მშობლებო და მომავალო მშობლებო!
მრავალხნიანი რეაბილიტაციის შემდეგ მე დავბრუნდი
2აგვისტო, სავსებით ჩვეულებრივი დღე იყო, არაფერი არ მაწუხებდა და ბედნიერად დავწოწიალობდი სახლში,
ამასთან ფორუმზე შემოვდიოდი და მოვთქვამდი:"არაფერს არ აპირებს დღესაც და მომიწევს დამაჩქარებლების გაკეთება თქო" და ვწუწუნებდი იმაზე თუ რაოდენ საცოდავი ვიყავი, ჩემს შვილს არ ვუყვარვარ თქო ამასაც კი ვიძახდი.
ხოდაა, ხალხებო, დავწექით სადღაც 1ხდებოდა, რა თქმა უნდა არ დავიძინეთ და ვბაასობდით, ამ ბაას-ბაასში დაახლოებით 12ჯერ გავედი ტუალეტში, და 3 რომ ეკლდა 26 წუთი პირველმა ტკივილმა შემომიტია, არ ვთქვი არაფერი, მაგრამ პერიოდულად სახე რომ მემანჭებოდა, დაინტერესდა ლაშა საქმის ვითარებით.
გამოვტყდი!
(ვაი ამ გამოტყდომას რამინდოდავინმექაჩებოდ )
4სთზე დავურეკე დათოს ესე ესე თქო, ხოდა მოემზადე3 და ესე 6ისკენ მიდიო, მორიგე იკითხე ირაკლი ქართველიშვილიო(ძაან მაგარი კაცი) მერე და მირეკე და მითხარი ამბებიო და მეც ჩამოვალო..(თბილისში არ იყო)
გავიმზადე სულ ღიღინ ღიღინით და წავედით, ზუსტად 6ზე იქ ვიყავით და შესულებს "დაცვის ბიჭებმა" გვიკთხეს "უკაცრავად,მაგრამ მშობიარე სად არისო" დაცვა დაიცინა რა თქმა უნდა.
ავედით მე და ლაშა "სამეანო მიმღებში" და ვიღაც მუმია ქალი გამოვიდა რა გნებავთო, ვუთხარით რაც ხდებოდა და ირაკლის დასაძახებლად გავუშვით.....
გავიდა 15წუთი....
ლაშამ გავიხედებიო სად არის არმდენ ხანსო...გავიდა და გვერძე ოთახში შეამჩნია ფანჯარასთან....მუმია დილის რიჟრაჟის ხედით ტკბებოდა ბედნიერად ირაკლისთან არც წასულა... ამასობაში ვიღაც ქალი ამოიტანეს, უზარმაზარი მუცლით,კივილწივილით წ###ბდაღვრილი და მუმიაც გაინძრა (იეს!)
ირაკლის ნაცვლად სხვა შემოვიდა(ქალი) შემეკითხა"შენც გტკივაო?" კი მეთქი და რა ქნა? რა და წ###ბდაღვრილი გასინჯა...
ჩემი ჯერიც დადგა და 1თითზე ხარო... წამოვედით სახლში და უკან 11ის ნახევარზე წავედით.... გამსინჯეს და 2თითიო, განკარგულებაც გაიცა"დააწვინეთ მშობიარეებშიო"
ნუ აქ უკვე ჩემი შემართება სადღაც წავიდა და ხმაც ამიკანკალდა(სუსტიგული)ვცდილობდი ლაშას არ შეემჩნია ვატყობდი რომ ძალიან ნერვიულობდა და არ უნდოდა ჩემი დატოვება ამიტომ ვითომ კარგ ხასიათზე ვიყავიი...
დავტოვე სახე ალეწილი ლაშა და შევედი იქ საიდანაც ძლივს გამოვედი...ეს იყო ოთახი განკუთვნილი ტანჯვსთვის....

