
რავიცი გოგოებო ბოლოს ეს ავარჩიე.
ეხლა ტყუპებს გაგიზიარებთ ჩემს გამოცდილებას საწოლების საკითხში. ერთი 5 ტყუპის დედას ველააპრაკე იმდენად ვერ ჩამოვყალიბდი საწოლი როგორი მეყიდა.
მოკლედ ჯერ ვფიქრობდი ალბათ 6 ან 8 თვე მაინც დავაწვენ ერთ საწოლშიტქო და მინდოდა სტანდარტულზე ცოტა განიერი და გრძელი საწოლები როა ისეთი 75 X 130 ზე როა შიდა ზომა. და 6-8 თვის მერე ვიყიდი მეორესთქო, მაგრამ რო ვესაუბრე ტყუპების დედებს ერთმა მითხრა ჩემები მხოლოდ 1 თვე იწვნენ ერთადო, რადგან ერთი პრობლემური იყოო სუ ტიროდაო მეორე არაო, ამიტომ 1 თვე საწოლ მანეჟში და მერე ცალ-ცალკე საწოლებშიო, მეორე დედამ ჩემები 3 თვე იწვნენ ერთადო და მერე ძილის დროებს ვერ ვამტხვევდითო, ერთს კაი ძილი ქონდაო, მეორეს არაო, ელექტრო საქანელა როა ის ვიყიდე მეორესთვის და დღემდე მანდ სძინავსო ( თვიები არიან), მესამემ მითხრა ჩემები წლამდე იწვნენ ერთად და საერთოდ არ აწუხებდნენ ერმანეთსთქო

და მეოთხე მეხუთე დედებმა 6 თვე ერთადო ხან ეტლშიო ხან საწოლშიო და მერე 1 საწოლიანში გადავაწვინეთ თავ-ფეხით წვანან დღემდეო (5 წლისები არიან). ჯერ ვფიქრობდი გვერდზე უჯრებით როა ისეთი მეყიდა რომ 6 თვის მერე გადამეკეთებინა დიდ საწოლად და თავ-ფეხით დამეწვინა, მაგრამ მერე რომ დავფიქრდი ძალიან არ მომეწონა ეგ ვარიანტი, რადგან ვფიქრობ, რომ ერთმა რომ ადრე გაღვიძოს მაგ საწოლში ეგრევე დაახტება თავზე მძინარე მეორეს

ამიტომ ბევრი ფიქრის მერე ისევ ცალ-ცალკე სტანდარტული საწოლები ვარჩიე 60 X 120 შიდა ზომა, 4 წლამდე თავისუფლად იწვებიან წესით