მივაძინე დემეტრე და მოვედი, დავწერო ჩემი მოგონებებიიი

ცოტა აბდაუბდა იქნება ალბათ, ჯერ კიდევ არ ვარ გონს მოსული...
ე.ი. 21ში დილით გაგუას ვყავდი დაბარებული, უნდა დავეტოვებინე სამშობიაროში, მე, ჩემი ქმარი და დედამთილი ავბარგდით და წავედით, ლიფტთან შეგვხვდა დათო, მეთქი გამოვცხადდითქო

ავედით, მიმღებში შემიყვანა, იქ ვიღაც გოგო ავსებდა ბლანკებს, ჩემს გარდა მოსამზადებლად ის ორსულები იყვნენ, საკეისროს ვინც იკეთებდა... მოკლედ გამოვიცვალე და დათოც მოვიდა, გამსინჯა და ერთ თითზე არისო გახსნა, ფონი შეუქმენითო და წავიდა... ამ ექთანმა მონაცემები ჩაიწერა, მერე პაატამ ჩაიწერა რაღაცეები და გამიშვეს პალატაში... ეს პალატები არის ბლოკამდე, შენარჩუნებაზე წვანან და კიდევ ჩემნაირები არიან რა... პალატაში გამიკეთეს ერთი ნემსი და მას მერე დავბორიალობდი დერეფანში, ჩემები გავუშვი, მეთქი საღამომდე არაფერი იქნება და ტყუილად აქ რატო უნდა იყოთთქო... დერეფანში რომ ვიჯექი, დათომ გამოიარა და მეუბნება შენ პალატა არ მოგცესო, ხო

დაისვენეო...
ამ ბოდიალში ნელნელა დამეწყო ტკივილები, მაგრამ ძაან მსუბუქი, შუალედებიც მოკლე იყო, წამოვწექი და დავაპირე დროის ჩანიშვნა და ამ დროს ვიგრძენი რაღაც წამოვიდააააა და წამოვფრინდი კივილით, მეთქი ეს რა არიიის და მოცვივდნენ

წყალი დაღვარაო, მე შევვარდი ტუალეტში, მაგრამ ვინ გაცადა, არ შეიძლებაო ასე სიარულიო და საპროცედუროში შემიყვანეს, ერთი მეანი იყო, ქალი, რაღAცეები მიჩხრიკინა და იმდენი წყალი წამოვიდა ლამის ოთახი გაივსო, გაგიჟდნენ, მრავალწყლიანობა გქონდაო? მეთქი არა,... აქვე აღვნიშნავ, რომ ჩემი პერანგი და ხალათი მეცვა, თავად არაფერი შემოუთავაზებიათ... ხო და ეს პერანგიც და ხალათიც წყლით სულ დამისველდა უკანა მხარეს... ეს წ###ბის ამბავი რომ მორჩა, გამიკეთეს ოყნა და გამიშვეს სამშობიარო ბლოკში, წინასამშობიარო პალატებია რა... დათოს ვუთხარი ჩემი ქმარი მინდა შემოვიდესთქო და ორივე ერთად შევედით ამ პალატაში...
დამეწყო მოვლითი ტკივილები, მაგრამ ასატანი, ყოველ წამს ტუალეტში დავრბოდი, ალბათ 20ჯერ მაინც შევედი რა... 4ზე წყალი დავღვარე და 7ის ნახევარზე უკვე საშინელი ტკივილები მქონდა, მაგრამ ეს თურმე არაფერი ყოფილა,რაც მელოდა იმასთან შედარებით... ჩემი ქმარი გავიდა გაუტკივარება გვინდაო, არა და ძაან არ მოწონდა ეს გაუტკივარება, მაგრამ რომ ნახა ძაან მტკიოდა, შევეცოდე... მოვიდა დათო, გამსინჯა 3ნახევარზე ვიყავი გახსნილი, შეიძლებაო გაუტკივარება... გამიკეთა ვინმე ზვიადმა, მგონი ნოზაძეა... ჩემმა ქმარმა ნემსი რომ დაინახა, გარეთ გავიდა

