აი მეც მოვედი.
მენზის მიხესვით 40 კვირას გადავცდი და რომ არ დამეწყო მივედი გაგუაში პაატასათან,
არ ვაპირებდი ვინმეს აყვანას და არც არავინ ამიყვანია.
მივედი ავიღე ქვითარი პაატასთან კონსულტაცია მინდათქო.
პაატამ გამსინჯა და ყელი არ არის ჯერ ჩამოსული და თუ 25 მდე არ დაგეწყო მოდი და დავაჩქაროთო.
25ში წავედი ჯერ ეხო გადავიღე იუნონაში.
მანამდე ყველა ეხოს მონაცემით თუ 41 კვირის ვიყავი ბოლო ეხომ მითხრა 40 კვირის გახდი დღესო.
და დედლაინი 1 აპრილიაო, თუმცაღა ადრე დედალინი 25მარტი, ან 23 მარტი, და 19 მარტი იყო.
დავიბენი.
მივედი პაატასთან და ბარემ რახან ეხომ 1 აპრილი გითხრა და ყელიც კიდევ არ ჩამოსულა 30დე ვაცადოთ და 30 ში მოდი ბარგი-ბარხანითო. ისე შაბათს ჩემი მორიგეობაა და თუ დაგეწყო აქ ვარ და ყველაფერში დაგეხმარებიო.
26 ში დედაჩემის დაბადებისდღე იყო.
საღამ,ოს საჩუქრის საყიდლად წავედი, რედაქციასთან მიწისქვეშაში ჩავდივარ და უპს.... წყალი ჩამომდის, სისველეს ვგრძნობ.
ერთადერთი რაც ვიფიქრე მოვასწრო დაბადებისდღის მილოცვათქო.
მეგობართან ერთად ვიყავი. ჩავედით რუსთაველზე თურქული ტორტი ვიყიდე მივარდი სახლში წამოვყარე ქმარ-შვილი და წავედით დაბადებისდღეზე.
აზრზე არ არის არავინ პირველი წ###ბი თუ დაღვრილი მაქვს.
კარგად მოვილხინეთ.
სტუმრები არ გვყავდა მარტო ოჯახისწევრები ვიყავით.
ძალიან ყრუდ რაღაც მაწუხებდა.
წავედი ვიბანავე, მოვწესრიგდი და ავყარე ქმარ-შვილი წავედით სახლშითქო.
დავიძინეთ.
მთელი ღამე მიგვრემდა მუველი საცობი ჩამომივიდა . წითელი იყო სისხლიანი და ცოტა კი შემეშინდა მაგრამ ხმა მაინც არ ამოვიღე.
გათენდა ავდექი და დამეწყო წ###ბი. ბლომად დავღვარე.
გავაღვიძე ქმარი. წამოხტა წავედითო და მოიცა სად გეჩქარებათქო,
ტკივილები საერთოდ არ მქონდა და ჯერ ვიცოდი რომ არ ვიქნებოდი გახსნილი. იქ ყოფნას სახლში ყოფნა მერჩივნა.
ყავა მივირთვი, შოკოლადი მივაყოლე მოვემზადე და წავედით.
რო მივდეით 11 საათი იყო დაწყებული, შაბათი დღე იყო და პაატას მორიგეობა იწყებოდა.
დამინახა და გაეცინა. მოხვედიო

გამსინჯა და სახე შეეცვალა. 2 ტითნახევარზე ხარ გახსნილი მაგრამ ყელი არ არის დამოკლებული და ზევით არისო, თუ კარგად დაგვიჯერებ პრობლემა არ იქნებაო, შემეშინდა მაგრად.
დიდხანს არ დამეწყო ტკივილები.
რამდენი გამსინჯეს 2 თითნახევარზე ხარო მეძახეს,
პაატამ ეხლა წვეთოვანს დაგიდგამო რომ შემატყო ვნერვიულობდი,
წვეთოვანს მალოდინა 1 საათი (მომატყუა შეგნებულად) და ამასობაში თავისით დამეწყო ტკივილები. ჭინთვები კიდევ არ ჩანდა. გამსინჯეს და ვენაში ანტიბიოტიკი გამიკეთეს ვერ გავიგე ზუსტად რატომ მითხრეს მაგრამ მტკიოდა ძალიან და ვერ აღვიქვი რა მითხრეს.
მე მაია ფალავანდიშვილის პაცვიენტად გამამწესეს.
ჭინთვები რომ დამეწყო გადგიყვანო ბლოკში თუ აქ გააჩენო. ბლოკში მირჩევნია თქო და გადავედით ბლოკში.
ყელი კიდევ არ იყო დამოკლებული. აბა შენ იცი შენი იმედი გვაქვსო. პაატა თავზე დამადგა.
როდის როგორ უნდა გავჭინთულიყვანი მ,ეხმარებოდა. სად უნდა ჩამესუნთქა და ამომესუნთა და სუნთქვის ვარჯიშებით ჩამომაყვანინა ყელი.
ორივე ექიმმა ისე იყოჩაღა რომ 4200კგ ბავშვი მარტო ერთი პატარა ნახეთქით გავაჩინე.
მაგრამ სამაგიეროდ მერე შიგნით პირველ ბავშვზე რომ ნაკერები მქონდა იმათზე მქონია ჩირქის ფისტულები და მაიამ ისინი ამომაჭრა და მერე დამადო ბლომად ლატკები

მოკლედ ნაკერები მაინც ბლომად მაქვს
+1000000000000000000000000000000000000000000000000000000000000000000000000000000
ქულა გაგუას ექიმებს.
მართალია ძალიან არ მომეწონა მომსახურე პერსონალი, და საშინელი საწოლი იყო, მაგრამ ექიმები იმდენად კარგები იყვნენ და პალატაში ისეთ კარგ გოგოსთან ერთად ვიყავი რომ უკმაყოფილო არ წამოვსულვარ.
რაც ყველაზე მთავარია სამშობიაროში ერთად ვიყავით მე და 15steps გვერდით პალატაში იყო. ძალიან საყვარელი გოგოა ნინო და ძალიან მიხარია რომ ერთად ვიყავით, იმდენი ვიძახე ვახანგურად უნდა გავაჩინოთ თქო რომ მაინც ერთად მოვხვდით.