სად მეკითხა არ ვიცოდი და აქ გადავწყვიტე
ბევრს უთქვამს, რომ ბავშვი ქვევით აწვებოდა,
- მე დამეწყო მეორე დღეა მსგავსი რამე, რომ გავმოძრავდები ცოტას
გავივლი, ან საქმეს გავაკეთებ მუცელი ჩადის ქვევით, ოღონდ საგრძნობლად
და საშინელი სიმძიმე მაწვება მენჯებზე თუ ბოქვენის ძვალზე, ვერ ვხვდები ზუსტად.
იმხელა სიცარიელე ჩნდება მუცელსა და მკერდს შორის, მგონია ხოლმე მუცელი აღარ მაქვს

- გარდა ამისა მეორე ღამეა გადაბრუნების დროს საკვერცხეების წიწკვნა მაქვს,
განსაკუთრებით ზურგზე თუ დავწექი, რომ გადავბრუნდე, ასე მგონია უნდა ჩამწყდეს
რაღაც და ასევე რამოდენიმეჯერ დამემართა სპაზმივით, მომიჭირა რაღაცამ,
მაგრამ უფრო მუცლის ზედა მხარეს, საკვერცხეებსა და კუჭს შორის (ანუ მენზის დროს რომ
გვტკივა იქ არა)
- ამას დაემატა წელის ტკივილები, რომელსაც საერთოდ არ შევუწუხებივარ 8 თვის განმავლობაში.
ოღონდ ეს წელიც უცნაურად მტკივა, დუნდულის ნერვზე ჩავა ხოლმე უცებ და ფეხს მიშეშებს.
-სიარულის დროს, ქვევიდან მეტკინება ხოლმე უცებ და გადამივლის.
-ძალიან მომემატა გამონადენი, ჯერ შევშინდი საცობი მეგონა 34 კვირაზე, გაგუამ არამგონია ეგ იყოსო,
ახლა უფრო თხელია და იმდენი, რომ მეშინია წყლებს ხო არ ვღვრი და უყურადღებოდ ხო არ ვტოვებთქო
- საშინელი დენის გავლის შეგრძნებები, რომლეწბიც გახშირდა და "მგრიხავს"
აი ეს ყველაფერი რისი ბრალი შეიძლება იყოს?
მშობიარობა ახლოვდება, ბავშვი დამძიმდა თუ?
თქვენ თუ გქონიათ მსგავსი ჩივილები
ზეგ მაქვს ექიმთან კონსულტაცია, უყურადღებოდ არ ვტოვებ,
უბრალოდ მაინტერესებს თქვენი გამოცდილებიდანაც.
მენზის მიხედვით ვარ 36 კვირის.
ეხოს მიხედვით 38 კვირის
ისე კი გაგუამ მითხრა შეიძლება ათიდან გააჩინოო და ელოდეო.
(რატომ მითხრა ეგრე მალე არ ვიცი, შეიძლება ზომების და გენეტიკური ფაქტორის გამო)
This post has been edited by Ia-forumze on 9 Aug 2010, 19:25