http://www.ambebi.ge/meditsina/16247-ra-gh...linikebshi.html- "იმედის კლინიკაში" ფიზიოლოგიური მშობიარობა 570 ლარი ღირს, საკეისრო კვეთა - 790, განმეორებითი საკეისრო - 850. ლუქს-პალატა დღე-ღამეში სტანდარტულზე 30 ლარით მეტია. ექიმად სამშობიაროს დირექტორის აყვანის შემთხვევაში, საერთო საფასურს 100 დოლარი ემატება, სხვა ექიმის კი - 70 დოლარი. ასევე, 100 დოლარი ემატება, თუ პაციენტს გაუტკივარებით მშობიარობა სურს.
- დავით გაგუას სამშობიარო სახლი: ოთხსაწოლიანი - 630 ლარი, ორსაწოლიანი - 750 ლარი, ერთსაწოლიანი - 850 ლ, ერთსაწოლიანი ლუქსი - 950 ლ.
- სამშობიარო სახლი "ბიბიდა": ფიზიოლოგიური მშობიარობა - 850 ლარი, საკეისრო კვეთა - 1.100 ლარი.
- მე-2 სამშობიარო სახლი: ფიზიოლოგიური მშობიარობა (უფასო განყოფილება) - 420 ლარი; კომერციული - 560 ლარი, ლუქსი 800 ლარი; საკეისრო კვეთა - 670, 930, 1.120 ლარი (განყოფილებების მიხედვით); პათოლოგიური მშობიარობა - 520, 660, 835 ლარი.
- მე-5 სამშობიარო სახლი: კომფორტულ განყოფილებაში ფიზიოლოგიური მშობიარობა - 600 ლარი, საკეისრო - 950 ლარი; ძვირად ღირებულ ვარიანტში შედის: ოთხჯერადი კვება, თეთრეული, პამპერსი, მედიკამენტები; 430-ლარიანში - მხოლოდ მშობიარობა და დაბალკომფორტიანი პალატა.
მ. შარაშიძის სამედიცინო ცენტრი
ფასები სერვისის მიხედვითაა დაყოფილი: ლუქსი პალატა 1.000 ლარი ღირს, საკეისრო კვეთა - 1.110 ლარი; ექიმის არჩევის შემთხვევაში, მისი ჰონორარი ემატება. პირველი კატეგორიის ორსაწოლიანი პალატა, თავისი ტელევიზორით, ტელეფონით, ინდივიდუალური სანიტარიული კვანძითაა და 750 ლარი ღირს; ექიმის აყვანის შემთხვევაში, ემატება ჰონორარი - 200-300 ლარი. არის 570-ლარიანი პალატაც, შედარებით ნაკლები სერვისით - და ცოტა უფრო ნაკლები - 470 ლ. ამ თანხებში შედის სტანდარტით გათვალისწინებული ყველანაირი მომსახურება: კვება, თეთრეული, ბავშვის პამპერსები, მედიკამენტები და სხვა.
ვეფხვია ოდიშარია, დოქტორი, საქართველოს საპატრიარქოს, წმ. იოაკიმესა და ანას სახელობის სამშობიარო სახლის დირექტორი:
- მოგეხსენებათ, ჩვენი სამშობიარო საპატრიარქოს ეკუთვნის. მისი უწმინდესობის გადაწყვეტილებით, 2006 წლიდან ადმინისტრაცია შეიცვალა და თუ ადრე 680-700 მშობიარე გვყავდა, ახლა ეს ციფრი თითქმის გაოთხმაგდა და შარშან უკვე 2500-ზე მეტი იყო. მშობიარეთა რიცხვმა რამდენიმე მიზეზის გამო იმატა. ერთ-ერთი უმთავრესი ის არის, რომ საპატრიარქოს ეკუთვნის და ხალხის ნდობა მეტია. ყველა სახელმწიფო პროგრამა, რაც კი მეანობას შეეხება, აქ მოქმედებს.
- კონკრეტულად, რომელი სამეანო პროგრამები ხორციელდება?
- როგორც იცით, სოციალურად დაუცველი ოჯახებისთვის სიღარიბის პროგრამა მოქმედებს და ვისაც 70000 ქულაზე ნაკლები აქვს, მისთვის ყველაფერი აბსოლუტურად უფასოა. სახელმწიფო 400 ლარს იხდის. გარდა ამისა, ყველა სადაზღვევო კომპანიის პროვაიდერი ვართ.
- მათთვის, ვისაც არანაირი დაზღვევა არა აქვს, რა ღირს თქვენს სამშობიარო სახლში მშობიარობა?
- როგორც აღვნიშნე, სახელმწიფო 400 ლარს ანაზღაურებს დაზღვევით. საერთოდ კი ჩვენთან ამაზე დაბალი ფასია: ფიზიოლოგიური მშობიარობა 365 ლარი ღირს, საკეისრო კვეთა კი - 620 ლარი.
- კერძო ექიმის აყვანა რა ჯდება?
- თუ ექიმის აყვანა გინდა და ამაში დამატებით თანხას იხდი, ე.ი. არ გიჭირს. ამიტომ ფასი განსხვავებულია. ასეთი კომფორტის ღირებულება 560 ლარია (ფიზიოლოგიური მშობიარობა).
- რა შედის იმ თანხაში, რომელსაც საერთო ჯამში, მშობიარობისთვის იხდიან?
- აბსოლუტურად ყველაფერი, გარდა კვებისა - ამაზე ცალკე თანხაა დასამატებელი. როგორც სახელმწიფო, ისე კერძო დაზღვევისას, გართულებული მშობიარობის შემთხვევაშიც კი, რაც უნდა ძვირი დაგვიჯდეს, მაინც უფასოდ ვემსახურებით.
პს. საპატრიარქოს სამშობიაროში გააჩინა ვინმემ ბავშვი?
საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე აქტიურად მომუშავე ჰიდროაგრეგატი არის მტრის წისქვილი. © სლავა მესხი
"ქალი-დიდი ძალაა"- გვეუბნება პარტია (© კ/ფ "შეხვედრა წარსულთან")
Vita nostra brevis est, brevi finietur,
venit mors velociter, rapit nos atrociter,
nemini parcetur!