თეორიულად ვიცი ეს ყველაფერი, მე მხოლოდ იმას ვწუწუნებ რომ რეალში ვერ ვახერხებ ბოლომდე რომ "დავიკიდო" ეს ყველაფერი და ამაზე ხშირად არ ვიფიქრო. სახლში რო გავალ-გამოვალ, იმ ოთახისკენ მიმიწევს გული, რომელიც ბავშვისთვის გვაქვს განკუთვნილი, კომპიზეც ბავშვის ფოტოებს ვათვალიერებ და ამ თემის ფორუმებზე დავძვრები

ბავშვიან ჩემს მეგობრებსაც ყველაზე ხშირად მოვიკითხავ ხოლმე და მათი ბავშვების მდგომარეობით ვინტერესდები

ნერვიულობას არ დავარქმევდი ამ ყველაფერს, უფრო მოლოდინს გავს, სასიამოვნო და იმედით სავსე მოლოდინს

როგორც შეყვარებულობის დროს ხდება ხოლმე, რო წარმოიდგენ შენს საყვარელ არსებას და უმიზეზოდ რომ გეღიმება და სიამოვნებისგან ღაწვები გივარდისფერდება

, ეგეთი რაღაცა მჭირს, დედობრივი ინსტინქტი არ მასვენებს, თითქოს ძალიან ახლოსაა რაღაც, თითქოს ძალიან ხელშესახებია

არ ვიცი, სიტყვებით ვერ გადმოვცემ ასეთ შეგრძნებებს
მომავალი იწყება დღეს...