დავიწყე როგორც იქნა...
ძალიან გადავიღალე ეს დღეები ემოციურადაც და ფიზიკურადაც და სულ ძილი მინდოდა, როგორც დროს ვიხელთებდი უკვე მეძინა, ამიტომ დაგიგვიანეთ ისტორია
ცოტა შორიდან დავიწყებ... წესით 21-დან 23-მდე ველოდებოდი, მაგრამ ნოემბრის დაწყებისთანავე დამეწყო ყრუ ტკივილები, ციკლის წინ რომ იცის ისეთი... რომელიც თანდათან მასიურ ხასიათს იღებდა და დღითიდღე უფრო ძლიერი და ხანგრძლივი ხდებოდა... დამეწყო ლორწოვანი გამონადენიც ანუ ე.წ საცობი ჩამოშორდა საშვილოსნოს ყელს...
3-ში შორენასთან ვიყავი კტგ-ზე... იქიდან გაგუას კლინიკაში გავიარეთ, პაატას ჩემი ანალიზები მივუტანე და გაღიმებულმა განვუცხადე რომ მასთან ვაპრებდი მშობიარობას... გადახედა ანალიზებს და მიმიპატიჟა გასასინჯათ

რომლისაც ასე ეშინიათ ქალებს, მაგრამ რატო ვერ ვხვდები მე... არ მტკენია არცერთხელ(არც წინა მშოიარობისას)... 2 თითზე ხარ გახსნილი და თუ გინდა შემიძლია დღესვე დაგტოვო და გაგაჩენინო, თუ გინდაო... კოტის გადავხედე, თვალები ქონდა ანთებული მოუთმენლობისაგან... აშკარად უნდოდა ბავშვი

...
მაგრამ მე შემეშინდა და ვიუარე
კარგი, მასინ ტკივილი რომ დაგეწყება და დასტაბილურდება მაშინ წამოდი, ან თუ წ###ბს დაღვრი, ეგრევეო...
დავეთანხმე და ბედნიერი იმით რომ არ მტოვებდნენ გამოვიქეცი სასწრაფოდ...
სამშობიაროც კი არ დავათვალიერე ისე
სახლში მოსულს კოტი არ მასვენებდა... მეკითხებოდა ხომ არ მტკიოდა... მე ბედნიერი სახით ვუარობდი...
ბოლოს გამოუცხადე გული მიგრძნობს 5-მდე არაფერი იქნება, ასე რომ დამშვიდდი მეთქი...
მაინც ვერ ისვენებდა

საღამოს გასეირნება მომინდა... ჩავიცვი და... გამოცვივდნენ დეიდაჩემი და ჩემი დედამთილი გულგახეთქილები სად მიდიხართო...
მეთქი სად და სამშობიაროში

სახეები უნდა გენახათ....
სასეირნოთ მივდივართ თქო და ამოისუნთქეს....
ვისეირნეთ ჩვენს საყვარელ ქუჩებში, თან ვიხსენებდით შეყვარებულობის პერიოდს და ვიცინოდით.... სახეში ღამის ნიავი მიბერავდა... კარგი იყო....
სახლისკენ მიმავლებმა "ნიკორაში" შევიარეთ და სოსისი ავიტანეთ... გემრიელად ვივახშმე და აქაც დავწერე ....
ასე დამთავრდა 3 ნოემბერი....
მეორე დღეს ტკივილები მქონდა დილიდან, არასამშობიარო მაგრამ ძლიერი...
გული მიგრძნობდა მალე გავაჩენდი და მინდოდა მომესწრო თორნიკესთვის ველოსიპედის ყიდვა....წავედით მე და კოტი... ბევრი ვიბოდიალეთ ვარჩიეთ ვარჩიეთ და ძლივს ავარჩიეთ ბოლოს... ვიყიდეთ და ბედნიერი სახეებით მოვსეირნობდით, სასაცილო სანახავები ვიყავით ალბათ, მე ორსული და კოტი რომელსაც ეს ველოსიპეტი მოქონდა, მოვდიოდით და მოვსეირნობდით

საბარგულში ჩავდეთ რომ იქ ყოფილიყო სანამ ტუსი 2 არ ინებებდა გამობრძანებას და ძამიკოსთვის სიურპრიზის მოწყობას...
სადარბაზოში ლიფტთან ვიდექით, გაიღო კარი და გამოვიდა.... ნამცხვრებით სავსე დიდი სინი, ის იყო გავიწიე და...გამოყვა გოგო, მერე ბიჭი და მათმა დანახვამ დამაბრუნა რეალობაში

