ვეცდები დაწვრილებით დავწერო ყველაფერი ..
10 ში საღამოს 6 ზე მივედი სამშობიაროში,
გამსიჯეს და ვიყავი 1 თითზე გახსნილი,უკან გამიშვეს,შეიძლება ერთ თითზე ერთი კვირა იყო გახსნილიო.
მთელი საღამო მტკიოდა 5-7 წუთის ინტერვალებით,ნელ ნელა ძლიერდებოდა ტკივილი,12 საათზე ისევ მივედი და 2 თითზე ვიყავი,გამოვიცვალე და ავედი ბლოკში(დედამთილთან ერთად,იმის მორიგეობაში მოვხვდი),სადღაც ერთ საათში უფრო გამიძლიერდა ტკივილი,ამოვიდა ჩემი ქმარი,ცოტა ხანი იყო მარა მერე შემეცოდა და გავუშვი,3 საათისთვის 3 თითზე ვიყავი გახსნილი და უკვე ძალიან მტკიოდა,საკეისროს ვითხოვდი მარა ვინ გაღირსა.
ამ საკეისროს ძახილში სულ დამავიწყდა გაუტკივარება, დავიწყე იმის მტკიცება რომ მე არ შემეძო,ვერ გავაჩენდი და აუცილებლად საკეისრო უნდა გაეკეთებინათ,ვერ გავიჭინთებოდი ...

სამი თითის მერე დაიწყო ნამდვილი ტკივილები,ბევრი რამე აღარ მახსოვს უკვე ისე მტკიოდა,ერთი ვიცი რომ თურმე ჩემი "ვაიმე დედიკო, და ღმერთო მიშველე," ქვემოთ ესმოდათ მეგობრებს..
ამოვაყვანინე დედაჩემი და ვეხვეწებოდი საკეისრო გააკეებინე თქო,ტკივილების პიკი რომ მქონდა ხელები გამილურჯდა და აი მაშIნ კი შეეშინდა დედაჩემსაც და დედამთილსაც უკვე დაიწყეს ფიქრი საკეისროზე მარა ექიმმა გადააფიქრებინა,მშვენივრად მიდის ყველაფერი და არ უნდა ამას გაჭრაო,ძალიან გათამამებული ორსული და მშობიარეაო

ყველა მეფერებოდა და ეს უფრო ნერვებს მიშლიდა..ისტერიკა დამეწყო ვტიროდი შეუსვენებლად, ამის გამო ჟანგბადი აღარ ყოფნიდა ბავშვს,მასუნთქებდნენ ჟანგბადს (დედაჩემი სულ თავთან მედგა), ბავშვის გულის ცემა ისმოდა მთელ ბლოკში და ეგ მამხნევება უფრო,
მე რომ ცუდად ვსუნთქავდი გულიც ცუდად ცემდა,მერე უფრო ვიყვანდი თავ ხელში,
მოკლედ ესე მტკიოდა სამი საათიდან 6 ის ნახევრამდე,უცებ ყველანაირი ტკივილი გაქრა და დამეძინა,ცოტა დავისვენე,თურმე ყელის გახსნა დასრულდა,დაახლოებით 20 წუთი დავისვენე და დამეწყო ჭინთვები მარა ეგ იყო შვება,იმ ტკივილებს არც შევადარებ,ჭინთვები მართლა არაფერია,გავაჩინე ნახევარ საათში სანდრო 3000 კგ და 50 სმ.
ენით აუწერელი რამ განვიცადე როცა გულზე დამაწვინეს,ყველაფერი მართლა უცებ დამავიწყდა და ვიღიმოდი,ვეფერებოდი და ვერ ვიჯერებდი რომ ჩემი ბიჭი დაიბადა, რომ ეს არსება მე მყავდა მუცელში, ნუ არ ვიცი მართლა ვერ გადმოვცემ რა განვიცადე მისი დაბადების შემდეგ,
არადა მანამდე თავი დავკარგე მთელი საათ ნახევრით,ისეთ რაღაცეებს ვეუბნებოდი ექიმებს მერე რამის ბოდიშები უხადე, თან ყველა ახლობელი რომ იყო ეგ გამიტყდა.
ნახეთქი მქონდა შიგნით და ერთი ნაკერი დამადეს ვერაფერი ვიგრძენი საერთოდ,მომყლის დაბადება და ა.შ საერთოდ არ არის მტივნეული,ერთი საათი ვიყავი ბლოკშI და მეწვინა სულ გულზე ჩემი გოჭი, ამოიყვანეს ჩემი ქმარიც, საცოდავი არანაკლები შოკი მიიღო ჩემი მშობიარობით
მე კი ვთვლი რომ ძალიან დავიტანჯე მარა ექმები ამბობენ რომ პირველი მშOბიარობა 6-7 საათში რომ დასრულდა ეს ძალიან წარმატებულად ითვლება,თან არანაირი გართულება არ მქონია,არც დენა არც ნაკერები და საერთოდ არაფერი
ძალიან რთული იყო მაგრამ არ ვნანობ რომ საკეისრო არ გავიკეთე,აბსოლიტურად ყვეალფერი ფიზიოლოგიურად მოხდა
აქვე ვიტყვი რომ არანირი დეპრესია აქ მაქვს იმ ტკივილების გამო, ყვეალფერს გავუძელი და მშვენივრად ვგრძნობ ეხლა თავს ..

თუ რამე აბდა უბდა წერია არ შემიჩნიოთ,ბავშვს ძIნავს და უცებ რაც მოვახერხე ის დავწერე