EXHALATING6 კვირამდეც არ მივსულვარ. რომ გავიგე რომ ორსულად ვიყავი ერთ კვირაში მომეშალა.
გამოფხეკვა არ დამჭირდა საბედნიეროდ. თვითონ ჩამოვიდა. ძაან ბევრს დავდიოდი მერე, მეშინოდა გამოფხეკვის და ვამოწმებდი ეხოზე და ჩამოვიდა თვითონ. მერე მენსტრუაციაც დამეწყო. ჩემი მოშლა ყვითელი სხეულის ნაკლებობის ბრალი იყო. მაშინ არაფრის აზრზე არ ვიყავი. წელიც მტკიოდა მუცელიც მაგრამ ყირადღებას არ ვაქცევდი, რომ მივაქციე უკვე გვიანი იყო და შედეგად ჩამოიშალა. მერე ანალიზები გავიკეთე და მგონი რაღაც ვირუსები აღნომაჩნდა არ მახსოვს ზუსტად.
ჩემი აზრით უნდა გაარკვიო რის გამო მოგეშალა. შემდეგი ორსულობისთვის დაგჭირდება. მე მაგალითად გავიგე თუ არა რომ ორსულად ვიყავი შევჯექი უტროჟესტანზე და ძლივს დავანებე თავი. მეორეს ძაან ვუფრთხილდები. ეხლა კი ვარ 5 თვის, მე-6 დავიწყე და თავითაა ჩარჭობილი გამზადებული გამოსასვლელად. გული გამიხეთქა ორი დღის წინ.
ხო, თემას გადავუხვიე. გართულებები ემოციურ-ფსიქოლოგიური ფონის გარდა არ მქონია. მერე კისტა მქონდა საჯკვერცხეზე მაგის ოპერაცია გავიკეთე ბარემ და 6 თვე აკრძალული მქონდა დაორსულება და 5 თვე მოვიცადე. მე-6 თვეს უკვე ორსულად ვიყავი.
ისე, ამბობენ. რომ თუ მოსაშლელია მოიშლებაო. ერთ ჩემს ახლობელს სულ ძალით ნემსებით შეუნარჩუნეს პირველი და მერე მაინც აბორტი მოუწია, იმიტომ რომ ბავშვი კი შერჩა, მაგრამ განუვითარებელი იყო

. მე იმას კი არ ვამბობ, რომ არ უნდა მიხედო. კი უნდა მიხედო, მაგრამ ამის მიუხედავად, თუ მოგეშლება, ესე იგი ასე უნდა მომხდარიყო.
მოკლედ, თუ რამე დაგანინტერესებს მზად ვარ გიპასუხო

წარმატებებს გისურვებ და დაწერე მერე ექიმი რას გეტყვის. შეიძლება ცოტა ხანი აგიკრძალოს დაორსულეა. გგულშემატკივრობ იცოდე!!