5საწოლი და 4 მშობიარე დამხვდა კვნესა და ტირილი ისმოდა, ანუ საკმაოდ "სასიამოვნო,ჰარმონიული"გარემო იყო... მიდი და არ დაიგრუზო, თან გვერდზე ოთახში და იმის იქით სულ ბლოკები იყო და იქიდანაც "კარგი" ხმები გამოდიოდა....
ნერვებს მიშლიდნენ იმდენს ჭორაობდენენ და ისეთ სისულელეებს ამბობდნენ განსაკუთრებით ერთი(მგონი ვერ იყო) "არაფერი არ არისო მშობიარობაა,კაით რა რანაირად იქცევით ამ ტკივილს როგორ ვერ უნდა გაუძლოთო მე მეორეჯერ ვარ უკვე აქო და ბლაბლაბლა...."
ნუ ესეიგი აღარ მოვყვები იქ წარმართული დიალოგების შინაარს, ერთს ვიტყვი რომ სანამ მე "იქ" ვიყავი და ვიმშობიარებდი 11 გოგომ გააჩინა... შემოდიოდნენ და გადიოდნენ....ან სემოსვლას ვეღარ ასწრებდნენ დერეფანშივე სრული გახსნა ჰქონდათ...მე კიდევ ვიწექი და ვაცილებდი ბლოკისკენ ბედნიერი ღიმილით....
სანამ დაღამდებოდა ისეთი არაფერი....მარტო ერთხელ ვიტირე. ლაშასთან მინდოდა.
შებინდებამდე გავდიოდი დერეფანში ან აივანზე და ვბაასობდი ჩემებთან, რამდენჯერმე ლაშაც ამოვიდა აივანზე.
მეგონა სულ ესე იქნებოდა და დაღამებამდე გავაჩენდი, მეგონა....
ყველაზე მძაფრად ვიგრძენი ტკივილიც და მარტოობაც მაშინ როცა პალატაში "ერთი"დავრჩი და გარეთ ბნელოდა... ხალხს და მნახველებს აღარ უშვებდნენ,მე კიდევ გახშირებული მქონდა ტკივილები და ფანჯარამდეც ვერ მივდიოდი რომ მელაპარაკა ჩემიანებთან....
3ჯერ გამსინჯეს დილის 11ის ნახევრიდან ღამის 11ის ნახევრამდე და ისევ და ისევ 2თითზე ვიყავი....გავგიჯდი რამის...აღარ შემეძლო მეტის მოთმენა,რამდენჯერაც ლაშა დამირეკავდა იმდენჯერ ცხარე ცრემლით ვტიროდი,
აღარ ვიცოდი რა მექნა, ვხდებოდი რომ ჩემი მდგომარეობის გამო ყველა ნერვიულობდა, განსაკუთრებით ლაშაზე ვდარდობდი,ამიტომ მაქსიმალურად ვიკავებდი თავს"ზარებისგან"
11ის ნახევარზე დათომ გამსინჯა და 2თით ნახევრზე ხარო, 4საათამდე აღარ გამასინჯინო თავიო,იქამდე მაინც არფერი იქნებაო და დაისვენეო,გაუტკივარება მინდა თქო და ჯერ არ გაქვს ისეთი ტკივილები და ადრეაო...
ეს საუბარი და რომ ამიტყდა ტირილი ისე შევეცოდე და პირველ სართულზე მიმღები და ჰოლი სადაცაა იქ ჩამიყვანა და დაცვას უთხრა ამისიანები შემოუშვიო...
ხოდაა რომ ჩავედი და ლაშა დავინახე გული გამისკდა ისეთი სახე ჰქონდა....მე ხო ვიყავი საცოდავი და ის 2ჯერ უფრო იყო

