არავის, მართლაც, არაფერი ვუთხარი. დედასაც კი. უფრო სწორედ, დედაჩემის ამბავი ვიცი, ძალიან ინერვიულებდა. 12 საათი უაზროდ უნდა ეღელვა და დავინდე, ასე ვთქვათ. თან მთლიანად ჩავერთეთ მე და გიო "პროცესში". ისე რომ, არავინ ხელს არ გვიშლიდა ზარებით და მოკითხვებით. მე ასე უფრო კომფორტულად ვგრძნობდი თავს. რავიცი

გადამიყვანეს როგორც იქნა პალატაში, სადაც ცოტა ადვისვენე, წამოვწექი. გიო, რა თქმა უნდა, არ შემოუშვეს. ტკივილები თანდათან მემატებოდა. ვერ ვისვენებდი. ვერ ვწვებოდი. დავდიოდი დერეფანში აქეთ იქეთ. განწყობა ნორმალური მქონდა. ნელ ნელა უკვე ვიგრძენი რომ ცოტა არ იყოს ნამეტანი მტკიოდა

ვიფიქრე, რაღაც ვწვალობ, მაინც გაუტკივარებას ვიკითებ და გაგუას დავეკითხე, თუ შეიძლებოდა გამეკეთებინა უკვე გაუტკივარება. კიო. გადამიყვანეს "სამშობიარო დარბაზში". მეთქი, ქმარს დამიძახეთ! შეფუთეს, გაამზადეს გიო, მაგრამ გაუტკივარების გაკეთების დროს არ შემოუშვეს.
გაუტკივარება გამიკეთა ვინმე თამრიკო ექიმმა. მინდოდა ცნობილი გია ყოფილიყო ჩემი ანესთეზიოლოგი, მაგრამ მისი მორიგეობა მორჩენილიყო და გამოძახება აღარ მიღირდა. ვენდე ამ თამრიკო ექიმს. ნორმალური ქალი იყო, მაგრამ თანაშემწე ყავდა ცოტა არ იყოს მოუხერხებელი. კათეტერი ვერ ჩამიდგა, არადა ვენებს არ ვუჩივი, ჩაჩავაში ყოველთვის უპრობლემოდ მიღებდნენ ანალიზს. მოკლედ, დაახლოებით 3-ჯერ მჩხვლიტა, მტკივნეულად. (დიდი "სინიაკი" დამრჩა მერე). ბოლოს თამრიკო ექიმმა გამოართვა კათეტერი და მეორე ხელზე ისე გამიკეთა, რომ ვერც კი ვიგრძენი ჩხვლეტა.
დამსვეს, მომხარეს, გამაფრთხილეს არ გავნძრეულიყავი. გულში ლოცვას ვამბობდი, რომ შემთხვევით რამე ნერვი არ გამტოკებოდა, და საშინელება არ მომხადრიყო. ერთადერთი მომენტი ამ დროს მქონდა, როდესაც შემეშინდა. ვიჯექი დაძაბული, ძალიან მოუხერხებლად... როგორც იქნა ჩააყენეს, და გაუშვეს წამალი. შემოვიდა გიო.
თამროკო ანეზთეზიოლოგმა მითხრა, რომ თუ დამიჯერებო, იმდენ გამაყუჩებელს გაგიკეთებ, რომ ასატანი ტკივილები გქონდეს და მალე გაიხსნა ბოლომდეო. მეთქკი, კარგი, ვნახოთ. ფეხები არ დამბუჟებია, ვგრძნობდი ჩვეულებრივ. ასევე ვგრძნობდი ტკივილებსაც. 3ჯერ დავამატებინე მთელი ამ გახსნის პროცესის განმავლობაში. ჯერ ერთი, რომ საშინელი "იჟოგა" მომაწვა. ისე რომ, უკაცრავად და ვაღებინე. მეორე, არ ვიცი ამ "იჟოგის" გამო თუ მართლა გულმა ამირია, რაღაც ჩხვლეტებს ვგრძნობდი და შემეშინდა. საბოლოო ჯამში, ვერ ვიტყვი, გაუტკივარებამ არ იმოქმედა თუ იმოქმედა და ძალიან გასაგიჟებელ ტკივილებს არ ვგრძნმობდი.
ტკივილები იყო. ძალიან ძლიერი. მაგრამ გიოს ხელები მეჭირა და ვუჭერდი. ის ჩემს გვერდით იყო და მამშვიდებდა. მახსენებდა, რომ უნდა მესუნთქა თანაბრად. ჩემთან ერთად სუნთქავდა. მერე დავიწყეთ თვლა, 10-დან ქვემოთ, და ბოლოსკენ ტკივილი უნდა გამქრალიყო. და მიდიოდა კიდეც ტკივილი. სვენებ სვენებით მიგვყავდა საქმე ბოლოსკენ. შესვენებებში ვმღეროდით კიდევაც, რაღაც საბავშვო სიმრერებს

გიო მიღიმოდა, და მამხნევებდა, მეუბნებოდა და მახსენებდა, რომ ეს ტკივილი მხოლოდ კარგი ტკივილია და რომ სანი დაიბადებოდა მალე. "ვაიმე", "დედა მიშველე", "ვკვდები" დამოკიდებულება არ მქონიდა. პირიქით, ტექსტი ყვირილში მქონდა დაახლოებით ეგეთი: "სანი, დედი, მიდი, მიაწექი"

