დავიწყე ესიეგი.. თუ რამე აბდაუბდა მეწერა არ შეიმჩნიოთ. ზუსტად 7 დღე-ღამის უძინარი ვარ
9ში დილით მე და ჩემი ქმარი წავედით გაგუაში, არ ვუთხარი არავის სხვას ,ყველამ იცოდა რომ 11ზე იყო დანიშ ნული საკეისრო.იმიტომრომ მშვიდად ვიყავი და სხვების ლაპარაკი ან დამშვიდება უფრო დამგრუზავდა.
მივედით 9 საათზე (ნუ ამ 9ების დამთხვევა

)
შევედით მიმღებში ჩემი და ბაშვის ჩანთებით.
იქ მითხრეს ჩაიცვი ხალათი და პერანგი და სხვა ყველაფერი უკან გაატანე და ხვალ მოგიტანონო.
ბავშვისთვის ქუდი და ნასკებიო.
გავაკეთე როგორც მითხრეს.
მეტაკა ერთი ექთანი გაპარსული თუ ხარო და აბა ისე როგორ მოვიდოდითქო და რავიცი მასე ხდება ხოლმეო.
საკეისროზე არა მგონია ვინმე ისე მოვიდესთქო და მოკვდა სიცილით , ხდება ხოლმეო

ოყნა სახლში დილით გავიკეთე და იქ აღარ დამჭირდა.
პაატამ გამსინჯა ,შეავსო საბუთები და მერე წავედი საოპერაციოში.
ჩემი ქმარი გაგუას ელოდებოდა რომ ეთქვა დასწრება მინდაო.
საოპერაციოში ექთნებმა დამიწყეს გამოკითხვა რატომ საკეისროვო და რომ გაიგეს ჩემი სურვილით, დაიწყეს მერე შენ ეს ადვილი გგონია, იცი რა საშინელი ტკივილებიაო და ეგეთები, მოვოდა ანესთეზიოლოგიც, ახალგაზრდა ბიჭი (სამწუხაროდ ღონღაძე არა, თუნცა ხშირად შემოდიოდა ოპერაციის დროს ოთახში და ძAლიან მომეწონა)
და ამ ბიჭმაც იცი რა ტკივილები ახლავს საკეისროსო და მომეშალა ნერვები. გულს თუ არ გამიხეთქავთ კარგი იქნება ოპერაციის წინთქო და გაჩუმდნენ ექთნებიც და
ანესთეზიოლოგიც.
გამიკეთეს ზურგში ინსულინის ნემსი, მერე სპინალურის ნემსი, მაგრამ ვერაფერი ვერ გავიგე.
დამაწვინეს საოპერაციო მაგიდაზე, ერთ ხელში გამიკეთეს გადასხმის აპარატი,მეორეში წნევის, გულისცემის საზომიდა ესე გაშლილი ხელები მქონდა დამაგრებული რაღაცით რომ არ მექნია აქეთიQით.
წინ ჩამოაფარეს თეთრი ნაჭერი, ვერაფერს ვხედავი წინ, მარტო გასწორებულები როცა იყვნენ სახეებს ექიმების თუ ექთნების.
ფეხებძე ვგრძნობდი სითბოს და არ მაწუხებდა არაფერი.
უბრალოდ რომ მითხრეს ვერ გავამოძრავე.
მუცელზე და ქვევით დამაფარეს ბევრი თეთრი ტილო და მერე ჩAმიდგეს კათეტერი. მე ვთხოვე რომ მითხარით თან რასაც აკეთებთთქო თავიდანვე, უფრო მშვიდად ვიყავი რომ ვიცოდი რას რატომ აკეთებდნენ
ოთახში ჩAრთული იყო ქართული სიმღერები და ძAლიან კარგი სიტუაცია იყო.
შემოიყვანეს ჩემი ქმარი ამ დროს, რომელის ისე იყო შეფუთული ქირურგი მეგონა

