მთელი დღეა მუცელი ტკივა დუდუს,
საღამოს უფრო მოუმატა. ეხლა ძინავს.
სულ ხელში მიჭირავს.
ისეთი საცოდავია, რაღაცა რომ ტკივა.

და მე უფრო საცოდავი ვარ, რომ ვერ ვშველი ვერაფრით.
შუადღისით დავაძინე, დავაწვინე ფრთხილად საწოლზე და გავედი, რომ მეჭამა რამე.
ჩემი მული, მაზლი, მამამთილი იყვნენ სახლში და რომელიღაცას მეორე კარებიც დაუკეტია, მე არ ვკეტავ ხოლმე, რომ გავიგო ბავშვის ხმა.
ხოდა უტირია ამას

(((((((
კარები რომ დავინახე დაკეტილი, ვეცი ეგრევე გიჟივით, არ ეძინა ღრმად და მივხვდი, რო გაიღვიძებდა და ხმა ვერ გავიგე.
რომ შემოვედი, საცოდავად იწვა ამხელა საწოლზე, მოსკუპული, იქნევდა ხელებს და ფეხებს და გამწარებული ტიროდა.
კინაღამ გავბრუნდი და ვიღრიალე, რომელმა დაკეტეთ კარები თქო,
ჩემები რომ ყოფილიყვნენ, ალბათ დავხოცავდი სუყველას.
წარმოვიდგინე, რა ცოდო იყო დუდუ, ვინ იცის, რამდენი ხანი ტიროდა და არავინ არ მიხედა, თვითონ კიდე ისეთი პატარაა, თავს ძლივს ატრიალებს..

ჩავიხუტე და ძლივს დავაწყნარე.. მალე რომ არ გაჩერებულიყო, მეც ვიტირებდი ამასთან ერთად..
ცაწკალი კნუტი.
ვინმემ რომ რამე დაუშავოს, ყელს გამოვაჭამ