სანიც მოძვრებოდა.
მოქმედება III
დაიწყო ჭინთვები. უფ, ამოვისუნთქე მაგ დროს. მივხვდი და დავამუღამე, რომ ჭინთვებში უნდა გადამეტანა ტკივილი. როგორც იქნა გადამიყვანეს ბლოკში. და დაიწყო: "ჩაისუნთქე!" "მიქწექი!" "გადი კუჭში!" "ამოისუნთქე!" "თვალები დახუჭე!" "უფრო ძლიერად!" "კარგია!" ... და ა.შ. გაგუა მეორე მშობიარესთან იყო. იქვე, გვერდით სკამზე. ჩემსკენ ცალი თვალით უფრო იყურებოდა, ისიც, ჩემი მოთხოვნის მერე. მომხედეთ, როგორ ვაკეთებდ თქო, მოვითხოვე. იმიტომ რომ ვერ ვხდებოდი ვაკეთებდი თუ არა ყველაფერს სწორად. კარგია, კარგიოა გაგუამ და ისევ გატრიალდა. მოკლედ, რომ ვთქვა, საბოლოო ჯამში გაგუა ალბათ იმიტომ აგყავს კაცს, რომ პრობლემატურ სიტუაციაში იქ იყოს და საქმე გააკეთოს, თორემ სტანდარტულ მშობიარობაზე безучастный-ა. რაღაც მომენტში, ყველა გაიკრიბა ბლოკიდან. ეს იყო მესამე მომენტი, როდესაც დავპანიკდი. მეთქი WTF?! გიოც დაიზმენებულა, მაგრამ არ შეიმჩნია ჩემთან. "მე შენთან ვარ, ნუ ღელავ, გაიჭინთე, მიაწექი", ფაქტიურად მეანი მყავდა გვერდით

იმ წამსვე დავმშვიდდი. იმ მომენტში მჭირდებოდა მსგავსი თანადგომა, თუნდაც იმის შეხსენება, რომ თვალები უნდა დამეხუჭა.
აქტი IV.
როგორც იქნა, ნელ ნელა მოაწვა სანი, და დამაწვნენ მუცელზეც, მეტკინა, გამოვხატე კიდევაც აქტრიურად. მაგრამ გიომ გამამხნევა და მაგრძნობინა, რომ the moment დგებოდა და ახლა უნდა მომეკრიბა ძალღონე და сила воли. ჰოდა, მივაწექით. მთელს ტკივილს ჭინთვებში ვუშვებდი და ეს მაგრამ მშველოდა.
წამოვიდა. ვიგრძენი, რაღაც გაიჭედა. მერე უცებ მცირედი შვება. თავი გამოძვრა. ერთი გაჭინთვაც და ტანი მიყვა. უდიდესი შვება იყო. სული რომ გათავისუფლდება, ეგეთი შეგრძნება მქონდა.
სანი ხმას არ იღებდა. დავიძაბეთ მე დაგიო, ხმა არ ამოგვიღია თურმე. "რა ჩუმად შეხვდითო", გაგუამ. მეთქი "რატომ არ ყვირის?!". "უი, მომაფსა, მომსაფსაო", ვიღაც ქალმა. აქ რატომღაც დავმშვიდდი. მოგაფსა ესე იგი ცოცხალია

რავიცი, ლოგიკურია ეგ? დამაწვინეს გულზე. თან წმენდნენ. მე კი გაუჩერებლად ვიმეორებდი "სანი, სანი სანი სანი" და ვიცინოდი. გიოს ავხედე. რაღაც სტრანნი გამომეტყველება ქონდა. ნიღაბში ვერ გავარჩიე. ალბათ ტიროდა.
გაიყვანეს სანი, დაადგნენ თავზე. მერე როგორც გავიგე, რაღაცპტარა პროცედურა ჩაუტარეს და გავიგე ჭყვიტინი. ამოვისუნთქე საბოლოოდ. გაახვიეს, და დადეს იქვე. მე კი გულის სიღრმეში ძალიან მიხაროდა და მიყვარდა, მაგრამ, ჩემდა სასირცხვილოდ, წინა პლანზე, დასვენების შეგრძნება მქონდა. (უკვე საღამოს 11:55 იყო. 12 საათიანი პერიპეტიების მერე ბუნებრივია ამოვისუნთქავდი). ვიწექი და ვიღიმოდი. გიოს დაახედეს ბავშვს, აკოცნინეს ჩემზე და გააბუნძულეს გარეთ.
დასასრული
ისეთი ბედნიერი ვიყავი იმით, რომ ყველაფერი მორჩა და სანი მყავდა, რომ მეკიდა რომ ჩავიხიე (დიახ, წარმოიდგინეთ, გაგუასთან რომ ჩაიხევი. არადა, ყველაფერს სწორად ვაკეთებდი თითქოს). მეკიდა, რომ მკერავდნენ და სასტიკი უსიამოვნო შეგრძნება იყო, მიუხედავად იმისა, რომ გაყუჩება გავიკეტე ადგილობდივარ. მეკიდა, რომ პალატები არ იყო თავისუფალი (მერე ისევ სამშობიარო დარბაზში გადამიყვანეს დასაძინებლად). მეკიდა ყველაფერი სანის გარდა და ჩემი თავისუფლების გარდა.
გიო წასულა სახლში და გათიშულა. მე კარგა ხანი ვერ დავიძინე. არადა მეგონა გავითიშებოდი. სანამ სანი არ მომიყვანეს და ნორმალურად არ შევათვალიერე, ვერ მოვისვენე. რომ მომიყვანეს, ვიკრიჭებოდი კარგა ხანი, ეს რა მაგარი რაღაც გამოძვრა თქო. რაღაც სტრანნი შეგრძნებები მქონდა. სიხარული, ვერ ვიჯერებდი რომ ჩემია. რაღაც ნელ ნელა მეპარებოდა ბედნიერების შეგრძნება. ძლივს გავითიშე.