turn_offცაწკალო შენა

ნუ გეშინია, ყველაფერი დალაგდება ნელ ნელა.
მე ძაან გამიმართლა, პირველი ერთი კვირა მარტო ვიყავი, დედაჩემი იყო ჩემთან, მთავარი "ჭკუის დამრიგებელი", ანუ პედიატრი დედამთილი, რომლის იმედიც მქონდა მთელი ორსულობა და რომელიც, აღმოჩნდა, რომ სულ არ მჭირდება ბავშვის გაზრდაში, სოფელში წავიდა 1 კვირით

თუ რამე მაინტერესებდა, ტელეფონზე ვურეკავდი და სრულიად საკმარისი იყო ასე დისტანციური კოსნულტაცია,
ყველაზე მეტად რისიც მეშინოდა, ბავშვს ვერ მოვუვლი თქო, არ გამართლდა, გადასარევად ვუვლი პირველივე დღიდან,
დედაჩემს არ ვაკარებ არაფერზე,
ეს ძაან მომეხმარა, რომ მეც შენსავით დეპრესია არ ავიკიდე,
შენების ადგილას წარმოიდგინე თავი,
მე შენი ტოლი და მყავს და სულ თავზე ხელის გადასმით ველაპარაკები, მეც და ოჯახის ყველა წევრიც,
ეხლა იმას რომ შვილი ყავდეს, ყველას ექნება განწყობა, რომ "ეს თვითონ ბავშვია, ბავშვს როგორ უნდა მიხედოს, რამე სისულელე არ ქნას",
გარდა ამისა, ბავშვი ხარ თუ დიდი ხარ, ყოველთვის მოიძებნება ოჯახში და ნათესავებში შენზე "დიდი, ჭკვიანი და გამოცდილი", რომელიც ბრძნული გამომეტყველებით ასკვნის რაღAცეებს და გასწავლის, როგორ უნდა მოიქცე,
ძირითადად ერთი კი არა, ბევრია ხოლმე..
იქნებ მოახერხო და ცოტა ხანი იზოლირდე შენებისგან, გამოაცხადე, რომ დღეს მარტო შენ გააკეთებ ყველაფერს და არავის არ მოუსმენ,
შენს ქმარს უთხარი, რომ მოგეხმაროს და იმან თAვისიანები დააფრთხოს, შენ შენიანები და მარტოებმა მიხედეთ ბავშვს,
არ ვიცი, გამოგივა თუ არა, ყველაზე კარგი გამოსავალი ესაა ჩემი აზრით..
მე ისეთი გამოვედი სამშობიაროდა, სულ ხელის კანკალით მეჭირა ბავშვი, სახლში რომ მოვედი და 200 კაცი დამხვდა, მუხლებიც ამიკანკალდა

მარა გაიკრიფნენ ყველანი და რომ დავრჩი მარტო, არანაირი პრობლემა არ მქონია. 200 მრჩეველით გარშემორტყმული, ისევ ხელისკანკალით გამოვუცვლიდი პამპერსს ეხლაც.
ქმართან ურთიერთობას რაც შეეხება, წინა გვერდზე ლაითად ვიწუწუნე მაგაზე,
მართალია, ისე ვეღარ იქნებით, სამაგიეროდ უკეთესად იქნებით
ფილმს ვეღარ უყურებთ მშვიდად, მაგრამ კოსტა რომ გაგიღიმებთ, ყველაფერი დაგავიწყდებათ

)
სხვებს თუ ვერ ეტყვი, შენს ქმარს უთხარი, რომ ვერ ხარ კარგად და აუცილებლად გაგიგებს და მოგეხმარება,
მე ჩემი ქმრის გარდა არავინ არ მინდა, დედაჩემიც კი.
ფიზიკურად არაფერში არ მჭირდება მოხმარება, მორალურად მინდა მედგეს გვერდით და ვგრძნობდე, რომ ჩემთანაა, ეს აბსოლუტურად საკმარისია, დანარჩენს მეთვითონ გადასარევად ვუმკლავდები.
მოკლედ, გაგივლის ეგენი, მთავარია არ ჩაიხვიო და ნერვებს არ აყვე, იფიქრე, რომ ეს დროებითია, რამდენიმე კვირა მაქსიმუმ და დალაგდებით, "კეთილისმსურველებიც" შეეჩვევიან, რომ შენ ბავშვი კი არა, დედა ხარ და განდობენ შენს შვილს..
მანამდე, "მოთმინება, თავადო!"