რას მოვესწარი,ამ თემაშიც ვწერ...
მოკლედ,19ში მთელი დღე ვიჯექი სახლში,მაგარი გაციებული ვიყავი და ყელი მტკიოდა,ხოდა ვიჯექი და ვპოსტავდი ფორუმზე. დავწერე კიდევაც,რომ ღვინო მომინდა ძალიან და გოგოებმა მითხრეს დალიე და თან გაემზადეო.
კიდევ კარგი,ჩანთა უკვე მზად მქონდა ყოველი შემთხვევისთვის.
20ში დიდი გეგმები მქონდა. ჯერ ჩემს ექიმთან უნდა წავსულიყავი ასე ვთქვათ ბოლო ვიზიტზე,მერე „ჩაჩავაში“ მივდიოდი ორსუთა სკოლის მორიგ სემინარზე. სემინარის თემა – „მშობიარობა“.

ხოდა,დილის 8 საათზე წ###ბი დავღვარე,მაგრამ ბოლომდე მაინც ვერ აღვიქვი,რომ იწყებოდა. არაფერი მტკიოდა და...
გავაღვიძე დედაჩემი და ჩემი ქმარი,დავრეკე შორენესთან და მოვედეთქო ვეკითხები,ანალიზები რომ გვაქვს ჩამოსაწერითქო. სად უნდა მოხვიდეო,წადი სამშობიაროშიო. და მოკლედ წავედით.
არავისთვის დაგვირეკავს საერთოდ. არც ერთი ახლობლისთვის და ნათესავისთვის. არა მიყვარს რა ეს ფანჯრების ქვევით მდგარი ნათესავების ხორხოცი და მომკალით.
რომ მივედით ექიმმა თქვა შენს გასინჯვას ეხლა აზრი არ აქვსო ,დაგაწვენთ პალატაში და დავიცადოთო. შემოყვანეს პალატაში,ამოვალაგე ჩემი ბარგი და დავიწყე დაცდა. თან ის ფურცელი ამოვიღე სადაც სუნთქვითი ვარჯიშები მეწერა და გადამეორება დავიწყე.გამიხარდა რომ დამტოვეს,ბოლომდე მეგონა,რომ სახლში გამიშვებდნენ.
დედაჩემიც ჩემთან იყო პალატაში და ჩემი ქმარიც. ბებიაქალიც სულ შემოდიოდა და მეკითხებოდა რამდენ წუთში ერთხელ მქონდა ტკივილები და რამდენ წამს გრძელდებოდა.
ასე 12 ზე გამსინჯა ექიმმა.ვერ ვიტყვი,რომ მტკივნეული იყო,უბრალოდ ძალიან არასასიმოვნო.

მითხრა 6 საათამდე ვიცდით და თუ არაფერი იქნება მერე ზომებს მივმართავთო.
ამის შემდეგ ლაითი ტკივილები დამეწყო,აი თითქოს მენსტრუაციის მოსვლის წინ რომ იცის მოვლითი ტკივილები ისეთი.
მეც ვიწექი და ვცდილობდი მოდუნებას თან tuta-tuta -ზე და addicted–ზე ვფიქრობდი. მეთქი მაგათ ხომ ჰქონდათ იოლი მშობიარობა,ხოდა ე.ი. რეალურია მასეთი რაღაც და მეც შეიძლება მასე მქონდესთქო.

მინდა აქვე ვთქვა,რომ ძალიან დამეხმარა ის სემინარები რომლებზეც ვიარე „ჩაჩავაში“. ყველა მომავალ დედიკოს გირჩევთ. მე მგონი მაგის დამსახურებაა შიშები რომ არ მქონდა. იმდენად ხშირად გვაკეთებინებდნენ „რეპეტიციას“ თუ როგორი იქნებოდა შეტევები,როგორ უნდა გვესუნთქა ამ დროს და რამდენ წამიანი იქნებოდა,რომ რეალურად რომ დამეწყო,ისეთი შეგრძნება მქონდა თითქოს უკვე ნაცნობ სიტუაციაში ვიყავი. თან რაც უფრო მატულობს ეს ტკივილი პანიკაში კი არ ვარდები,თითქოს გიხარია,რომ პროცესი ჩქარდება და მალე მორჩება ყველაფერი.თან ისიც იცი,რატომ არ უნდა ჩავარდე პანიკაში და თავს კონტროლს უწევ...
მოკლედ, 6ზე ისევ გამსინჯა ექიმა და ჩამიდო უკვე რაღაც აბი. როგორც მივხვდი დამაჩქარებლის მაგვარი რაღაც. ამის შემდეგ პროცესი საგრძნობლად დაჩქარდა.
ცოტა ხანში გადამიყვანეს წინასამშობიარო ბლოკში.დედაჩემიც გამომყვა. ქმარი პალატში დავტოვე.
უკვე ვგრძნობდი,რომ სერიოზული ტკივილები მეწყებოდა. ექიმმა ისევ გამსინჯა და გაუკვირდა 3 თითზეა და ამის ხმა არ გამიგიაო. :ამაყისმალიკი:
გამიკეთეს გაუტკივარება. დაილოცოს მაგის მომგონი!!!
ისეთი კაიფი იყო (სხვა სიტყვას ვერ ვიხმარ), ისეთი შვება. როგორც ეხლა ვხვდები,ყველაზე კრიტიკულ მომენტს და გაუსაძლის ტკივილებს გატანინებს.
სადღაც 2 საათი ეგრე ვიწექი ბედნიერი. ბებია ქალი მეუბნებოდა რომ აწი უკვე საერთოდ ვერაფერს ვეღარ იგრძნობ ისე იმშობიარებო,მაგრამ ეგრევე Doloress–ი გამახსენდა და ვიფიქრე მთლად მასეც არ იქნება ეხლა შენ რომ ამბობთქო

