აქ ახალ ისტორიებს ვხედავ და მერე წავიკიხავ, გილოცავთ ყველას. მარა ჩემი შედევრი რომ არ მოვყვე არ იქნება

ველოდებოდი 9 დეკემბერს. გავაჩინე 31 ოქტომბერს, ეხლა შაბათს.
სამშაბათს ვიჯექი სამსახურში და ძაან მტკივა წელი და მუცელი და თან კიდევ წყალივით ცოტა გამონადენი მქონდა. წინა დღეებშიც მქონდა ეს ტკივილი, მაგრამ სირულმა მომიწია და ტონუსი მეგონა ჩვეულებრივი. გადავრეკე და გაგუა ორშაბათამდე არ იქნებაო. ვიფიქრე ორშაბათს წავალთქო, მაგრამ ნუ აღარ გამიჩერდა და წავედი. ჩემი ქმარი პირველად ვერ გამომყვა. სამსახურიდან არ გამოუშვეს და დაქალთან ერთად წავედი. მივედი მოკლედ, გამსინჯეს და უნდა დარჩეო. ერთ თითზე ხარ გახსნილიო და ამაღამ გააჩენო

ნუ რაღაც ისტერიკული შიში დამემართა. ნამდვილად ყველაფერს ველოდი მაგის გარდა. დავურეკე ეგრევე ჩემს ქმარს. გამოვარდა, მომიტანეს რაღაცეები და დავრჩი. მაგნეზია გამიკეთეს და დექსამეტაზონი. ამაზე ეგრევე გამახსენდა ლილუ რომ ამბობდ ფილტვებისთვის მიკეთებდნენოდა ეგეთი სიხარულით ნემსი ცხოვრებაში არ გამიკეთებია რომ ვიცოდი რაც იყო. 12 საათისთვის სადღაც ღამე გადამიარა ტკივილებმა. გავუშვი ჩემი ქმარი და მე დავრჩი. 4 დღე ვიყავი იქ. 4 დღე აკავებდნენ ჩემს ბავშვს. ვისმენდი ამ მშობიარეების წივილ-კვილს ყოველ ღამე.

პარასკევს ღამე დამეწყო ისევ ტკივილები. ამასობაში ჩამოვიდა პარასკევს საღამოს გაგუა და მეორე დღეს უნდა მოსულიყო. მგონი მაგას ელოდებოდა ეს ბავშვიც უკვე დილას შაბათს სადღაც 8ზე ავდექი და მეთქი მიშველეთ მგონი მეწყებათქო. წ###ბიც მომემატა და ტკივილიც. გამსინჯეს და 2ზე მეტად ხარ უკვეო. მოვიდა გაგუა და რატომ გინდა საკეისროვო. მე ჰერპესზე ვნერვიულობდი ძალიან. ყელაფერი ამიხსნა ერთი საათი მელაპარაკა. თუ ვერ გაიგე თავიდან დავიწყებო. მოკლედ, ჩემი რჩევაა რომ არ გჭირდება შენ საკეისრო და ისე გააჩინეო. დავუჯერე, რათქმა უნდა.
ცოტა ხანში გამსინჯეს კიდევ და 3ზე მეტად ვიყავი და გადამიყვანეს წინასამშობიარო ბლოკში. ეს ტკივილები რაც მქონდა აბსოლუტურად ასატანი იყო ყველა. ასე, რომ ვერც ვიგრძენი საერთოდ ისე გავიხსენი

3 თითზე. გადავედით. ჯერ კიდევ არ მტკიოდა ისე ძალიან, მაგრამ გავაკეთებინე გაუტკივარება მაინც. უკვე რომ მიკეთებდნენ ვიგრძენი რაც უნდა ყოფილიყო. ცოტა ხანში გამსინჯეს და 4ზე მეტი იყო უკვე. მაგ დროს მოვითხოვე და აღარ გინდაო. აი ერთი ეგ მომენტი მახსენდება ოდნავ უსიამოვნოდ. ანესთეზიოლოგს ვეხვეწებოდი სუუუულ ცოტა დანმიმატე ჩუმადთქო

