მეც მინდა ბათუმი :/
შეიძლება გავძვრე სექტემბერში 4-5 დღით მეგობართან. ხომ დავიმსახურე, არა?

კიდევ 2 სამსახურში ვმუშაობ პარალელურად და შეიძლება მესამე დავიწყო.
კიბორგა შევაბი უკვე

ერთი თვის მერე გული თუ არ ამიჩუყდა და "ბავშვს ვერ დავტოვებ" არ დამეწყო, ხომ კარგი. ნაღდად მომიხდება რამდენიმე დღით ატკლიუჩკა.
_ _ _
უი, გუშინწინ იმ აცრიდან ჩირქმა ამაღელვა და დამავიწყდა დაწერა, ჩემი მეგობრის სამსახურში ვიყავით მე და ვილი (საღამოს სმენაა და...), მაგრად მომბეზრდა სახლში მთელი დღე, თან კიბორგაც არ იყო და გავბედე, ავიყვანე ხელში ბავშვი და გავედი გარეთ კალიასკის და ყველაფრის გარეშე.
გზაში დაეძინა ამას და იქ რომ მივედი, კომპის მაგიდაზე გავუშალე ადიალა, დავდე ზემოდან და ეძინა ასე, სანამ მე ვიჭორავე

მაგრად ვნანობ, რომ სურათის გადაღება არ მომაფიქრდა. მერე გაეღვიძა, საჭმელი მოითხოვა და წამოვედით სახლში.
დღეს დეიდაჩემისგან ამანათი მივიღე, ამერიკიდან საჩუქრები გამომიგზავნა, მე მხოლოდ კენგურუს ველოდი - და დამხვდა ამანათში კიდევ საყვარელი კომბინეზონი, ხალათი და მაგარი პრიკოლი რაღაცეები.
ყველაზე მეტად აღვფრთოვანდი სოსკა-თერმომეტრით

ანუ პირში ჩაუდებ, წოვს და 90 წამში აფიქსირებს სიცხეს

თუ ნორმაზე მეტია - ნათებას და ბიფ-ებს იწყებსო აწერია.
ხვალ ერთ შეხვედრაზე მივდივართ მეც და კიბორგაც შუადღით, ერთ კომპანიას მე ვებ-მარკეტინგი უნდა გავუკეთო და კიბორგამ საიტი აუწყოს, და ორივე ერთად ვჭირდებით იქ მოსალაპარაკებლად. ამიტომ კენგურუს მოქმედებაში გავუშვებთ, წავიღებთ ვილის თან. ვნახოთ, თუ მოვახერხებთ, რომ ბავშვმა ხელი არ შეუშალოს ამ მოლაპარაკებებს. პრობლემა ბავშვში არაა, ალბათ არ იჭიჭყინებს და როგორც ყოველთვის, გარეთ გასვლისთანავე ჩაეძინება, უბრალოდ იმ კომპანიის უფროსი გოგო ბავშვებზე არის გადარეული და შეიძლება ძალიან მოცდეს ამით :დ
დავწერ ხვალ, რა გამოვა ამ ამბიდან :დ
* * *
რამდენს ვწერ, რა უბედურებაა