როგორც იქნა მოვედი ამ თემაში off-ის გარეშე

მოკლედ, როგორც მოგეხსენებათ, 27-ში დილით სისხლიანი გამონადენი მქონდა სცობის დაშლის გამო.
ნანა მიქავამ (ჩემი მეანი), მიდი სამშობიაროში, გაგსინჯავენ და თუ რამეა მოვალო. 3 სანტიმეტრი იყო გახსნა და პეტრე ლომაიამ მითხრა, ორშაბათამდე რამე იქნებაო და გამომიშვა სახლში.
მაგარი გაცოფებული ვიყავი, 2 დღე რომ განწყობით მივდიოდი და უკან მაბრუნებდნენ.
საღამოს დამეწყო მოვლითი ტკივილები, მაგრამ ინტერვალები არეული იყო.
ღამისკენ უფრო გაძლიერდა ისე, რომ ვერ ვახერხებდი დაძინებას. რადა ვიცოდი რომ ძალების მოკრება მჭირდება მშობიარობისთვის.
როცა მივხვდი, რომ გამორიცხული იყო დაძინება დავურეკე ნანას, რა ვქნა მეთქი, არ მაძინებს. ნანამ წავედით სამშობიაროშიო .
ყველაფერი ჩალაგებული იყო, გიორგის დავურეკე, მეთქი გამოდი მივდივართ.
ხო იქ მერე სანამ ნანას სახლამდე მივედით "პროწივზე" სიარული და პატრულთან ურთიერთობა არაა საინტერესო

სამშობიაროში მისვლისთნავე ნანამ გამსინჯა და 4 სანტიმეტრიო. ანუ დილოდან მხოლოდ ერთით გაიხსნა

გამოვიცვლე, გავემზადე და გამამწესეს ბლოკში. ტკივილები მაგრად მომემატა. ისე, რომ ვერ ვიწექი. დერეფანში დავდიოდით მე და დედაჩემი. საშინალდ ვგრძნობდი თავს: ძალიან მცხელოდა, ჰაერი არ მყოფნიდა, წელი მტკიოდა მაგრად და საშინლად მეძინებოდა.
ნანა პერიოდულად რეკავდა მორიგე ექთანთან ბლოკში ჩემი მდგომარეობის გასაგებად. 7ზე უნდა ამოსულიყო და გავესინჯე. უკვე ძალიან მტკიოდა და უნდა მეთქვა გაუტკივრება მინდა მეთქი. 7ზე დარეკა ნანამ. მაგ დროს დერეფანში დავდიოდით. იმ ექთანმა რატომღაც ნანას უთხრა: კარგად არის, არ ტკივა, შეგიძლიათ არ ამოხვიდეთო. გადავირიე, მეთქი რატომ უთხარი ასე. აბა შენ ტკივილის არაფერი გეტყობაო. ანუ რადგან არ ვკიოდი, არ ვწიოდი და არ ვტიროდი- არ მტკიოდა

ეგრევე დავურეკე ნანას ამოდით მეთქი, იმ ექთანს არც უკითხავს როგორ ვარ მეთქი.
ამოვიდა გამსინჯა, სხვათაშორის უკვე მეტკინა, 5 სანტიმეტრიო. ძალიან კუს ნაბიჟებით მივდივართო და გამოიძახა ანეთეზიოლოგი.
უკვე ძალიან ცუდად ვიყავი. ტკივილებს შორის ინტერვალში თუ გამიკეთებ კარგს იზამ, თორემ თუ მომიარა ვერ გავჩერდები მეთქი. მოკლედ როგორღაც დამაფიქსირა ერთმა და მეორემ ჩამიდგა კათეტერი. შეუშვეს წამალი და როგორც იქნა შევძელი 2 საათი დაძინება. 10-ზე გამსინჯა ნანამ და უკვე გადაწყდა დამაჩქარებელი. წ###ბი დამაღვრევინეს ხოდა ვიწექი და მისხამდნენ ზურგში გამაყუჩებელს, ხელში ოქსიტოცინს

მაინც ნელა ვიხსნებოდი და ტკივილის შეგრძნება დამიბრუნდა. ადგომა მინდოდა და სიარული ამ ტკივილების დროს, მაგრამ არ შეიძლებოდა. ვიწექი და ვიტანჯებოდი. მაკანკალებდა, ჰაერი არ მყოფნიდა.
მშობიარეების კივილი არ თავდებოდა. ყველამ იმშობიარა, ვინც ჩემს მერე და ჩემამდე მოიყვანეს. საზარელი ხმები მესმოდა

ისედაც არ ვყვიროდი და ამათი რომ მესმოდა უფრო მეკარგებოდა ხმის ამოღების სურვილი.
საბოლოო ჯამში პეტრე ლომაია დაიღალა ჩემი ტანჯვით და ხელით გამხსნა ბოლომდე

კოშმარი იყო, საშინლად მეტკინა

სამაგიეროდ ძალიან მალე დამეწყო ჭინთვები და ამოვისუნთქე.
მაგარი დაღლილი ვიყავი, მეგონა ვერაფერს ვიზამდი ჭინთვების დროს, მაგრამ როგორღაც ბოლო ძალები მოვიკრიბე და გამოძვრა ჩემი 3400-ინი დ 50 სანტიმეტრიანი გოჭი მოხარშული ფეხებით და ხელებით.
მართლა გადაწონა მთელი 12 საათის ტკივილები იმ შეგრძნებამ, რომ რაღაც შენი გადევს მკერდზე

აი ასეთი სტრაშილკა იყო რომ გაჩნდა

This post has been edited by Nightmare_Industries on 4 Mar 2010, 15:51
Many people are alive only because it's illegal to shoot them.