ხოოდა გავაგრძელოთ სანამ ქალბატონი ელენეს მორიგი ვახშმის დრო მოვა

ვპასუხობ პარსვის მოყვარულებს

არა რა გამპარსეს თმა არ მქონდა არსად და ლუპით მათვალიერა მაინც იმ ქალმა და ცოტა ხასიათზე მოვედი
მოკლედ თვალები თავისით დამეხუჭა და
ვიგრძენი როგორ გამიჭრა ზაზამ მუცელი და ხმები მესმოდა ლაპარაკის თვალის გახელა მინდოდა მაგრამ არ გამომივიდა
რაღაცნაირად დამეჯაჯგურა და ვიგრძენი რაღაც დიდი ამოძვრა და გავიგონე ჩემი შვილის ხმა მაშინვე იტირა და 2-ჯერ გავიგე ეს...ვფიქრობდი ღმერთო გამახელინე თვალი რომ დავინახო როგორია ჩემი შვილი და თუ ვკვდები დანახვას მაინც მოვასწრებთქო მაგრამ შენც არ მომიკვდე თვალები არ მემორჩილებოდა ...ყურები იყო მზადყოფნაში მაგრამ აუდიოს ვიდეოც უნდა და მარტო აუდიო არ მეყო
მეორე დაჯაჯგურებაც ვიცანი და ჩემთვის გავიფიქრე ესეც პლაცენტააა ხოდა გავიფიქრე ნეტავ რომ აწონეს რამე ხომ არ მოაკლდათქო
ამის მერე გავითიშე ბოლომდე და ბოლოს ვიგრძენი როგორ გადამიტანეს სხვა საწოლზე და მერე მეძინა
და ეს მე მეგონა რომ მეძინა, თურმე ზაზა შემოსულა უნახივარ გვილაპარაკია მე არ მახსოვდა
მერე მომიყვა გოგონა რომელსაც ასევე ჩემამდე გაუკეთდა ეპიდურალური და ერთად ვიწექით
თურმე ვყვიროდი სად არის ჩემი შვილი??!! ცოცხალია??!! გული აქვს??!! ხელები??!! ფეხები??!! გული ? გული მუშაობს??
მოკლედ ვუბერავდი ჩემს რეპერტუარს ბოლომდე
გავახილე თვალი და ვიღაც მეკითხება ეს შენ ხარ (აქ ჩემი გვარი უნდა ეწეროს) ? დიახ ვპასუხობ და ვერ ვახელ თვალს ტრიალებს ყველაფერი არანაირი ტკივილის შეგრძნება არ მქონდა მთელი ოპერაციის და მერე პერიოდში
მთელი სამშობიარო ფეხზე დგას და ვინ ხარ ამისთანაო
არ დავწერ დეტალებს თუ ვინ დარეკა და ა.შ ეს არ არის საინტერესო

მერე შემოდის კიდევ მეორე ვიღაცა ისევ მე მკითხულობს ვეუბნები მე ვარ რა გამიხურეთ საქმეთქო
იცი რა ლამაზი შვილი გყავსოო
და ამ დროს ენას ვერ ვატრიალებ და გულში გამწარებული ვარ
ეს ვინ არის არც ვიცნობ და ჩემამდე ჩემი შვილი ნახა და მოკლედ მუნჯურად ვბოღმაობდი რა
ცოტა ხანში გადამაწვინეს მორიგ გორგოლაჭიან საწოლზე და მეორე სართულიდან ვისეირნე მეოთხე სართულამდე
2 ლიფტი გამოვიცვალე და რომ მიადგა პალატის კარებს თვალი გავახილე და ტიპს ვეუბნები ეს VIP პალატაა და მე ლუქსი ავირჩიეთქო
არა ქალბატონო ბატონმა ზაზამ ამ პალატაში აიყვანეო
შემაგორეს გადამაგორეს საწოლზე და გავახილე თვალები და პირველი ჩემი და შემოვიდა
მერე დედაჩემი და მამაჩემი
დედაჩემმა: დედიკო რატომ არ მითხარი მე აქ ვიქნებოდი და არ ინერვიულებდიო
ვუთხარი არა დე ასე სჯობდა რომ თქვენ არ გენერვიულათთქო
ამ დროს ქეთიმ გინდა შენი შვილი მოგიყვანოო
და წავიდა
მე სანამ ქეთი მოვიდოდა ვწვალობდი (როგორც ტომი ასანთის ღერებს იყენებს თვალებშI ისე) რომ თვალების გახელა მეცადა
რომ არ დახუჭულიყო
გაიღო კარები და დავინახე ჩემი შვილი
პირველი რაც დამემართა ეს იყო ტირილი
ისეთი ვიტირე რომ დამეძინა
გავიღვიძე ისევ შემოვაყვანინე და ვეკითხებოდი როგორია ხომ ყველაფერი კარგად არისთქო
ჩემმა და ჩემი მთელი ორსულობის პერიოდში დიაგნოზი დამისვა რომ ვერ ვარ მთლად ნორმალური
და იგივე გაიმეორა იმ დღესაც

