დღეს უკვე მესამეჯერ მივედი სამშობიაროში, დავჯექი მიმღებში და მუდარის გამომეტყველებით შევღაღადე ექიმს მიქენით რამე თქო, წესით და რიგით ბავშვი 8 ოქტომბერს გახდა 40 კვირის და თავისით თუ არ შვება არაფერს იქნება თქვენ უქნათ რამე თქო. მართალია ექიმი არ ამიყვანია, მაგრამ უკვე ყველა ექიმი ჩემი ექიმია, იმდენჯერ მივედი იქ რომ ყველა მიცნობს, მიმღების ექთნები ხო ვაფშე წარმომავლობებით გავიცანი

, მიმღებში ერთი მე ვიჯექი უდარდელი სახით და ფეხებს ვაქანავებდი, ჩემს გარდა მინიმუმ 10 გაბერილი იჯდა მოწყენილი სახით , ზოგს მუცელი ტკიოდა და ტკივილების ეშინოდა, ზოგი პათოლოგიურში წვებოდა, ერთიც განსაკუთრებით შემეცოდა, ხელოვნური განაყოფიერებით იყო და სადღაც შუა ფეხმძიმობაზე ტკიოდა საშინლად მუცელი. მოკლედ ჩემთვის არავის ეცალა, მაგრამ მე მაინც ჯიუტად ვიჯექი და ექიმს ვეუბნებოდი, არაფერია არაფერია დაგელოდებით, მიხედეთ მე მაინც არ მეჩქარება თქო (ბარე კი მეჩქარებოდა მე, მაგრამ ჩემი შვილი არ ფიქრობს არაფერს

) ბოლო ბოლო ჩემთვისაც მოიცალეს, გამსინჯეს ხელით, შიდა ყელი 1 თითზეა გახსნილიო, მერე ანალიზებზე გამაგზავნეს, მგონი ციტოლოგია ერქვა რაც გამიკეთეს, ანალიზმაც აჩვენა რომ მშობიარობის მომენტი იდგა და 1 დან 3 დღემდე ვადაში უნდა ვიმშობიარო, მერე ამ ანალიზის პასუხებით დავბრუნდი ისევე მორიგე ექიმთან, და დანარჩენ რიგში მდგომებთან ერთად გასასინჯ სკამზე მოვკალათდი, სანამ ჩვენთვის მოიცლიდნენ იქვე 4 მა გაბერილმა ერთმანეთი გავიცანით, ერთმანეთს ჩვენი პირველი მშობიარობების ისტორიები მოვუყევით, წარმატებები და გაძლება ვუსურვეთ, მერე ექიმებმა ჩემს ფურცელს ჩახედეს, მითხრეს რომ პარასკევამდე კიდევ დაველოდოთ მაგ ბაღანასო და თუ არაფერი არ ქნა მერე გამოვაგდოთ ძალითო, და ასე წამოვედი ისევე უბავშოდ სახლში. იქვე ეზოში ახმეტელი მელოგინის ბალეშიკებს წითელ ნოლსემის კაპოტზე შამპანიურისა და პერაშკების კომბინაცია გაეშალათ და მომავალ მშობლობას აღნიშნავდნენ (ამ დროს კი ალბათ საწყალი ახმეტელი ორსული ტკივილებისაგან იკლაკნებოდა და სულ "იმას" აგინებდა თავის ქმარსა

). მე კიდე პერაშკების შემხედვარე გამახსენდა რომ 2 საათი იყო და უზმოზე ვიყავი და მიუხედავად ჩემი ქმრის ბუზღუნისა სამსახურში დავაგვიანეო, მაჭახელაში გავექანე და ზორბა ცომგამოუცლელი აჭარული ვჭამე ჩემს "მუცელა" ბავშვზე ჩაბოღმილმა.
მოკლედ ასე იყო ჩემი წინა სამშობიარო ისტორიები. იმედია პარასკევს მაინც მექნება უკვე ნამშობიარების მოგონებები, თუ არადა არ ვიცი რას ვუზამ ამ ბავშვს