მოკლედ დღესაც თუ გადამაგდო ამ ბავშვმა და არაეფრი იქნა, საერთოდ ჩავიქნევ
ხელს ამის აქედან გამოშვებაზე
ყველაფერი დაიწყო გუშინდელი დღიდან, როცა მუცელში ბავშვი კიდევ უფრო ქვევით ჩავარდა
და ფაქტიურად მთელი დღე საჭირო ოთახიდან ვერ გამოვედი, გახშირებული შარდვის გამო.
დილით ადრე გამაღვიძა წელის ძლიერმა ქაჩვამ და მენზის დროს რომ იცის ისეთმა ტკივილმა,
ძილბურანში ვიყავი თან, თან მტკიოდა, ცოტა ვიწრიალე საწოლში. გადამიარა ეტყობა, რადგან
ჩამეძინა
რამდენ ხანში გამეორდა არ ვიცი, მაგრამ იგივე, წელის ქაჩვა და მუცლის ტკივილი, ანალოგიურად
ცოტა ხანში გადამიარა (დაახლოებით 1 წუთში), ვიფიქრე ინტერვალებს დავინიშნავთქო, მაგრამ
ეგრევე ჩამთვლიმა და ჩამეძინა.
მესამედაც რომ მომიარა უკვე გამოვფხიზლდი, მაგრამ თურმე ტელეფონი იქით მედო და ვერ შევძელი
ადგომა, რამოდენიმე წამოვლა ვერ დავინიშნე ინტერვალი, მაგრამ მეჩვენებოდა, რომ ახლოს იყო ერთმანეთთან.
შემდეგ "შესვენებაზე" ავიღე მობილური და დავიწყე დანიშვნა. ტკივილი გრძელდებოდა 1-1.5 წუთი, შუალედი
იყო საშუალოდ 10 წუთი (ზოგერ 7, ზოგჯერ 8).
ჩავთვალე მშობიარობა მეწყებათქო, ვაპირებდი უკვე დათოს გაღვიძებას, მეთქი წავიდეთთქო, მაგრამ გადავწყვიტე
ავმდგარიყავი და გამევლო ცოტა. ვიბოდიალე სახლში კაი ხანი, ვგრძნობდი პერიოდულად იგივე წელის ქაჩვას და
მუცლის ტკივილს, მაგრამ აშკარად ნაკლები სიძლიერის იყო, ვიდრე რომ ვიწექი. ინტერვალები აღარ დამინიშნავს,
მაგრამ სანამ ვჭამეთ, დათო გავაცილე სამსახურში ისევ პერიოდულად მივლიდა, წავედი ჩემი ტანსაცმელი გავიუთავე
და გავიმზადე (ყოველი შემთხვევისთვის) და მოვედი აგერ, ა

ახლა მაქვს უბრალოდ წელის სიმძიმე, მუცელი ძაან ცოტაზე, ყრუდ მტკივა.....ველოდები მოვლენების განვითარებას და ვარ
შეშინებული, რომ ისევ გადამაგდებს და ამიტომ ხმას არ ვიღებ....
პს. ახლა მომიარა კიდევ ერთხელ. ვიწყებ ინტერვალების დანიშნვას ლინკით
თუ არეულად მიწერია მაპატიეთ, "გლახათ" ვარ