ამ დროს მობილური მომიტანა ქეთიმ
მამიკოს მოუწერია მესიჯი:
ვრეკავ არ მპასუხობ! რა ხდება?! სად ხარ?!
მივწერე: დაიბადა ელენე 4.000 52 სანტიმეტრი ულამაზესი შვილი გვყავს
და დამეძინა
ასე ვიყავი მეორე დღემდე და მეორე დღეს გავიღვიძე
შევყარე სრულიად ექიმები და ვთქვი მომხსენით ეს კათეტერი
თორემ მოვიგლიჯავთქო
აღარ შემიძლია გვერდულად ვუყურო ჩემს შვილსთქო!!
მოკლედ მომხსნეს და ვაი იმ ადგომას
სერიოზულ კაიფში ვიყავი
ფეხები მიკერებულივით მქონდა და ვიყავი საოცრად მძიმე
მაგრამ ავდექი და ვთქვი
ელენე შემომიყვანეთ!!!
შემომიყვანეს და დავინახე ნორმალურად და იმანაც გაახილა ცალი თვალი და გამიცინა
ეს გაცინებაა რომელიც მე მაგიჟებს
ეს შემოხედვაა რომელიც მაფრენინებს სერიოზულად
მოკლედ ის დღე ისევ ბლოკში იყო დანარჩენ ბავშვებთან
და ღამე გამეღვიძა ავდექი ხალათი ჩავიცვი და წავბოდიალდი ბლოკში
ექთანმა რომ დამინახა ვერც გააპროტესტა ისეთი სახით შევხედე
მესამე დილას ავდექი აბაზანაში შევედი და სველი პირსახოცით მთელი ტანი დავიზილე
დავიბანე კიდევაც ნაწილ ნაწილ
თმები დავივარცხნე და
7.30-ზე წავედი ისევ ბლოკში
ელენე უკვე ნაჭამი და გამოცვლილი იყო
და წამოვედით ჩვენს აპარტამენტებში (ვიპ პალატა მართლაც სერიოზულად კომფორტული აღმოჩნდა ტყუილად ვიწუნებდი)
მივიწვინე გვერდზე და დავიძეთ 9 საათამდე

9-ზე მოვატანინე საჭმელი და მე ვაჭამე
მერე ისევ დავიძინეთ 12-ზე ისევ ვჭამეთ და გავხსენი და შესაცვლელი ჰქონდა საფენი და ჩასაბანი იყო
მე ჩავბანე ჩემთან გავუკეთე პამპერსი და მერე ისევ დავიძინეთ
რომ გვეძინა ამ დროს შემოვიდა მამიკო აეროპორტიდან
თურმე 2 საათი გვიყურებდა როგორ გვეძინა...
მოკლედ ასე იყო საქმე დღეს მე ჩავატარე შემოვლა და მოვითხოვე გაწერა
ზაზამ დარჩი კიდევ 2-3 დღე სად გარბიხარო
ვუთხარი პერსონალური ქირურგი მყავს სახლში და ნაკერებს ის მომხსნისთქო და
მამიკო და ბებია მოვიდნენ და წამოვედით დღეს
გადავიხადე 1500 ლარი მთლიანად
ქირურგი - ზაზა ავალიანი - 100000000000000000000000000 ქულა
ექიმები - 10000 ქულა
ექთნები - 100000000000 ქულა
საკვები - თურმე გემრიელი მე მხოლოდ ორცხობილას ვჭამდი ეხლაც მადა არ მაქვს..
პირობები ამ VIP პალატაში უდონესი
ლუქსებსაც არაუშავს რა
მოკლედ საკეისრო კვეთას ჩემგან დიიიიდი +
ეს მე 14-ში