მშობიარობის წინა პერიოდი, მისი ეტაპები, სიმპტომებიეტაპი I. მშობიარობის გამაფრთხილებელი ნიშნები. დაუკავშირდით თქვენს ექიმს თუ ქვემოთ ჩამოთვლილი ნიშნებიდან რომელიმე სახეზეა:
შედარებით მომატებული ვაგინალური სისხლდენა (წვეთები აქა-იქ არ ითვლება);
ძლიერი თავისტკივილები, აშკარად დაბურული მხედველობა, ძლიერი ტკივილები და დამძიმება ბარძაყის ძვლის ყელის არეში (სუსტი ტკივილები არ ითვლება);
მოულოდნელი შემცივნება/აკანკალება;
ნაყოფის მკვეთრად გამოხატული შემცირებული მოძრაობა ან თითქმის გაშეშება;
37-ე კვირას გამოიკვეთება საშოს კონტრაქციები ანუ შეკუმშვები (4 ან მეტი საათში); მენსტრუაციის მსგავსი სპაზმები; ყრუ ტკივილები ქვედა ზურგში; მოწოლა ქვედა მუცლის/საზარდულის მიდამოში.როდის დაიბადება ბავშვი?
თქვენთვის ნორმალურია მოიმშობიაროთ
38-42 კვირის შუალედში. ამიტომ მზად იყავით მოსალოდნელ დაბადებამდე 2 კვირით ადრე, მაგრამ ზედმეტად არ დაიძაბოთ და გამუდმებით მოლოდინში შეეცადეთ არ იყოთ. შეეცადეთ რაიმეზე გადაერთოთ, ყურადღება გადაიტანოთ ყოველდღიურ საკითხებზე. თუ ბავშვი "იგვიანებს" შეეცადეთ არ გახდეთ ზედმეტად სულსწრაფი. მოითმინეთ და დაელოდეთ. ბევრი ქალი იღლება თმენისაგან და გაწელილი ორსულობისაგან და ე.წ. ინდუქციას მიმართავს, როდესაც ექიმი მედიკამენტოზური ჩარევით ხელოვნურად იწვევს ანუ დროზე ადრე იღებს მშობიარობას. ეს მეტად არასასურველია, რამეთუ ყოველგვარი სახის ინდუქციას როგორც წესი თან ახლავს უფრო ხანგრძლივი და ძლიერი კონტრაქციები, რომელიც უფრო მტკივნეულია დედისთვის და ბავშვზე არასასურველი დაწოლაც იზრდება. ინდუქცია ასევე აორმაგებს და ასამმაგებს საკეისრო კვეთის ჩატარების ალბათობას.
ეტაპი II. ნიშნები რომლებიც მიუთითებენ რომ მშობიარობა მალე დაიწყება:
ზურგის ტკივილი: არა ისეთი როგორიც გვიანი ორსულობის დროს არის დამახასიათებელი, ანუ რომელიც გაივლის როცა ამოძრავდები, არამედ მუდმივი ყრუ ტკივილები რაც მოსვენებას არ გაძლევს;
სუსტი ან საშუალო სპაზმები მუცელში;
სწორი ნაწლავის დაბოლოების პერიოდული ტოკება, კუჭში თხლად ყოფნის შეგრძნება;
ე.წ. ბინადრობის სინდრომი, ანუ უეცარი სურვილი სახლი დაალაგო, ან სხვა მსგავსი გააკეთო რათა მოემზადო ბავშვის შემოსაყვანად.
თუ ეს სინდრომები სახეზეა, ეს არ ნიშნავს რომ აუცილებლად ეს ესაა მშობიარობა დაგეწყებათ. რეალურად, მშობიარობამდე შეიძლება დღეები და შეიძლება კვირეებიც კი გაშორებდეთ. ეს სიმპტომები მხოლოდ გაფრთხილებენ რომ პროცესი მიმდინარეობს. ამიტომ ძალიან ნუ აღელვდებით და ჩვეულებისამებრ მიყევით ყოველდღიური ცხოვრების რუტინას; კარგად იძინეთ, იკვებეთ, სითხეები მიიღეთ და ყურადღება მიაქციეთ თქვენს თავს.
