აუ, რაღაც კითხვები მქონდა და დამავიწყდა

მარტო ვარ,
ჩემი დედამთილი წავიდა 1 კვირით და მე და დედაჩემი ვართ ხოლმე და ოთო.
ოთო მაგრა მეხმარება

ხო, მართლა, ჭიპი არ მოგვძვრა, ისე გამოგვიშვეს, დამპლებმა

თუ მარტო ჭიპიაო და სხვა არაფერიო, არ ვტოვებთ მაგის გამოო.
რამდენ ხანში უნდა მოძვრეს?
ვუმუშავებ, როგორც ჩემმა დედამთილმა მასწავლა: პერეკისს ვასხამ და მერე იოდით ვწმინდავ,
იქ რაღაც ძაფს უჭერდნენ ზედ და ეგ აღარ უნდაო...
ორშაბათს ან სამშაბათს მივდივართ გულის ეხოზე,
როგორც მითხრეს, 99%ით თავისით შეხორცდება ის რაღაცა, რის გამოც ერევა სისხლი ერთმანეთს,
1%ია შანსი, რომ დარჩეს და მაშინ ან ოპერაციაო, ან უბრალოდ ფიზიკური დატვირთვის გარეშე უნდა იცხოვროსო..
მეშინია ძაან... იმედი მაქვს, კარგად იქნება ყველაფერი..
პატიოსნად ვიქცევით:
ჭამს და ძინავს, ცოტა თათები უცივდება ხოლმე და ვაცმევ რაღაცას,
ხშირად ასლოკინებს, არ ვიცი, სიცივისგან თუ საჭმლისგან. მგონი არ უნდა ციოდეს ეგრე...
ინფაკოლს ვაძლევ და გაზები დიდად არ აწუხებს,
ვცდილობ 3 საათში ერთხელ მივაჩვიო ჭამას, ღამე აკეთებს თვითონ ეგეთ ინტერვალებს, წუხელის 12ზე ჭამა, მერე 3ზე, მერე 6ზე, მერე 9ზე და ეხლა დევს და მგონი ძინავს.
დღისით ცოტა ხშირად ითხოვს. 2 საათში ერთხელ.
რძე მაქვს მგონი, ვერ გავიგე რა..

ამას ყოფნის, რაც მთავარია, მაგრამ რომ ამბობდნენ, თავიდან იმდენია, ვერ აუხვალო, ეგრე არ მაქვს,
გამოწველა ვცადე საწველით და არ გამოდის არაფერი,
ალაგ ალაგ შემაგრებული მაქვს ხოლმე და რომ ვაჭმევ, ეგრევე ქრება.
სულ დაძაბული ვარ,
ცალკე ამაზე ვნერვიულობ, ვაიმე, ხო არ ცივა, ვაიმე, არ გაცივდეს, აუ რატო ტირის, ჭიპი, ტაკო, ცალკე ის გულის ეხოსკოპია მაქვს ტრაკში ეკალივით

ჩემზეც ვნერვიულობ: იდეაში კარგად ვარ, მაგრამ მაინც ვნერვიულობ.
გუშინ ხელზე სისხლჩაქცევა შევამჩნიე, არ გაუკეთებიათ მანდ ნემსი , სიგრძეზე მაქვს ჩალურჯებული, ხოდა ვერ მივხვდი რა არის..

როდის გამივლის ეს ფეთიანობა.
თუ არ გამივლის?
ხანდახან ვფიქრობ, ამას რომ რამე დაემართოს, მე რა მეშველება, გადავდგები ჭკუიდან,
მერე ნერვები მეშლება, ესე ძაან რატომ შემიყვარდა

აი, სამშობიაროს ჯვალოებში გამოწყობილს როგორ ეძინა.
მიმაგრებული სურათი