძალა აღარ მყოფნიდა, თან მთელი ღამის უძინარი ვიყავი.
ამასობაში უკვე 6 საათი იყო გასული რაც წყლები დავღვარე და ანტიბიოტიკი იყო საჭირო. შემოვიდა ბებია ქალი წამლის გასაკეთებლად.
სინჯი ამიღეთ თქო მოვითხოვე და არ გინდა არა მგონია ალერგიული იყოვო

ამაზე წამოფრინდა მიშა რას ნიშნავს "არა მგონია" გაუკეთე და ნახე ეხლავეო
იკადრა მერე და გამიკეთა სინჯი. გულში ვფიქრობდი ამ ქალთან არ მქონდე მეთი შეხება ნეტა თქო. არ გამიმართლა

გვიან ღამით როგორც იქნა გაიხსნა ყელი, სანამ პაატა რამეს იტყოდა, მისი სახის გამომეტყველებით მივხვდი რომ მგონი მეშველა.
აშკარად დაუმშვიდდა სახე, საათს შეხედა და მითხრა რა ზარმაცი ბავშვი გყავს არ მოინდომა 4 რიცხვში დაბადებაო

ცოტა დაგრჩა და გაჩნდებაო.
მერე უკვე წამოვიდა ჭინთვებიიიი, მუცელი არ მტიოდა გამაყუჩებლსი გამო მაგრამ ჭინთვებს კარგად ვგრძნობდი. მაგრამ ეს იყო ის ჭინთვა რომელიც მარტო სწორ ნაწლავს აწვებოდა
გამახსენდა შორენას სიტყვები და ნასწავლი ვარჯიშები. მოვიკრიბე ძალა რომ არ ავყოლოდი ამ ჭინთვას და ყელი არ ჩამეხია.
როგორც იქნა დაიწყო ბავშვი დაბლა ჩამოსვლა, უკვე ნამდვილი ჭინთვა. შემოვიდა ისევ ის ბებია ქალი, დამიჯდა ფეხებთან და გაიჭინთეო მითხრა.
თან ზერელედ ამიხსნა რა და როგორ მექნა. საშინელი ჭინთვები იყო და ყველანაირად ვცდილობდი რომ რაც მითხრა ის გამეკეთებინა.
მიყურა ამ ქალმა და გამომიცხადა შენ ამ ბავშვს ვერ გააჩენ, ჭინთვა არ შეგიძლიაო
გაოფლილი ვიყავი, მიშა სველ ცხვირსახოცს მადებდა სახეზე და მეხმარებოდა როგორც შეეძლო.
ყველაფერთან ერთად ისიც დამემატა რომ ბავშვი ფილტვს აწვებოდა და სუნთქვა მიჭირდა. ჭინთვა რომ წამოვიდოდა ჩავისუნთქავდი და ამოსუნთქვას ვერ ვახერხებდი
ასთმიანივით შეტევა მეწყებოდა, ამაობაში მორიგი ჭინთვა მოდიოდა და მე ჰაერი აღარ მყოფნიდა. ძლივს ამოვღერღე ვერ ვსუნთქავ თქო და "ტაქტიანმა" ბებია ქალმა მიდი კაცო რეებს იძახი ხომ გეუბნები ვერ გააჩენ თქო

მინდოდა ფეხი გამერტყა თავში და ვერ ვახერხებდი, სულ ოფლიანი ვიყავი და მეგონა გავიგუდებოდი უჰაერობით. მიშამ პაატას დაუძახა, მოვიდა და მორიგი ჭინთვის დროს ბავშვი ხელით ჩასჭია დაბლა რომ მესუნთქა. მეშველა, ვიგრძენი რომ ჯერ კიდევ ცოცხალი ვიყავი.
მერე იმ ქალს უთხრა პაატამ მკაცრი სახით გამოდიო და გაიყვანა. პაატამ ამიხსნა მერე რა და როგორ გამეკეთებინა და დაუძახა ვინმე ქეთის.
სანამ ბავშვი ბოლომდე არ ჩამოვიდა და თავი არ გამოჩნდა ეს გოგო ოთახიდან არ გასულა. გულის ცემას ამოწმებდა და ჭინთვებში მეხმარებოდა ძალიან
თუ ამაზე შეიძლება ითქვას რომ გამიიოლდა თქო, მართლა ასეა ქეთი ძალიან მომეხმარა.
როგორც იქნა ჩამოვიდა ბავშვი დაბლა და გადამიყვანეს ბლოკში. მიშა უკვე იქ აღარ შემოუშვეს რადგან ვიღაც გოგომ იმშობიარა ჩემზე 20 წუთით ადრე და იმას კერავდნენ.
ავხოხდი სკამზე, ბოლო ძალები მოვიკრიბე რაც მქონდა შემორჩენილი. ერთადერთი რაც თავში მიტრიალებდა ის იყო რომ, მალე დამტარებულიყო ეს ჯოჯოხეთი.
3-4 გაჭინთვა და ვიგრძენი რომ გამოძვრა ბავშვი, გავიგონე ტირილი და რაღაც თბილი დამაწვინეს გულზე.
ტიროდა ბოლო ხმაზე, რბილი და ფუმფულა იყო, დამთავრდა ყველაფერი, არაფერი აღარ მტკიოდა და მეც ვტიროდი იმიტომ რომ ჩემი ეკუნა დაიბადა როგორ იქნა
მანაც ბევრი იტანჯა და იბრძოლა რომ დაბადებულიყო და როგორ იქნა ჩამეხუტა. ამასობაში მიშაც შემოვიდა, ისიც ტიროდა და ბედნიერი იყო.
ამდენი წვალების და ტკივილის მოუხედავად იმ მომენტში ყველაზე ბედნიერი ვიყავი. მიშა რომ არა მე ამდენ საათიან მშობიარობას ვერ გავუძლებდი
ათასმაგად შემიყვარდა და დავაფასე.სამივე ერთად ვიყავით
ბავშვის დაბადების მერე დამეწყო ძლიერი სისხლდენა, ბუნდოვნად ჩამესმოდა ხმები "გამაყუჩებელი დაუმატეთ... ხელით შეკუმშეთ..."
მოვიდა ისევ ისე ბებია ქალი, მაგრამ ქეთიმ გასწია გვერძე და თვითონ გააკეთა ყველა პროცედურა რაც ჩამიტარდა მშობიარობის მერე.
ყველაფერი რომ დამთავრდა. პაატამ მომილოცა,ყოჩაღი გოგო ხარ ამდენს რომ გაუძელიო და დამემშვიდობა.
ღამის 4 ზე გადამიყვანეს პალატაში და დილის 6 ზე ჩემი კნუტი მომიყვანეს. იმ დღიდან სულ ჩემთანაა და რომ ვუყურებ აღარ მახსენდება ის რაც გამოვიარე