ახლა უნდა გაცინოთ....
მოკლედ ჩემ ერთ-ერთ მორიგ ორსულობაზე გავიკეთე BB და მიჩვენა უარყოფითი... გავიკეთე ლარიანი და ___ დადებითი... მოკლედ მერე რაღაც გული დამიმძიმდა და ავუტყდი ჩემ ქმარს რაღაც ვერ არის კარგად ამ ტესტების საქმე და მოდი ახლა ჩქარა მოფსი ტესტი უნდა გაგიკეთო ფეხმძიმობაზე მეთქი... ნუ აღარ მოვეშვი და იძულებულს შედეგად მოვაფსმევინე

შედეგით გავვოგნდი... ისეთი ორი წითელი ხაზი მიჩვენა, რომ არც ერთ ჩემ ორსულობაზე ასეთი მკვეთრი არ ყოფილა არასდროს... გავგიჯდი... ვინ შემოგაპარა დროზე მითხარი მეთქი ...

ასე რომ ამ ტესტებს ნუ ენდობით ბოლომე! ამ BB-ზე კი გული საბოლოოდ ამიცრუვდა როცა ჩემი ბიძაშვილის ანალიზისთვის გამზადებულ შარდში ვდურთე BB და იმასაც დადებითი უჩვენა.... არადა ბიჭს გაქანებული ცისტიტი ქონდა..
დასკვნები თქვენთვის მომინდვია...