ეტაპი III. ნიშნები რომლებიც მიუთითებენ რომ მშობიარობა ესესაა დაიწყება:
მუკუსი, ანუ ვარდისფერი, შესქელებულ-შედედებული, ერთგვარი საცობივით, გამონაღვენთი, რომელსაც შეიძლება ადგილი ჰქონდეს ტუალეტში შესვლისას. ტუალეტის ქაღალდზე იქნება მუკოიდური, ვარდისფერი ფერის გამონადენი. ეს იმაზე მიუთითებს, რომ საშვილოსნოს ყელი ფართოვდება და გახსნისთვის ემზადება. სისხლდენა ძალიან ინტენსიური არ უნდა იყოს. (საერთოდ, მშობიარობის პერიოდში და უშუალოდ მის შემდეგ, როგორც წესი გარკვეულ სისხლდენას აქვს ადგილი. მაგრამ სისხლდენა ძალიან ინტენსიური არ უნდა იყოს. თავდაპირველად იგი უფრო ნათელი წითელი შეფერილობისაა. დღეებისა და კვირეების განმავლობაში ის თანდათან ფერმკრთალდება, მისი ოდენობა სულ უფრო და უფრო იკლებს და ბოლოსაკენ მოთეთრო-მოყვითალო შეფერილობას იძენს);
შენიშვნა: ხშირია მოყავისფრო გამონაღვენთი ორსულობისას სექსის შემდეგ, რაც ამ მუკოიდურ გამონაღვენთში არ უნდა აგერიოთ.
წყლის მსგავსი სითხის გამოდინება;
ე.წ. ბრექსთონ-ჰიქსის კონტრაქციები, იგივე წინა-მშობიარობის ანუ მატყუარა კონტრაქციები.
სხავადასხვა ქალებს სხვადასხვა დოზით აქვთ ეს ნიშნები გამოხატული და ზოგიერთებს შეიძლება აღმოაჩნდეთ ორსულობამდე კარგახნით ადრე. ანუ არც ამ ნიშნების არსებობა არის უტყუარი დამადასტურებელი რომ მშობიარობა კარზეა მომდგარი. აღსანიშნავია რომ მშობიარობის-წინა კონტრაქციები პროგრესირებას არ ექვემდებარებიან და განმეორებადი ციკლის სახეს იძენენ. მაგალითად, ესა თუ ის ქალი თავის თავზე დაკვირვების შედეგად ხედავს, რომ ვთქვათ მისი ყოველი კონტრაქცია 6-7 წუთი გრძელდება და ყოველ 2-3 საათში ერთხელ მეორდება. დისკომფორტი ყველაზე მეტად შეიგრძნობა ქვედა მუცლის აბდომინალურ მიდამოში, რაც პელვური კუნთების მოჭიმვის ფონზე ხდება.
ეტაპი IV. მშობიარობის პოზიტიური ნიშნები: მშობიარობა გარდაუვლად იწყება
ნიშნები:
ამნიოტური სითხის საშვილოსნოდან გადმოდინების დაწყება;
კონტრაქციების პროგრესირება სახეზეა: ისინი ხდებიან უფრო ხანგრძლივი, ძლიერი, ხშირად განმეორებადი. უფრო მეტად მტკივნეული და ტკივილი იგრძნობა როგორც მუცლის არეში ასევე ზურგისკენაც.
ამ დროს საშვილოსნოს ყელი გაფართოებულია და პოტენციურად გახსნილია. კონტრაქციები 5-30 წუთის ინტერვალით მეორდება. თითოეულ ჯერზე დაახლოებით 15-45 წამი გრძელდება, ან უფრო ხანგრძლივადაც. მშობიარობა 24 საათის განმავლობაში შეიძლება დადგეს.
წყარო - http://www.reprodjan.110mb.com/steps.htmagr_bak დრო აქვს ამ ციგანს, მაგიტომ ვერაფერს ვერ ვშვები ლოდინის გარდა, თორემ
მე ვიცი როგროც მვიხედავდი ამას
This post has been edited by Ia-forumze on 24 Aug 2010, 09:37