და მომკლავს გაგუაო

. შემოვიდა მერე კიდევ და გაგუა და შევეხვეწე ცოტას დავიმატებთქო და რას დაიმატებ წამოდი გააჩინეო

ეს ყველაფერი განვითარდა რაღაც უსწრაფესად. სადღაც პირველის ნახევარზე უკვე ვიყავი ბლოკში. ჭინთვები გამიჭირდა ცოტა. სადღაც ნახევარ საათში გავაჩინე რაა.
ეს ფორმალობები რაც იყო. გადავედით ემოციურ მხარეზე. ერთი წამით არ მომშორებია ჩემი ქმარი შემოვიდა და ყველაფერს დაესწრო. ეხლა იმდენად ვერ გადმოვცმ სიტყვებით ამ ყველაფერს. უდიდესი მომენტი იყო ჩემთვის იმ წამს ჩემი ქმრის იქ ყოფნა და თვითონ საერთოდ ემოციების პიკი ქონდა. რომ გავიდა გარეთ არ ვიცი რა ჭირდა, მაგრამ მერე ყველა ცალკე მიყვებოდა მის ემოციებს. ძალიან მაგარი მომენტი იყო რომ დაიბადა. ჭიპლარი ქონდა შემოხვეული და სულ ლურჯი იყო. ეგრევე ტირილი დაიწყო და მაშინ გაიღიმა მგონი გაგუამ პირველად. ეგრევე დამაწვინეს მუცელზე თბილი იყო, რბილი სველი ად სასიამოვნო. კინაღამ გავგიჟდი. უგრძელესი თითები ქონდა და ვეფერებოდით თითებზე. ისეთი ტკბილი იყო ისეთი საყვარელი კინაღამ გავგიჟდი. მერე გადააწვინეს მაგიდაზე და შევხედე მოღუშული წარბები ქონდა და შეწუხებული სახე. ჩემი ქმარი ძლივს გაუშვეს ბლოკიდან აღარ მიდიოდა. რომ გაჩნდა რაღაცას მეუბნებოდა ექთანი არაფერი აღარ მესმოდა. უბედნიერესი მომენტი იყო. კიდევ მინდა თავიდან და თვაიდან რომ გამეორდეს ბერჯერ.
2 საათში გადამიყვანეს პალატაში, 2 საათში ავდექი და წავედი ბავშვის სანახავად. 2 და 800 დაიბადა 48 სმ

. ექიმი მეუბნებოდა ერთი თუ უფრო ადრე დაორსულედი გვიტხარი არავის არ ვეტყვითო. გიგანტური დაიბადა 34 კვირასთან შედარებით ყველაფერი რიგზე ქონდა. ტემპერატურის შენარჩინება უჭირდა და აპარატის ქვეშ იწვა. რომ შევიდოდი და დავინახავდი ეგრევე გული მიჩუყდებოდა და ვტიროდი. ისეთი უსუსური და საყვარელი არსებაა. შაბათს იქ დავრჩი, კვირასაც და ორშაბათს განმოვეწერე. უკვე სახლში ვარ და უბედნუიერესი ვარ.
არ ვიცი ვერ ვწერ არგად ყველაფერს. ალბათ მერე უფრო დავლაგდები და გადმოვცემ. არ გამომდის ისე ყველაფერი როგორ საოცრადაც მოხდა.
საერთოდ მთელი მშობიარობის პროცესი მახსენდება ძალიან კარგად. არ მჯერა ამას რომ ვამბობ. არავითარი ჩაჭრები არ დამჭირდა. მეორე დღეს უკვე ჩვეულებრივად ვიყავი. დანარჩენს გზადაგზა დავწერ.