MIMAწყალი თუ არ მოეწონება უყიდე ჰიპის ჟელუდოჩნი ჩაი და დაალევინე, არ არსებობს არ მოეწონოს
დამატებას რაც შეეხება დაიწყე ფაფა დღეში 1 ჭამა, გრეჩიხის ფაფაა პირველად სასურველი, იყიდე ისეთი ფაფა რომელიც შეიცავს რძეს. პირველ ჯერზე ნახევარი პორცია გაუკეთე და თან თხელი, მერე ჩვეულებრივად 1 პორცია და ნორმალური სისქის. ფაფებიდან ვინი მოსწონთ ბავშვებს, მე ჰიპი მიყვარს პირადად. ასევე შეგიძლია ანტონოვკა გახეხო და წვენი მისცე, თავიდან 1 ჩაის კოვზი, მერე ნელნელა გაზრდი დოზას, შეხედე ბუცულა არ ეტკინოს.
6 თვიდან უკვე 1 ჭამა ბოსტნეულის სუპი მიეცი - ბროკოლი, ყვავილოვანი, ბულგარული, კარტოფილი, სტაფილო (გულის გარეშე), კამა, პეტრუშკა. ეს ყველაფერი მოხარშე ცოტცოტა, დააბლენდერე და მიეცი. მე ამ მასაში გახეხილ ვაშლსაც ვურევ და მაგრა მოსწონს.
ასევე 6 თვიდან მიეცი რძე და პეჩენია - აკეთებ 200 გრ რძეს, ანუ რამდენსაც ჭამს, პარალელურად დაფხვნი ესე 4 ცალ პეჩენიას (თავიდან მაქსიმუმ 2ს) და გაკეთებული რძის ნაწილს დაასხავ ამ პეჩენიას, ჯერ დაალევინე დარჩენილი რძე და მერე მიეცი რძიანი პეჩენია (ფაფისებური მასა უნდა გამოვიდეს)
ესეიგი 6 თვიდან მენიუ:
1 ჭამა რძე (თუ გამხდარია შეგიძლია პირველი ჭამაც ფაფა იყოს)
2 ჭამა ბოსტნეული და ხილი
3 ჭამა რძე და პეჩენია
4 ჭამა ფაფა
5 ჭამა რძე
მე7 თვეში ჩვენ ეხლა გადავედით და ბოსტნეულს ხორცი დავუმატეთ, პლიუს ხაჭოს და მაწონს ვიწყებთ, მაგას მერე მოვყვები როცა გავაკეთებ
* * *
Kissieბროკოლი იყიდება კიდევ დოლიძის დასაწყისში კილო 7 ლარი, პატარა თავები აქვთ და ესე 2 ლარი გამოდის.
ბლენდერი მე ვიყიდე ფილიფსის მაღაზიაში, ეხლა 10% ფასდაკლება აქვთ. 3ნაირი ჭიქა მოყვება და 90 ლარი გამოდის, 3 წლიანი გარანტია მოყვება და პრინციპში ფილიპსს არც ჭირდება გარანტია მე თუ მკითხავ! მინიმუმ 12 წელი გასიამოვნებს, ანუ შენც გამოიყენებ საკვებზე. ასევე ბაზრობაზეც არის ნაირნაირები, ბეკოშია კიდევ კარგ ფასად.
რაც შეეხება დაბლენდერება არ დაბლენდერებას უნდა შეხედო თუ ჭამს გახეხილს აჭამე და თუ არ ჭამს და ნერვიულობს (რასაც ჩემი აკეთებდა) ჯობია დაუბლენდერო და პარალელურად დღის მანძილზე მისცე ვაშლი საღუღნად (თან აკონტროლო რა თქმა უნდა), პატარა პური, სუხარი, გრეჩიხა მოხარშული, ანუ ისეთი რამე, რაც არ არის გახეხილი და ბავშვი მიეჩვევა ჩვეულებრივ ყლაპვას. ძალიან ბევრი მაგალითი მაქვს ბავშვების ვინც წლამდე სულ ბლენდერით იკვებებოდნენ და მერე ჩვეულებრივად ჭამდნენ, მოკლედ მე მივეკუთვნები კატეგორიას დაილოცოს ბლენდერი
* * *
კიდევ, ჰიპის მომხმარებლებო გრიშაშვილის ქუჩაზე (აბანოების უკან ორთაჭალაში) არის ჰიპის საწყობი და იქ შეგიძლიათ ნებისმიერი პროდუქცია შეიძინოთ 15%ით ნაკლებად, ვიდრე მაღაზიებში და აფთიაქებშია.
მე მაგალითად მივდივარ და 1 ყუთს ვყიდულობ ჰიპი 2ს (ანუ 6 ცალს), ვყიდულობ ასევე ფაფებს, ჩაის, ხილფაფებს. ასევე აქვთ ხოლმე რაღაცეები ფასდაკლებითაც, თუ ვთქვათ 2 თვეში გადის ვადა, ან ბევრი აქვთ და ა.შ.
მოკლედ როცა ბევრს ყიდულობ კარგი ეკონომია გამოგდის (ერთია ცუდი რომ ვაშლებს და ღიმილებს ვერ აგროვებ

).
იქნებ ვინმეს გამოგადგეთ ეს ინფო