ვაიმეეე, რა ხდება, რავა ყველას ერთად დაგაწვათ ძილქუში...

აგერ, დიდი OFF ტოპიკი

ჩემი მკვდარი ბლოგი ვიპოვე..
სამსახურში სულ ასეთი სიტუაციები მქონდა. ეს ტექსტი მაქსიმალურად მიახლოებულია ორიგინალთან, გავიდა თუ არა, დავწერე, რომ არ დამვიწყებოდა.. იშვიათი ეგზემპლარი იყო..

-ცნობა მინდა, რომ აქ ვმუშაობ
-კი ბატონო, სახელი და გვარი მითხარით თქვენი
-ხო, რა ვიცი, ცნობაო, რომ იქ მუშაობო.
-კი, ბატონო, მაგრამ თქვენი სახელი და გვარი ხო უნდა ჩავწერო ცნობაში
-ისა.. ეს ქალაქის ტელეფონია?
-კი.
-დავრეკავ რა, შვილო.
-დარეკეთ. წინ 9 აკირფეთ და ისე. სახელის და გვარს მეტყვით?
-ჰა?
-თქვენს სახელს და გვარს მეტყვით, რომ ცნობა მოგცეთ?
-ა! მზისადარ ____________
-უღმრესი მადლობა.
-რატო არ ირეკება აქედან?
-წინ ცხრიანი უნდა.
-ა, ხო
-რომელ ობიექტზე მუშაობთ?
-მაინც არ ირეკება.
-9-იანს კრიფავთ?
-ა,უი, არა
-ქალბატონო, რომელ ობიექტზე მუშაობთ?
-მესამე სართულზე ვმუშაობ და რა ვიცი ახლა ობიექტი რომელია.
-ა, გასაგებია. გმადლობთ
(მეგრულად ლაპარაკობს ტელეფონზე გასაიდუმლოებული ხმით)
-ქალბატონო, როდიდან მუშაობთ ჩვენთან?
-ა?
-როდიდან მუშაობთ ჩვენთან?
-იქნება ასე 6 თვე- წელიწადნახევარი..
-კარგით, გადავამოწმებ..
ცოტა ხანში მოდის:
-ისა, ხელფასიც ჩაწეროსო შიგო.
-წერია, ქალბატონო
-ა, წერია? აბა მე რატომ მითხრა..
-არ ვიცი, ეტყობა არ წაუკითხავს
-არა, წაიკითხა და მაინც ჩაწეროსო, ასე მითხრა.
სულ ვიღიმებოდი

`