* * *
სანდროს ძინავს და მეც ცოტა აზრზე მოვედი აღარ ვარ მთვარეულივით

შემიძლია დავწერო მოკლედ

მოემზადეთ გოგოებო მომავალო დედებო ვისაც უფრო მეტად გაინტერესებთ მშობიარობის ამბები ...
23ში მქონდა დედლაინი 2 დღე რომ გადაცდა წავედით გაგუაში თან დაბარებული ვიყავი 25ში მოდიო დათომ.
მივედი პირველის ნახევარზე, არაფერი მტკიოდა, ვიფიქრე სახლში დავრუნდებოდი ისევ, მაგრამ რომ გამსინჯა 2 თითზე ვიყავი გახსნილი და მიმღებში წადიო მითხრა
დამაწვინეს და წ###ბი დამაღვრევინეს ,სხვათაშორის არ მეშინოდა არაფრის, მზად ვიყავი ყველაფრისთვის ძალები მოვიკრიბე და ლოცვებს ვამბობდი გულში სულ.
იქ ახლობელი მყავდა გინეკლოგი მაია და მეხმარებოდა ყველანაირად ქმარიც კი შემოიყვანა როცა კარანტინი იყო და არავის არ უშვებდნენ .
უფრო კარგი გარემო შეიქმნა ჩემთვის მშვიდად ვიყავი და ყველფერს ვაანალიზებდი რომ მალე ბავშვი უნდა მყოლოდა ვფიქრობდი დადებითზე და მიხაროდა
თავიდანვე მქონდა გაუტკივარება გადაწყვეტილი და არავითარ შემთხვევაში არ გადავიფიქრებდი, იქ გოგოები უძლებდნენ არ გვინდაო და ბოლოს რომ დაერხათ ბოლო ხმაზე კიოდნენ..... მინდოდა ეხლა მე წამება და ტკივილი კარგ ხასიათზე მყოფს?
3 საათის მერე მაიამ გამსინჯა მეორეჯერ და 2 თითნახევარზე ვიყავი და გაგუაც შემოვიდა წვეთოვანი დაუდგითო ოქსიტოცინი

რომლისაც ყველაზე ძალიან მეშინოდა მაგრამ არ ყოფილა ისეთი მე რომ მეგონა,
ძლივს ამტკივდა მუცელი სულ მეკითხებოდნენ კიდე არ გტკივაო. და ტკივილმა იმატა დროთა განმავლობაში..დამაჩქარებელთან ერთად
კარგად რომ ამტკივდა სუნთქვით ვარეგულირებდი , დამიმატეს და დამიმატეს დამაჩქარებელი და მეც ვუძლებდი ,
გამსინჯა კიდე და სამ თითზე ვიყავი გახსნილი სადღაც 7 იყო დაწყებული , დამცხა და ფანჯარა გამოვაღებინე ჰაერმა ისე მიშველა უფრო კარგად ვსუნთქავდი და ვფიქრობდი რომ უკვე გაუტკივარების დრო იყო..
მოვითხოვე ანესთეზიოლოგი და დამარჭო ნემსიც მეც წამოვგორდი და ამოვისუთქე რადგან არ მინდოდა დავღლილიყავი,
და მინდოდა ბოლოს ძალა მქონოდა რომ კარგად დამესრულებინა ჩემი ვალი!!
შემოვიდა გაგუა და თავი ჩამოსულია სრული გახსნააო და წავედით ბლოკშიოოოოოოოოოოო
მეც გამიხარდა და წამოვფრინდი

გავედით ბლოკში და დაიწყო ჩაისუნთქე ამოისუნთქე , ხო კარგია და ა. შ.
მეც ვასრულებდი როგორც შემეძლო თუმცა ბოლოს გაუკვირდათ რადგან კარგად ვიჭინთებოდი და ბავშვიც თითქმის გამოსული იყო მაგრამ ვერ გამოდიოდა

და აღარ შეიძლებოდა ესე გაგრძელება ბავშვის გამო , ამიტომ ჩაჭრა დამჭირდა და და დაიბადა კიდეც ჩემი სანდრო გულზე დამაწვინეს და ხელზე მოვეფერე მიყვარდა ძალიან ......4 და 54 სმ

... ყველაფერი მალე დამთავრდა ბლოკში შეყვანიდან 15 20 წუთში გააჩინეო მითხრეს...
აი მუცელზე დაწოლები ცუდად მახსენდება ძალიან მტკიოდა და ვეღარ ვიჭინთებოდი მეყვირებოდა მარტო და ამიტომ მაქვს 4 ნაკერიც
მადლობელი ვარ მაიკო ბერუკაშივლის და გაგუასი ძალიან. ყველაფერი კარგად დამთავრდა..
მერე ორ დღეში ალგულგამაც იმშობიარა და გვერძე პალატაში დააწვინეს .მაინც დავამთხვიეთ ერთად ყოფნა კლინიკაში,

ყველა გულშემატკივარს დიდი მადლობა. გამიხარდა თემა რომ დამხვდა
თუ რამე გაუგებრად დავწერე მაპატიეთ დღეს ამიმუშავდა გონება ისეთი გათიშული ვიყავი
:war
This post has been edited by 15steps on 3 Apr 2010, 20:05