ჩავეხუტე და ვიჯექით ჩახუტებულები ნახევარი საათი...მერე მე თვითონ გადავწყვიტე უკან ასვლა, მეცოდებოდნენ რომ ნერვიულობდნენ და ავედი...
ასვლიდან მშობიარობამდე პერიოდი ყველაზე ცუდად მახსოვს... უკვე ძაან მტკიოდა, თან გახშირებული მქონდა და ინტერვალები ძაალიან პატარა, ფაქტიურად ვერ ვასწრებდი შესვენებას, წინა ღამე მერე მთელი დღე და ის ღამე საერთოდ არაფერი არ მქონდა ნაჭამი და ძაალიან მისუსტებული ვიყავი+ კიდევ ტკივილები....
პალატაში მარტო დავრჩი შუქი ჩამიქრეს და დაიძნიეო,მიდი და დაიძინე როგორია...
გავრეკე კინაღამ 12 იყო და ვიცოდი 4საათი უნდა ვყოფილიყავი ესე და ვერაფერი ვერ შეიცვლებოდა,
არ მახსოვს როგორ გავიდა ის 4საათი,ნუ რა თქმა უნდა მოთქმითა და ტირილით მაგარამ რომ გავიდა და დათომ გამიყვანა ცოტა მომეშვა გულზე....
გამსინჯა და სრული გახსნააო, რა გაუტკივარება რის გაუტკივარება წ###ბი დამაღვრევინა და ვიგრძენი როგორ დაიწყო ნამდვილი"სამშობიარო" ტკივილები. გამიყვანეს ოყნის გასაკეთებლად (ფუ) სამეანო მიმღებში.მიმღებთან ჩემები მელოდებოდნენ და ლაშას რო მივეკარი ძლივს ამაცალეს.შევედი და ვეღარ ვზომავდი უკვე რას ვშვრებოდი იმდენად მტკიოდა და ვიყვირე 2ჯერ ძაალიან ხმამაღლა,რა თქმა უნდა გარეთ გავიდა ხმა და რომ გავედი და ლაშას შევხედე აი მანდ უკვე საბოლოოდ დავრწმუნდი რომ ლაშას მშობიარობაზე დასწრების იდეა სისულელე იყო, შემიყვანეს ბლოკში, ჩემი მეგობარი და კოსტას მომავალი ნათლია შემომყვა...მარტო შესვლის შანსი 0 იყო.დამაწვინეს რაღაცაზე

და ჭინთვებიც დამეწყოო... მეთქი ყურადღება მომაქციეთ ვინმემ სანამ გავაჩინე თქო ჭინთვები დამეწყო მეთქი და დათომ"გაიჭინთე მერე"ო გავიჭინთე და თავი გამოჩნდაოო,როგორც იქნა ამიყვანეს მაგიდაზე, იქ ტკივილს ვეღარ ვგრძნობდი უკვე...კიდევ 3ჯერ გავიჭინთე და ეგ იყო

გამოძვრა ლურჯი აკანკალებული მიბნედილი ხმით კოსტაც

რომ დავინახე ყველაფერი გადამავიწყდა...ნუ ეხლა არ დავიწყებ მაგ გრძნობაზე საუბარს, აზრი არ აქვს მაინც ვერ გადმოვცემ სიტყვებით და იქამდე მაინც ვერავინ ვერ მიხვდება რას ნიშნავს სანამ არ გამოცდის...
მომყოლის გამოგდება და კათეტერის ჩადგმაზე ერთი შემიძლია ვთქვა... რომ არ დამენახე ვერც გავიგებდი რა მოხდა, საერთოდ არაფერი არ მიგრძვნია.
კოსტა მაგიდაზე დააწვინეს და ვუყურებდი როგორ "ამჟღავნებდა" წოვის რეფლექსს და გული მეკუმშებოდა სიხარულისგან

მერე ლაშაც შემოუშვეს და 3_ვე ერთად უბედნიერესები ვიყავით
the and.....
პ.ს. მგონი ბევრი გამომივიდა მაგარამ ვეცადე დაწვრილებით მომეყოლა
ორსულებო და სამსულებო თემის სათაურის ქვეშ ნახსენები რჩევა გაითვალისწინეთ