(მართალიც გამოვდექი).
ისე,ამ გაგანია პროცესის დროს სიგიჟემდე მომინდა ფეხების ტერფების მასაჟი. აი თურმე რატომ უნდა გყავდეს ვინმე შინაური იქ. აბა ეხლა დედაჩემი რომ არ მყოლოდა,ვის მოვთხოვდი ფეხის ტერფის მასაჟი გამიკეთეთთქო.
მერე დამეწყო ისეთი შტევებიიიიიი.
გადამიყვანეს ბლოკში. ისევ გამსინჯა ექიმმა და არაა ჯერ ჩამოსული ნაყოფიო. აი აქ უკვე დამცხა. მეთქი დამიმატეთ მაშინ გაუტკივარება. იფიქრეს,იმსჯელეს და დამიმატეს,მაგრამ თან რაღაც დამჩქარებლიც მიაყოლეს.
მე პრინციპში არ ვიყავი წინააღმდეგი, პირიქით უკვე მინდოდა მალე დამთავრებული ეს ყველაფერი.
ეს ჩემი წვალება გაგრძელდა კიდევ ალბათ 30 წუთი,პერიოდულად ბებია ქალი მაჭინთებდა.
რაღაც მომენტში ექიმმა დაიძახა გადაიყვანეთო. დამაწვინეს და უცბათ ბლოკში შემოლაგდა ერთი 10 ადამიანი. ექთნები,სანიტრები,პედიატრი...
ვიცოდი,რომ უნდა დამეჯერებინა ბებია ქალისთვის ჩახევები რომ არ მქონოდა და რაღაცნაირად მობილიზებული ვიყავი.
ჭინთვების დროს ერთი 10ჯერ ეს ამხელა კაცი (ექიმი) ისე დამაწვა ამ მუცელზე,რომ მეგონა გადავსკდებოდი სადაცაა. მაგრამ გაჭრა მაგან და მალევე, 2:30–ზე გმოძვრა პატარა ნიკუშა.
დედაჩემი გავიდა და ჩემს ქმარს დაუძახა.
ბავშვს სანამ აწესრიგბდნენ,პირველი რაც ვიკითხე ჩახევები თუ მაქვსთქო (ისე მეშინოდა ამ ჩახევების და მერე ნაკერების დადების

) და რომ მითხრა ერთი ნაკაწრიც არ გაქვსო რამის გადმოვხტი სიხარულისგან იმ მაგიდიდან...
სასწაულ შვებას გრძნობ თურმე როცა ბავშვი ჩდება. ეგრევე გეხსნება ტკივილი,დაღლა. თითქოს არც არაფერი ყოფილა. კი არა და მე ისეთი მოზღვავება მქონდა ენერგიის,რომ უკვე პალატაში გავრბოდი. მაგრამ არაო, 2 საათი აქ იწექიო.
ერთი სული მქონდა პალატაში როდის გამიშვებდნენ. საერთოდ ვერ დავიძინე იმ ღამით ისეთი აჟტირებული და გახარებული ვიყავი.
რა ვიცი აბა,რაღა დავწერო მეტი...
მიუხედავად იმისა,რომ ასე დიდხანს გაგრძელდა პროცესი,მაინც ვთვლი რომ ძალიან კარგად ჩაიარა ყველაფერმა!
ვაი,ეს რამდენი დამიწერია...
პ.ს. კიდევ ერთხელ მინდა მადლობა გითხრათ ყველას მხარდაჭერისთვის და თბილი სიტყვებისთვის.
რომ მოვედი და 10 გვერდიანი თემა დავინახე საოცრად მესიამოვნა და გამიხარდა.
This post has been edited by aduala on 25 Jan 2010, 21:17
Невозможно - это всего лишь громкое слово, за которое прячутся маленькие люди. Им проще жить в привычном мире, чем найти в себе силы его поменять.
Невозможно - это не факт, это только мнение.
Невозможно - это не приговор, это вызов.
Невозможно - это не навсегда.
Невозможное - возможно!