მე არ მაწერია მშობიარობის მოგონებები
და ეხლა ვწერ ერთი წლის თავზე
ზუსტად ამ დროს დამეწყო ტკივილები. 12 საათზე ვიყავი ექიმთან 4 კვირის და 2 დღის .გამსინჯა აგინალურად და ნახა რომ ბუშტი გამობერილი იყო
რაც იმას იუწყებოდა რომ დამეწყებოდა რამოდენიმე საათში
წამოვედი ცოტა მეშინოდა. გულის გადასაყოლებლად შოოლადები ვაყიდინე დათოს გზაშა და ქინდერის კვერცხები
აფთიაქში ლიფი და ბანდაჟი ვიყიდეთ და მოვედით
მე დავწექი სასწრაფოდ იქნებ არ დამეწყოსთქო

დავიდე ეს ქინდერები და ვხსნიდი (ამ დროს წესით დიეტაზე უნდა ვყოფილიყავი მაგრამ ვიფიქრე რომ მოვკვდე მერე როგორ შევჭამთქო და დავაყუმბარე )
დათო თავზე მედგა
ეს უფრო მაფორიაქებდა
ვაგდებდი წადი სამსახურშითქო და არ მიდიოდა
ცოტახანში დამეწყო წელის გაკვრა ინტერვალებით
მერე გადავიდა მუცლის დაბლა
დათოს არ ვეუბნები რათქმაინდა თორემ გამაქანებდა
ეჰ მივხვდი რაშიც იყო საქმე და ავდექი და მოვწესრიგდი
ჩემოდანი თავიდან ამოვიღე და ჩავდე
აბაზანაში შევედი
დათოს საროჩკები გაუმზადე
მერე დავჯექი მანიკურ პედიკური გავიკეთე სამ სამი ფენა კვასკვასა წითელი

ამასობაში მემატებოდა
ესე გავიდა მთელი დღე და მე ცოცხალი თავით არ ვინძრეოდი

მერე ვიფიქე ამაღამ დავიძინო ჯობია და ხვალ გავაჩენ თქო :მე ვინ მეკითხებოდა: ექიმს დაურეე და რამე ისეთი რომ დავლიო მითხარი რო გაიწელოს ტკივილებითქო
და გავაგზავნე დათო აფთიაქში მე ვიწექი ამ დროს და უცებ მუცელში ხმა მესმის
ბლუყ ვაიმეეე ბუშტი გასკდა ჩავილაპარაკე
ავდექი და მართლაც

აი აქედან დამეწყო საშინელი ტკივილი რა მექნა არ ვიცოდი მარტო ვიყავი დავიწყე ტირილი ვეცი წიგნს(ორსულებისთვს და მშობლებისტის რომ არის სულაკაურის გამოცემა) და დავიწყე ვარჯიში

შევჯექი ბურთზე და შეუდექი საქმეს თან ვტიროდი
ამ დროს დათოც მოვიდა ამაგდო ბურთიდან და წამაპორწიალა
მივედით მიმღებში 1 ნახევარზე ვიყავი გახსნილი
მომიტანეს ერთი ბანკა აცეტონი და წაიშორე როგორც წაისვიო
აუუ 1 საათი ამას ვიშორებდი

მერე დათოს კითხეს აყვებიოო და კიო გააგზავნეს ხალათზე და მე მართო ავედი
მომათავსეს ოთახში მოვიდა დათოც გაბანტული ექიმი მეგონა ვერ ვიცანი
აქ დავყავით 3 საათი დათო რომ არა მე ვერ გავძლებდი
გაუტკივარებაც არ გამიკეთებია
მერე დედა მოვითხოვე ფანჯარასთან მოვიდა ტკივილის შუალედში გადავიხედე გაუცინე არ მტკივათქო უთხარი კარგად ვართქო და გაუშვი
რომ მოვტრიალდი ერთი კარგად შევკივლე
3 საათზე ამიყვანეს სკამზე და 15 ჭუთში გამოვარდა ლურჯი ანო
ვაიმე რას გავდა
დამაწვინეს გულზე რა დღეშიიყო კინაღამ გადმოხტა ეცა ძუძუს თავისით და წოვდა
დამაჟრიალა ტანში

ესეც ჩვეი ისტორიაა
ეხლა ანასტასია დიდი გოგოა ხვალ ერთი წლის ხდება
ბედნიერებაა ამის ყურება მე ვთვლი რომ ღირდა ის ყველაფერი რაც გადავიტანე ამის გულისთვის