მგონი აქ უნდა ვიკითხო:
როგორ უნდა შევაფასო 4 წლის ბავის განვითარების დონე კუსტარულად?
აი, მაგალითად, რას უნდა აკეთებდეს, რა უნდა იცოდეს, რა სირთულის ამოცანებს უნდა წყვეტდეს და ა.შ.
ახლობლის ბავშვია, დედა დიდად არ იკლავს თავს, რომ რამე ასწავლოს, გაჭირვებით ითვლის, ფერებსაც ძლივს არჩევს, ნუ იცის, მაგრამ ერევა.. კითხვა არ იცის. არც ხატვა.
იმ დღეს აწყობდა მატარებელს, რომელსაც 4 განსხვავებული ვაგონი აქვს, განსხვავებული ფერების და გამოკვეთილად ეტყობა წინა მხარე რომელია და უკანა რომელი(პატარა მანქანებია ეს ვაგონები და წინ დიდი ელმავალი),
ერთმანეთს ეწებება მაგნიტებით, მაგრამ თუ უკუღმა მიადე, განიზიდავს,
ანუ ამოცანა მდომარეობს შემდეგში:
წინ უნდა დადოს ელმავალი, უკან უნდა დაუდოს ნებისმიერი ვაგონი 3-დან, ოღონდ აუცილებლად სწორად, რომ მიეწებოს,
ეს ვერ ქნა ბავშვმა

მერე ვუხსნი, რომ ჯერ უნდა დადოს ყველაზე დიდი, მერე აი ის ყვითელი მანქანა მიუდოს უკან, უკუღმა რომ მიუდო, ვეუბნები, ეხლა შემოატრიალე და ისე მიუდე, ვერ აკეთებს, ხან ელმავალს ატრიალებს, ხან მეორე მანქანას იღებს... მერე შემთხვევით მიედო..
ეხლა მეორე მწვანე მანქანა აიღე და ისევ ისე მიადე... და იგივეს აკეთებს.
მერე მე ავიღე და ვაჩვენე როგორ უნდა გააკეთოს,
თან ამ მანქანებს გამოშვერილი აქვს მაგნიტები, ეს მაგნიტები სხვადასხვა ფერისაა, ყვითლები ეწებება ერთმანეთს, წითლები ეწებება ერთმანეთს, მწვანეები და ა.შ. სხვადასხვა ფერები არ ეწებება..
ვერც ასე გავაგებინე.
საბოლოოდ ვერ გადავჭერით ეს ამოცანა.
ხოდა რატო ვილაპარაკე ამდენი:
4 წლის ბავშვისთვის რამდენად ნორმალურია ასეთი რამე, დედის ბრალია, რომელიც არ უწყობს ხელს, რომ რამე ისწავლოს, თუ თვითონაც უნდა ხვდებოდეს და ასეთ მარტივ(ჩემი აზრით) ამოცანებს უნდა ჭრიდეს დამოუკიდებლად...
მეც და ჩემს და-ძმასაც კონსტრუქტორები და მოზაიკები გვქონდა და ვაწყობდით მაგ ასაკში,
ჩვენ ვიყავით ვუნდერკინდები თუ ეს ბავშვია დებილი

მარტლა მაინტერესებს, საჭორაოდ არ ვკითხულობ, ახლობელია ის ბავშვი ჩემთვის