ბოლო-ბოლო მოვაბი მემგონი თავი და დავწერ გაგუას სამშბიაროზე,
მშობიარობის (საკეისროს) ამბები გვერდით თემაში დავწერე, ასე რომ აღარ გავმეორდები,
უბრალოდ ვიტყვი რომ თვითონ ქირურგით კმაყოფილი ვარ - ანუ გაგუათი, მაგრამ აქ დიდი წერტილი უნდა დავსვა,
ამ კლინიკის ერთადერთი პლიუსი თავად გაგუაა. ეხლა ჩამოვწერ პრობლემებს
1. ნაკერი - რატომღაც 5 ნაკერი დამადეს, რომ დავიხედე თავი ფრანკენშტეინი მეგონა, კიდევ
კარგი ქვემოთაა. არადა მესამე საკეისროა და წინა ორ ჯერზე ეს ნაკერი აშკარად სხვანაირად გამოიყურებოდა,
ყველა ექიმს უკვირდა რომ მივდიოდი და ვეუბნებოდი ორი საკეისრო მაქვს გაკეთბულითქო - აბა ნაკერიო!
მოკლედ ადრე შუაში იყო შეწებებული და აქეთ-იქეთ თითო ნაკერი რომელიც თავისით ძვრებოდა,
ეხლა კიდე 5 ნაკერი რომელიც ამოსაღები გახდა მერე. რომ დავინტერესდი და გავიკითხე ყველას ეგეთი ნაკერი ედო,
ხოდა ესე გვითხრესო - ზაფხულია და იმიტომო!

.. არადა მეორე ბავშვიც ივლისში მყავს გაჩენილი
და ამიტომ ზაფხული რა შუაშია ვერ მივხვდი, გამოვიტანე დასკვნა რომ ან ჩალიჩი დაეზარათ, ან
ზედმეტად ფრთხილობენ რომ მერე საჩალიჩო არ გაუხდეთ.
2. გამომწერს მეოთხე დღეს, ამ პერიოდის განმავლობაში სანიტარმა მხოლოდ ერთხელ დაგავა და მოწმინდა
საეჭვო სისუფთავის ტილოთი ოთახი.
3. ბანაობის სურვილი არ გამჩენია, მოცუცქნულ აბაზანაში ცოტა არ იყოს და ნესტის სუნი იდგა, თან
ისეთ პატარაა, რომ ზედ უნიტაზზე უნდა მებანავა ლამის და ნაკლებად მომხიბლა ამ პერსპექტივამ, ამიტომ
მხოლოდ ნაწილ-ნაწილ ვბანაობდი.
4. ეს ყველაზე პრობლემატური. დგას დაბალი ლოგინები რაც ჩემი აზრით აბსოლუტურად მიუღებელია
სამშობიაროსათვის (ბავშვიანები მიმიხვდებიან, ნაკეისრალებიც და ისინიც ვინც ფიზიოლოგიურად გააჩინა),
პლიუს ამ დაბალ ლოგინზე დევს მატრასი რომელზეც თითოეულ რკინას იგრძნობთ, თან ზედ ისეთი ზეწარი
აფენია რომ უძილობა გარანტირებული გაქვთ - რაღაც სინთეტიკის ზეწარია, შეგრძნებაა თითქოს პურის ნაფშხვენები
გიყრია ლოგინში, თან იმდენჯერ არის გარეცხილი რომ სულ გახუნებულია და თითოეული გადაბრუნებისას
თან მოგყვება და რჩები მატრასის ამარა

... ბალიში რაღაც გუბკა იყო მემგონი, ყოველ შემთხვევაში ასეთი
შეგრძნება დამრჩა - შიგნით ჩახედვა ვერ გავრისკე

... ხო ზემოდანაც ასეთივე საეჭვო შესახედაობის ჩიხოლს გაძლევენ
დასაფარებლად. მოკლედ მაგრად ვინანაე რომ საკუთარი თეთრეული არ წავიღე, არადა 1400 ლარში ერთი ბანძი ზეწარი
მაინც რომ უყიდონ თითო პაციენტს წესით არა მგონია გაკოტრდნენ.
5. ოთახში არის ტელევიზორი, მაგრამ არც ერთ არხს არ იჭერს იმედის გარდა და ამ არხზეც ეჭვი მეპარება რამე გაარჩიოთ.
6. კონდენციონერი - ისეა დამონტაჟებული რომ ვერ ჩართავ, იმიტომ რომ აუცილებლად ვინმეს მაინც დაუბერავს ოთახში,
ბევრი ვეჩალიჩე პულტით მაგრამ თავი ისე ვერ ავაწევინე რომ არც მე გავციებულიყავი და არც ბავშვი, კიდევ კარგი ის
დღეები ძალიან არ ცხელოდა.
მოკლედ не ходите дети в африку гулять! ... არადა ძალიან მიყვარს გაგუა,
მაგრამ სერვისს და პრობებს თუ არ მიხედა უახლოეს მომავალში ეჭვი მაქვს
პაციენტების გარეშე დარჩება
არ ვიცი თუ ზედმეტად პრეტენზიული ვარ, ვინც ბოლო პერიოდში გაგუასთან გააჩნა
იმათმაც დაწერონ და შემისწორონ, იქნებ ჩემი "აღელვებული ჰორმონების" ბრალია
ეს დამოკიდებულება?