მომინდა ნამცხვარი....
სახლში გიო დაგვხვდა(ჩემი მაზლი) გამიხარდა ძალიან და შევწუწუნე ნამცხვრის ამბავი, ისიც დავაყოლე თუ გავაჩინე დღეს როდისღა შევჭამ ნამცხვარს მეთქი, ორივეს გაეცინა და ერთხმათ მითხრეს წამო ვიყიდოთო....
"ითი"-ში ვიყიდე ბეევრი ნამცხვრები და გული ვიჯერე...
ამასობაში მომემატა ტკივილი... 10-15 წუთიანი ინტერვალები იყო....
წამომცდა და კოტი წამოხტა, წავედითო...
არ გავყევი, ჯერ ადრეა, იქნებ ცრუ განგაშია მეთქი...
დავწექი, ცოტა დასვენება მინდოდა, ვგრძნობდი დამეწყებოდა და მინდოდა ცოტა დასვენებული ვყოფილიყავი...
საღამოს 9საათისთვის კიდევ მომემატა ტკივილები და ინტერვალებმა იკლო... ამას თან სისხლიანი გამონადენი დაერთო და მეთქი მორჩაააა... დაიწყო...
ავდექი, მაკიაჟი შევისწორე, თმაც... ჩანთას გადავხედე, რაღაცეები დავამატე პაატას დაურეკე, თემა გავხსენი და წავედი....
გიოც ჩვენთან ერთათ იყო, გზაში მუსიკებს უსმენდით და ვიცინოდით რაღაცეებზე...
მივედით მალე... ეზოში ბნელოდა და ციოდა, სიცილ-კისკისით ავბარგდით გაგუას კლინიკაში...
პაატა უკვე მოსული დაგვხვდა.... გამსინჯა 2,5 თითზე ხარო...
ოყნა გამიკეთეს... გამოვიცვალე, გადაგვიყვანეს წინასამშობიარო ბლოკში და დაიწყო....
ნელა მემატებოდა ტკივილები... პაატა მოდიოდა და მსინჯავდა... მერე წ###ბი დამაღვრევინა... საათს შევხედე 12 იყო დაწყებული, ნეტა 5-მდე არ გაჩნდეს მეთქი კოტის ვეუბნებოდი
ტკივილი აუტანელი რომ გახდა პაატას დაუძახეთ და გაუტკივარება მოვითხოვე... მოვიდა ანესთეზიოლოგი ზვიად ნოზაძე, ძალიან კარგი პროფესიონალი და ადამიანი, სულ ფერებ-ფერებით და უმტკივნეულოდ გამიკეთა გაუტკივარება...
ტკივილები რომ მომემატა დოზაც დამიმატა, მერე კიდე და მთლიანი დოზა გამიკეთა...
ისევ მტკიოდა მაგრამ ძალიან ასატანი გახდა ტკივილი და ხანმოკლე... რო მომივლიდა ვგრძნობდი როგორ მაწვებოდა ბავშვი და ისეთი გრძნობა მქონდა თითქოს ტუალეტში მინდოდა, კარგათ მახსოვდა რა გრძნობა იყო ეს....
მთელი ამ დროის მანძილზე კოი გვერძე მედგა და ჩემი ხელი ეჭირა, როგორც კი ტკივილი მომივლიდა მისკენ ვიწევდი და ხელს ვუჭერდი....
ძალიან ძალიან მეხმარებოდა... შეიძლება თამამად ითქვას რომ ორივე შვილზე ერთათ "ვიმშობიარეთ"....
პაატა მოვიდა... ვუთხარი სიმპტომები, გამსინჯა და სახეზე ისევ გაოცება დაეტყო, სრული გახსნააო...
თუ გინდა აქ გამშობარებ, თუ გინდა ბლოკშიო... ბლოკი ვარჩიე... მაინც იქ უფრო მობილიზებულები არიან და მზათ აქვთ ყველაფერი მეთქი....
საათს შევხედე, 12 ხდებოდა...
ამაყენეს, ფეხზე ვაპრებდი დადგომას
ერთ მხარეს კოტი, მეორე მხარეს ანესთეზიოლოგი შემიდგა და წამიყვანეს ბლოკში....
სკამზე ავედი.... მერე მახსოვს კოტის ხელი და სახე და პაარას ხმა... გაიჭინთე... მიდი, მიდი მიაწექი...ისუნთქე... შეისვენე... და ყველაფერი ისევ თავიდან... მერე ვიგრძენი ბავშვის თავი და მთელი ძალები მოვიკრიბე რაც გამაჩნდა.... რამდენიმე წამში ანდრია დავინახე....
ჯერ ჰაერში იყო.... ტიროდა... მერე დამაწვინეს გულზე, თბილი იყო, რბილი და სველი, ვიცინოდი ვეფერებოდი და კოტის ვუყურებდი....
უბედნიერესი სახე ქონდა....დასვენებული, რომ ანდრია გაჩნდა კარგათ იყო და ისე არ ვიტანჯეთ როგორც თორნიკეზე....
მერე ანდრია წაიყვანეს, დაბანეს, სეახვიეს და დააწვინეს... კოტი გაუშვეს....
პაატამ ყოჩაღი და გაწონასწორებული გოგო რომ ხარ იმიტო არ ჩაიხიეო, წინა მშობიარობა გამახსენდა... გაიკეთეთ ხალხო გაუტკივარება

არაფერი არაა მშობიარობა გაუტკივარებით....
პირველის თხუთმეტ წუთზე გაჩნდა ანდრია... როგორც გული მიგრძნობდა 5 ნოემბერს....
სახელზე ვიფიქრე ბეევრი, მაგრამ როგორც დავინახე მივხვდი რომ ეს ანდრიაა... ის მოვიდა და ანდრიაა... კოტის სმს-ზე რა დავარქვათო ვუპასუხე ეს ბავშვი ანდრიაა მეთქი

აი ასე ადვილად მოევლინა ამ ქვეყანას ჩემი კიდევ ერთი ბედნიერება, რომელსაც ჯერ კიდევ უდის ის სათუთი და ჩემთვის ასე ძვირფასი სუნი, რომელიც არასოდეს დამავიწყდება....
უუF რამდენი ვიბოდიალე....
ყველას ვინც ელოდებით ჩემსავით ადვილ და სწრაფ მშობიარობას გისურვებთ... მისვლიდან სამ საათში გავაჩინე