საინტერესო ინფო ვიპოვნე ძუძუთი კვებაზე, ალბათ თქვენც დაგაინტერესებთ გადახედეთ:
http://forum.interes.ge/index.php?showtopic=319აშშ-ს პედიატრიის აკადემიის ძუძუთი კვების სექციამ ამ ცოტა ხნის წინ გაავრცელა ახალი რეკომენდაციები ძუძუთი კვების შესახებ. რეკომენდაციებს თან ახლავს მითითება საკმარისი რაოდენობით წყაროებზე, მაგრამ მტკიცებულებათა დონეები კლასიფიცირებული არ არის (Pediatrics 2005 Feb; 115:496-506).
ქვემოთ მოყვანილი დებულებები (შემოკლებულია) შეიცავს საკმაოდ მნიშვნელოვან ინფორმაციას პრაქტიკოსი ექიმებისათვის:
• ძუძუთი კვების უკუჩვენებები არც ისე ბევრია. მაგ., ძუძუთი კვება არ არის უკუნაჩვენები დედისათვის, რომელსაც აღენიშნება დადებითი რეაქცია B ჰეპატიტის ზედაპირული ანტიგენის მიმართ, დაინფიცირებული C ჰეპატიტით ან სეროპოზიტიურია ციტომეგალოვირუსული ინფექციის მიმართ;
• ბავშვს დაბადებისთანავე უნდა შეექმნას პირობები დედასთან უშუალო, კანით-კანზე კონტაქტისათვის;
•
ძუძუთი კვებაზე მყოფ ბავშვებს არ უნდა მიეწოდოს დამატება (წყალი, დამტკბარი წყალი, რძიანი ნარევები და სხვ.), თუკი არ არის სამედიცინო ჩვენება;• არ უნდა მიეცეს სედატიური საშუალებები ძუძუთი კვების მოწესრიგებამდე;
• დედებს უნდა ერჩიოს, დღეში 8-12-ჯერ მისცენ ახალშობილებს ძუძუ;
• ძუძუთი კვებაზე მყოფი ყველა ბავშვი უნდა გაისინჯოს პედიატრის ან ძუძუთი კვების დარგში განათლებული მედდის მიერ;
• 6 თვის ასაკამდე მხოლოდ ძუძუთი კვება სავსებით საკმარისია ბავშვის ოპტიმალური ზრდისათვის;
• რკინის შემცველი დამატებითი პროდუქტები უნდა ჩაირთოს 6 თვის ასაკიდან, თანდათანობით;
• დამატებითი საკვების ჩართვა 4 თვის ასაკიდან ნაჩვენებია მხოლოდ ცალკეულ ბავშვებში კვებითი ქცევის თავისებურებების შემთხვევაში;
• D ვიტამინის 200 ს.ე. შემცველი წვეთები უნდა დაენიშნოს ძუძუთი კვებაზე მყოფ ყველა ბავშვს სიცოცხლის პირველი ორი თვის განმავლობაში;
• ძუძუთი კვებაზე მყოფი ბავშვები არ საჭიროებენ ფტორიდებს პირველი 6 თვის განმავლობაში. შემდგომში ეს საჭიროება უნდა განისაზღვროს სასმელ წყალში მათი კონცენტრაციის გათვალისწინებით.
ძუძუთი კვების მიზნები, რომლებიც ფორმულირებული იყო დოკუმენტში «Healthy People 2010» (საწყისი მაჩვენებელი - 75%, ძუძუთი კვების პროცენტი 6 თვისათვის - 50%, ხოლო 1 წლისათვის -25%) ჯერ კიდევ არ არის მიღწეული. მიუხედავად იმისა, რომ საწყისი მჩვენებელი არის 70%, 6 თვის ასაკისთვის ის აღწევს 33%-ს, ხოლო 1 წლისათვის კი - მხოლოდ 18%-ს.
უნდა აღინიშნოს, რომ ზოგიერთი დებულების გარშემო არსებობს გარკვეული აზრთა სხვადასხვაობა პედიატრებს შორის, კერძოდ, ეს შეეხება D ვიტამინის დანიშვნას პირველ ორ თვეს, განსაკუთრებით, თეთრკანიან ბავშვებში, რომლებსაც თავიდანვე არ გააჩნიათ მზის სხივების დეფიციტი. ექიმების ნაწილი ასევე თვლის, რომ საჭიროა დროულად მიეწოდოს ბავშვებს რკინით მდიდარი პროდუქტები, ვინაიდან 9 თვის ასაკში მხოლოდ ძუძუთი კვებაზე მყოფ ბავშვებში მისი შემცველობა არ არის საკმარისი და ნაკლებია, ვიდრე ხელოვნური ნარევებით გამოკვებილ ბავშვებში. ზოგიერთების აზრით, შედარებით მკვრივი საკვების მიწოდება 6 თვის ასაკზე უფრო ადრე გაუიოლებს ბავშვს ქცევის უფრო რთული სახეების ათვისებას, ვინაიდან კვება ასათვისებელი ქცევის სახეა.
და ბოლოს, პირველი შვილის შემთხვევაში, ახალგაზრდა მეძუძურ დედებზე დაკვირვება 3-5 დღის განმავლობაში (იხ. JW Pediatr Adolesc Med Aug 9 2004) შეიძლება არ იყოს საკმარისი, თუ ახალშობილების გესტაციური ასაკი 35-37 კვირაა, რაც ზრდის ჰიპერბილირუბინემიის რისკს ან თუ დედა გამოწერილია სამშობიაროდან ხუთშაბათს ან პარასკევს. ასეთ დროს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია პედიატრის კონტაქტი დედასთან გამოწერის შემდეგ 2 დღის განმავლობაში, რათა დარწმუნებულები ვიყოთ ძუძუთი კვების ადექვატურობაში.