კიდევ ერთი ნაწყვეტი ჩემი სასიამოვნო მოგონებებიდან:
ხრაშუნა ყვავილები
. . . მართალი გითხრათ, ეს ნამცხვარი განსაკუთრებით მიყვარს. სანამ მოვამზადებდით მე და ელენე, რამდენიმე წელი «ვუტრიალეთ» მის რეცეპტს, ელენეს ძალიან უნდოდა გაკეთება, მე კი ვიცოდი, რომ არ შეჭამდა და ტყუილად უნდა მეწვალა, მაგრამ ბოლოს ჩემი გულიც «მოალბო» . .
თუმცა, მეორე უფრო დიდი მიზეზი მქონდა ელენე მესიამოვნებინა – სულ მალე მიას დაბადებას ველოდებოდით და ვიცოდი, რომ ელენი, გარკვეულად, ყურადღების გარეშე დამრჩებოდა . .
ერთი სიტყვით, შაბათი გათენდა და ჩვეულებრივი «შოპინგის» დილაც დადგა. ჯერ სპეციალურ და «დახურულ» მაღაზიაში წავედით სადაც საჭრელი ფორმები მეგულებოდა. იქედან, კიდევ რამდენიმე სასურსათოში შევიარეთ და სახლში სადილობისას მოვედით. სადღაც 4 საათი იქნებოდა, რომ მივხვდი – ჯობდა სამზარეულოში შევსულიყავი და ნამცხვრის კეთება დამეწყო, თუ მინდოდა მიას ატირებამდე მომესწრო.
აი, ასე გაჩდნენ ეს ყვავილები და მია ჩვენს ცხოვრებაში. ნამცხვრის გამოცხობაც მოვასწარი და გასინჯვაც, თუმცა რა გემო ქონდა უკვე ვეღარ ვხვდებოდი, ჩემი ფიქრები სულ სხვაგან იყო . . რამდენიმე საათში მიაც ჩავიხუტე გულში . .
ამიერიდან ორი ქალიშვილი მეყოლებოდა, ორივე უსაზღვროდ ტკბილი და ისევე განსხვავებული ერთმანეთისგან, როგორც ამ ყვავილების ფერები . . .
ამის რეცეპტი და სურატები კი იხილეთ აქ:
ხრაშუნა ყვავილები
www.perfectcook.org -კულინარიული ინტერნეტ-გამოცემა ქართულად; ქართული და უცხოური კერძები - სურათებით; კულინარიული მოგზაურობა და პროდუქტების მიმოხილვა; კონკურსი - მრავალი პრიზით და Peppi-ის ბლოგი . . .