addictedბოსტნეულის სუპი
1 ცალი სტაფილო
1 ცალი კარტოფილი
1/4 პატარა ჭარხალი
1/4 პატარა ხახვი
კამა+ქინძი ორ-ორი ღერი
კომბოსტოს პატარა ფოთოლი
1/2 კბილი ნიორი
ცოტა მარილი და 1 ჩ.კ. ზეითუნის ზეთი ან კარაქი
სტაფილოს, კარტოფილს, ჭარხალს და კომბოსტოს ვხარშავთ ერთად მერე ბოლოსკენ ამოვიღებთ ჭარხალს და კომბოსტოს, იმიტომ რომ ცუდად ისრისება ეს უკანასკნელი და ჭარხალი კი ქაქის ფერს აძლვს, ასე მდუღარეში ვყრით ხახვს, მწვანილსა და ნიორს, ვრთავთ და მერე გაგრილებულზე ვასხამთ შიგნით ზეთს, ან თუ კარაქით ამზადებ უფრო ცხელში ჩააგდე რომ კარგად გალღვეს, მოკლედ ამ ინგრიდიენტებსაც რომ ჩააყრი მერე დადგი მინიმუმ 5 წუთი, რომ მწვანილის ხახვის და ნივრის სასარგებლო ვიტამინები გამოიტანოს
მე მწვანილს ჩოფერით ვკუწავდი და ვტოვებდი, ნუ თავიდან არა, ასე 2-3 კვირის მერე რაც სუპის ჭამა დაიწყო, ხახვს და ნიორს ი მსხვილ ნაჭრებად ვყრიდი რომ მერე ამომეკრიფა, ნუ 1 წლიდან არც მაგათ ვიღებ, და ნიორს ჩახეხილს ვუკეთებ რომ მთლიანად მიირთვას
თუ მიჩვეული არაა დაბლენდერებას არ გირჩევ იმ მარტივი მიზეზისა და გამო რომ კარტოფილი იზლიპნება და საზიზღრობა გამოდის, ყოველ შემთხვევაში კარტოფილი მაინც ჯობია ცალკე მოსრისო, არ ვიცი რატომ მაგრამ აი ამაზრზენად იწელება
ნელ-ნელა შეგიძლია ინგრიდიენტებში ცვლილებები შეიტანო ხოლმე, მაგალითა დაუმატო ბრინჯი, წიწიბურა, თუ რამეზე ალერგია მისცა, იმას მცირედი დოზებით დღე-გამოშვებით ნელ-ნელა შეაპარებ, 10 თვიდან ჰაინცს აქვს ვერმიშელი, პატარა ფანტელებია ცუცქნა და ნოყიერს გახდის, თუმცა მე ჩვეულებრივ იტალიურ მაკარონს ვყიდულობ ხოლმე, ბირელლი თუ რაღაც ამდაგვარია და აქვს მაგასაც წვრილი ფანტელები ბავშვთან რომ გამოგადგება ისეთი
ისე კი ბავშვები ამ სუპს პრაქტიკულად ვერ იტანენ თავიდან და ამიტომ რაღაც ისეთს ამატებს ყველა დედა რაც უყვარს რომ გემო მისცეს ნაცნობი, ჩვენს სემთხვევაში იყო პეჩენია, ზოგმა ბანანი დაუმატა, ზოგმა მაწონი და ა.შ. ეს საკმაოდ ამართლებს
მე ამ ბოსტნეულის სუპში ვამატებდი ხორცსაც, ანუ თავიდან ბულიონი არ მიმიცია, ცალკე მოხარშულ ხორცს ბოლოსკენ ვამატებდი ამ სუპში და ნუ ცოტა გემოს აძლევდა, მერე კი ხორცს ცალკე ვაბლენდერებდი და ამ ბოსტნეულს ვსრისავდი, ყოველ დღე სხვადასხვა სახეობის ხორცი გვქონდა და კვირაში ერთი დღე უხორცო, ასეა 6 თვიდან, ნუ რათქმაუნდა დოზები ნელ-ნელა გავზარდეთ და თავიდან პრაქტიკულად 1 ლუკმა ხორცს ვამატებდით და ახლა ლამისაა ხორცის პიურეს ჭამს
This post has been edited by pravinia on 4 Apr 2010, 13:20
Проходи, чувcтвуй cебя как дома. Можешь
пропылеcоcить или поcуду помыть...