Nensi_1988მე ვიმშობიარე ჩაჩავაში 4 წლის წინ, ჩემმა დაქალმა დეკემბერში და მეორე მეგობარმა ივლისში. ამიტომ თავს უფლებას მივცემ, დავწერო, მითუმეტეს რომ უახლესი ვერსიაც ემთხვევა ჩემს შთაბეჭდილებას.
მყავდა არაჩვეულებრივი ექიმი-ნუკრი მანჯგალაძე, დანარჩენ 2-ს ზურა დარახველიძე-ვართ უზომოდ კმაყოფილები

ბოლო ორმა გაიკეთა საკეისრო, საკეისროს ჩაჩავაში ასე ჰარი-ჰარალოზე არ ნიშნავენ, ერთს თვალების პრობლემა ჰქონდა, მეორეს მენჯების.
პერსონალი არის ძალიან ყურადღებიანი,თბილი და ადამიანური(არ შემეწინააღმდეგოთ)
მნახველებს უშვებენ მხოლოდ ოჯახის წევრებს და მგონი 18:00, დანარჩენებს მოსაცდელში, რომელსაც პალატებოსგან შუშის კარი ყოფს.
კვება არის არაჩვეულებრივი, ტუ არ მეშლება 4ჯერადი. მე ძლიან კმაყოფილი ვიყავი, არაფერიო ისეთი რაც მუცლის შებერილობას და გაზებს იწვევდა.
ბავშვი იყო გაკრიალებული, არაფერი არ მიგაქვს ბავშვის ტანსაცმლის გარდა, თუ არ მიიტან პრობლემა არაა, თავიანთ "პილიონკებში" ყავთ, გამოწერის დროს უნდა მიიტანო.
პალატა- მე ვიყავი 2 ადგილიან პალატაში, გადახდილი მქონდა ლუქსის, მაგრამ ნაკეისრალები იწვნენ და დაკავებული იყო, მაგრამ ორ ადგილიანში ვიყავი მარტო მე.დილა საღამმოს სველი დალაგება(ვლაჟნაია უბორკა) ტელევიზორი, კონდინციონერი და აბაზანა+ტუალეტი
საპროცედუროში გავყავდით ყოველდღე, გაწერამდე ექო გამიკეთეს, წნევა+სიცხეს ორჯერ ზომავენ.
ყოველ დილას შემოდიოდა პედიატრი და ათვალიერებდა ბავშვს
მე ვიწექი 1 კვირა, ხელიტ შესვლა მქონდა და სიცხეები, მინდოდა გადამეხადა დამატებითად 2 დრის და დავრჩენილიყავი-ქმარმა თმები გაიშალა

შთაბეჭდილებების წიგნში, დავუწერე კიდევაც, რომ ძალიან კმაყოფილი ვარ, მართლა არანაირი დისკომფორტი არ მქონია, არაფერი ნეგატიური არ მახსოვს.
ჩაჩავას სამშობიარო და ჯანმრთელობის სახლი არის მგონი ყველაზე ძვირი სამშობიაროები ტბილისში და მე პირადად ვინც ჩაჩავას გამოუცდელად აკრიტიკებს, ასე მგონია იმიტომ-ფასით ვერ შეწვდნენ და ნეგატივი დაუგროვდათ.
სულ მაგონდება, კარგ ფასიან სკოლებს რომ გათათხავენ, ისინი ვინც თავს უფლებას ვერ აძლევს ამ სკოლაში ბავშვი ატაროს და ამტკიცებს საჯაროს სჯობსო!
ესაა ჩემი კომენტარი