სანამ გოჩიტაშვილთან ჩავალ
დავწერ მოგონებებს (რა სასაცილოა

მემუარებივით ვწერთ სამშობიაროს ბატალიებს

მოკლედ 15 ოქტომბერი
ორშაბათს დავურეკე ზაზას ჩემს მეანს და ვუთხარი ანალიზების პასუხები და მითხრა მოდი 14-ში გავაკეთოთო
ვუთხარი არა მე 15 მინდა და 14-ში წადი იქეიფეთ და თურმე 14-ში 3 ოპერაცია ჰქონია
14-ში ჩემს დას შევუთანხმდი რომ დილას ადრე მოვიდოდა და თუ არ ეცლებოდა ჩემი მანქანით ვაპირებდი წასვლას
მანქანა ჩემს ჯინაზე არ დაიქოქა დამჯდარი იყო ელექტროობა თორემ მართლა მარტო მინდოდა წასვლა
ქეთი მოქანდა და საჭესთან რომ დამინახა ამხელა მუცლით ფერი დაკარგა - მიხვდა რომ წამსვლელი ვიყავი და დამკრატით ამომიღო მანქანიდან

დედაჩემი მშვიდად იყო არ ნერვიულობდა იმიტომ რომ ვერ წარმოედგინა რომ მე მარტო წავიდოდი და არ შემეშინდებოდა დედას გარეშე (მე და დედას განსაკუთრებული სიახლოვე გვაქვს ძალიან ახლო მეგობრული მგონი მიხვდით უკვე )
წავედით და გზაში რეკავს ჩემი დის დირექტორი - 10-ზე უნდა ვყოფილიყავი უკვე მიმღებში
მოკლედ გააჩერა ქეთიმ მანქანა ბარნოვზე და დაიწყეს თათბირი მობილურით
მე ჯდომა მიჭირდა ძალიან და 20 წუთის შემდეგ გამოვაცხადე ხმამაღლა - გამექცევა ის კაცი და მიმიყვანეთ სამშობიაროში არ დამღუპოთთქო და გავახსენდი ქეთის და ნანას რომ მანქანაში ვიჯექი
10.30-ზე მივაღწიეთ ორთაჭალაში გზაში საშინელი საცობი იყო სანაპიროზე და ამაზეც კარგად ვიხალისე
მივედი მიმღებში მოკლედ როგორც იქნა
მეკითხებიან ვისთან მიბრძანდებით ავალიანთან ვამბობ მე
რა გნებავთ?!
ვუთხარი დღეს საკეისრო მაქვს დანიშნული
მიბრძანდით გვერდით შესასვლელიდან - ამას მეუბნება იდიოტკა მიმღებიდან
ვურეკავ ზაზას და გამოვარდა წაახურა იმ გაჩეჩილს კარგად ეს მუცელი ვერ დაინახეო? თან საკეისრო გითხრაო
მოკლედ ამაზეც ვიხალისე
ამ დროს ზაზას ტექსტი - გაემზადე უნდა გაგსინჯო
მე ვეუბნები: სად?
ზაზა: ნუ ჭედავ! ქვემოთ! დაწექი დროზე!
მე: კაი რა ზაზა დაგავიწყდა საკეისრო მაქვს!
ზაზა: დაწექი და გაშალე ფეხები უნდა ვნახო!
მე: აუ კაი რა რა უნდა ნახო არ დავწვები!
მოკლედ 2 ქალი მეცა - ფეხები დაიჭირეს და ზაზამ გამსინჯა და მე ვიტირეეეეეეე სასაცილო დასანახი ვიყავი თურმე
პატარა ბავშვები ნიკაპი რომ უკანკალებთ და ისე ტირიან ისე ვიყავი თურმე მე

მოკლედ მეცა ვიღაც ქალი უნდა გაგპარსოო
ახევა გავიკეთე 13-ში და ამან - გაგპარსოო !!!
ზაზამ შეეშვით მზადაა ყველანაირადო და სხვებსაც ასწავლეთო

)
ამიღეს სისხლი ვენიდან, შარდი და
გამხადეს და ავედით მეორე სართულზე
იქ ვენაში რაღაც გამიკეთეს ჩამაცვეს ჯვალოს პერანგი და შემიყვანეს რაღაც ოთახში
ანესთეზიოლოგი მეკითხება: რატომ იკეთებ საკეისროს
მე: (მგონი უკვე წათიშული ვიყავი) ხოში მაქვს და ვიკეთებ (არ მომეწონა იმ კაცის გამოხედვა)
ანესთეზიოლოგი: ვააა კაი წამოდი
მივდივარ და მივედით რაღაც ოთახთან და 50004339085 ადამიანი მიკივის მარჯვენა ფეხით შედი!!
კი შევდგი მარჯვენა მაგრამ ჯერ მუცელი შევიდა და მერე მე და ფეხს რა მნიშვნალობა ჰქონდა ვერ გავიგე
ჩემი გაბარიტები ვერ გაითვალისწინეს რაა 105 კგ ჩამიბარეს

))))
მარჯვენაზე წნევის აპარატი შემაბეს
მარცხენაზე ვენის კათეტერი და ამ დროს ქვემოთ გამთხარეს კათეტერი და კარგად ვიკივლე
შემოდის ამ დროს ზაზა
ვეუბნები ამ ოთახში მიკეთებთ ოპერაციას?
ზაზა: არა კაცო
მე: ხო კაი მაშინ ავდგები რა აღარ მინდა ოპერაცია
ზაზა: ხო კაი გაგიყვანთ აქედან მაშინ
ამ დროს დამაბეს მუხლებზეც და ჩემი მუცელი ფეხზე დადგა ნუ წარმოიდგინეთ ანუ ჩემი შვილიც გადაირია ჩემსავით და ფეხზე იდგა
მოკლედ მომადეს პირზე რაღაცა და თვალები დამეხუჭა
მივხვდი რომ მომატყუეს და გამიტყდა რომ ვერ მოვასწარი ზაზასთვის რაღაცის თქმა
გაგრძელება ცოტა ხანში ლიანა გათავისუფლდა და ამოვალ მალე