გაუტკივარება გამიკეთეს 18:40 და 19:40 მოვიდა დათო, ნახა რომ 4ზე იყო გახსნა და მეტი აღარ დაამატოო, პროცესი შეანელაო... მეთქი რატოო, შენ აქ სამშობიაროდ ხარ მოსული და არა ტკივილების გასაყუჩებლადო და გავიდა... ის ერთი საათი რაც გაუტკივარება მქონდა, ძილი მერეოდა, მსუბუქ ტკივილს მაინც ვგრძნობდი, მაგრამ ეგ არაფერი იყო რა...
დათო შემოდიოდა ზუსტად საათში ერთხელ, დამეწყო ტკივილები, მაგრამ ისეთი, ენით ვერ აღვწერ, ამ დროს გარეთ ტელევიზორი ქონდათ ჩართული და რაღაც რეკლამა რომ არის, მარიოს მუსიკაა რა, აი ეგ გადიოდა, ისე მწარედ მახსოვს, პირდაპირ ნერვებზე მოქმედებდა... ჩემი ქმარი გაგიჟდა, ეს რანაირი გაუტკივარება არისო, ზვიადმა სამეანო ინტერესებია და მე არაფერი შემიძლიაო... 20:40 მოვიდა დათო, გამსინჯა და 4ნახევარზე ვიყავი, თითქმის სრული გახსნააო და წავიდა, მერე ვიღAც ქალი შემოვიდა და გამიკეთა ნემსი მუცლის ქვედა მხარეს რა, აი, სადაც სიმფიზის ძვალია... 3 ინექცია გამიკეთდა, გახსნას ეხმარებაო, მე ამასობაში მოვლითი ტკივილები მქონდა აუტანელი, დამასხა ოფლმა, ვბორგავდი, ფანჯარა გააღო ჩემმა ქმარმა, ცივი ნიავი ის ემესიამოვნა, მერე რაღაც ფურცელი ნახა და იმით მინიავებდა... ხელზე ვუჭერდი რაც ძალა მქონდა, ორჯერ მიკბენია კიდეც, მაგრამ არ მახსოვს... ვნატრობდი, მეთქი მალე დაიწყოს ეს ჭინთვებითქო, მაგრამ არაფერიც არ იწყებოდა, რამდენიმემ გამსინჯა და ჯერ არაფერიაო ყველამ, ცოტა ხანში დათოც მოვიდა და აბა გაიჭინთეო, ჩAვისუნთქე დაა ისევ უკან ამოვუშვი ჰაერი, ასე რამდენჯერმე და გადაირია, ვერ ვაცნობიერებდი რას ვაკეთEბდი... არა და ხო ვიცოდი როგორც უნდა მექნა, ადგა და მეუბნება შენ გამო ვარ აქო, თუ ასე გააგრძელებ დილამდე მასე იქნებიო და მეთქი არააააააა, ეს აშკარად ფსიქოლოგიურად იმოქმედა... მოვიდა და ცოტა კი გავაუმჯობესე, მაგრამ დიდი ვერაფერი... რამდენჯერმე ასე ვცადეთ და მერე გადამიყვანა ბლოკში, იქ საკმაოდ მოხერხებული სკამი იყო და რამდენიმე ჭინთვაში კი გამოვარდა ბავშვი, ისე კი, ბუნებრივი ჭინთვა ორჯერ ვიგრძენი მხოლოდ და მაგაზეც მითხრეს არ გაიჭინთოო, მხოლოდ ტკივილი რომ მომივლიდა მაშინ... ბაო მუცელზე დამაწვინეს, ეს რამდენიმე წამი იყო ნეტარების, სხვა დანარჩენის გახსენებაც არ მინდა... ჩემი ქმარი ბოლომდე ესწრებოდა, ფოტოების გადაუღო ახალგამოჩეკილ დემეტრეს

აწონეს, გაზომეს და ჩემი ქმარი წავიდა...
მე თითქმის 30 წუთი რაღაცეებს მეჩალიჩებოდნენ, არ ვიცი რას, საშვილოსნოს ასუფთავებდნენ, მერე გამკერეს, ხო, მართლა, ერთ მომენტში დავინახე დათომ პატარაზე ჩამჭრა... მხოლოდ ხმა გავიგე, ისე არ მიგრძვნია... ორი საათი დავყავი ბლოკში, რაღაც ფიზიოლოგიური სითხე გადამისხეს... პალატაში რომ გადავყავდით იქ გააფრთხილეს ყურადღება მიაქციეთ, ბევრი გამონადენი ქონდა... ეტყობა ბევრი სისხლი დავკარგე, 3ჯერ ვცადე ადგომა და ვერ ავდექი, დილით საუზმის მერე ძლივს ავდექი... ჩემს გარდა ყველა ღამით ადგა
გავიქეცი ეხლა და კითხვები თუ გაგიჩნდათ მზად ვარ გიპასუზოთ...
ძაააააააალიან კმაყოფილი ვარ გაგუასი... თავად კლინიკაც ნორმალური იყო...