და ძალიან გამიხარდა რომ დავინახე და ჩემთან იყო
და დასვეს სკამზე ისე რომ თავები ერთად გქონდა და ვლაპარაკობდით, ანუ წინ რა ხდებოდა ვერ ხედავდა ვერც ის.
შემოვიდა გაგუა და 2 წუთში ვუთხარი ჩემს ქმარს მგონი მუცელში ხელები ჩამიყვესთქო არა, მგონი არც დაუწყიათო დამამშვიდა,ამ დროს არაფერი ტკივილი და ცუდი შეგრძნება არ მქონა, მარტო ის რომ ვღელავდი რათQმაუნდა და ცოტა გული მქონდა აჩქარებული რომ ბავშვს ვნახავდი.
გაგუამ მკითხა დავიწყო ოპერაციაო და კი თქო და გაეცინა ყველას და უცებ გავიგე ბავშვის ოდნავ ტირილი (თურმე დაწყებულია ოპერაცია და მე ვერ მივხვდი და იმიტომ გაიცინეს ) ჩემს ქმარს ვუთხარი ბავშვის ხმა იყოთქო და ამოიყვანეს კიდეც ისე ბავშვი რომ დაგვენახა. რაღაც დამემართა მაგ დროს რომ დავინახე.
მალე მინდოდა მოეცათ ჩემთვის.
ნახე როგორი ბიჭი გყავთო, ლურჯი იყო და ტიროდა ძალიან.
სიმღერა რომ არსი "გაზაფხული შემოსულა ლელ" ეგ იყო ამ დროს ჩართული.
აი ძალიან ლამაზად მახსენდება ყველფერი, შეფუთეს დემნა დაგვანახეს კიდევ და გაიყვანეს.
გაგუამ ჩემს ქმარს შენ კიდევ აქ ხარო, მოლოცვები უნდა მიიღო, შამპანური გახსნაო და გაუშვეს გარეთ,
ძალიან დამეხმარა ქმრის იქ ყოფნა, ძალიან მშვიდად ვიყავი და თან ერთAდ ვნახეთ ჩვენი ბავშვი როგორ ამოსვეს მუცლიდან , და ამ დროს არანაირი ტკივილი არ მქონდა , და ვიყავი ძალიან ბედნიერი.
მერე გამკერეს, და დამთავრდა მთელი ოპერაცია, ანუ გრძელდებოდა 15 -20 წუთი ეს ყველაფერი.
რომ შემოიტანეს საკაცესავით რომ გადავეყვანე რეანიმაციაში, გადავიდეთქო ვიკითხე და მოკვდნენ სიცილით, სცადე თუ გინდაო. მერე მივხვდი რა სისულელე ვიკითხე

ტანს ვერ ვგრძნობდი საერთოდ
გადამაწვინეს და დამაწვინეს რეანიმაციაში. მალე შემოუყვანეს კიდევ 3 გოგო და ეს დღე და ღამე ვიყავით იქ,
ცუდი იყო ძალიან რომ მობილურები გამოგვართვეს და დილამდე არ შეიძლებაო.
ჩემმა ქმარმა 2 ჯერ სთხოვდა ექთანს და ჩუმად შემომიტანეს და ველაპარაკე.
ანუ ეს დრო დაახლოებით 22 საათი ვიწექით იქ და ვლაპარაკობდით ეს 4 გოგო.ცუდია რომ ტელევიზორი არ იყო, ან წიგნი არ მქონდა , ან მობილური, იმიტომ რომ ბევრად მალე გავიდოდა ეგ დრო და ვერც ტკივილს ვიგრძნობდი ძალიან, ანუ ყურადGება რომ გადაგეტანა რამეზე არ იყო არაფერი.
4 საათში სრულად გავიდა გაუტკივარება, მაგრამ მაინც ვერ ვმოძრაობდი, მტკიოდა ძალიან, ოოღონდ ნაკერი არ და არც ნაკერის შიგით.
ზემოთ მუცელი მტკიოდა საშინლად და საშვილოსნო რომ იკუმშება იმის ტკივილი არისო და 4ჯერ გამჭირდა მაგ დროის განმავლობაში ტკივილგამაყუჩებელი ნემსის გაკეთება.
ბავშვი 3 ჯერ მომიყვანეს, 2 ჯერ მოვაწოვე და ისეთი მაგარი იყო რომ ვუყურებდი დემნას, ვერ ვხვდებოდი მუცელში როგორ იჯდა.
თან ისეთი რბილი და ფაფუკია გადავირიე.
ექთნები და ექიმებიც ვინც იყო მორიგე ჩემი რეანიმაციაში წოლის დროს ძალიან მომეწონა.
პალატებში რომ ვიყავით იმათზე სამშობიაროების თემაში დავწერ.
გაგუას მდივანი რომ არის ეგ იყო მორიგე და ძალიან კარგად მოგვხედა და დაწვრილებით გვიხსნიდა რა რატომ გვტკიოდა და შემდეგ დღეებშიც ძალიან ყურადGებიანი იყო ჩემს მიმართ,
კიდევ ძალიან,ძალიან მომეწონა გაგუას შვილი. იცის როგორ უნდა მოექცეს პაციენტს და ძალიან დაკვირვებული და ყურადღებიანია. დავწერ მერე კიდევ სამშობიაროების თემაში რატომ ვამბობ ასე.
დილით გადამსვეს სკამზე და ძალიან გამიჭირდა ეგ პროცესი, იმ მომენტში საშინელება იყო, მაგრამ ეხლა ძალიან კარგად მახსენდება.
ყველაზე საშინელება საშვილოსნოს შეკუმშვა იყო ჩემთვის
გადამიყვანეს პალატაში და მომიყვანეს დემნა. ის დღე გამიჭირდა ცოტა, მტკიოდა მოძრაობისას მუცელი, შემდეგ დღეებში შენელდა ნელნელა ეს ტკივილი.
ღამე არ მეძინა და სულ ბავშვს ვუყურებდი როგორ ეძინა

და არ დამეძინა არაფრით..
გავიქეცი ეხლა უჭმელი ვარ დილიდან და სანამ გაიღვიზებს უნდა შევჭამო და მერე დავწერ კიდევ..
აუუუუუუუუ
რამდენი მიწერიააააააააააააააა.... მაპატიეთ რააააა, ხომ შეგპირდით დაწვრილებით დავწერთქო.
უბრალოდ არშეიმჩნიოთ რა არეულად თუ მიწერია ან გაუგებრად
This post has been edited by niniana on 16 Sep 2009, 13:15