საღამო მშვიდობის ღიპიანებო

როგორ ხართ?
მომენატრა აქაურობა, ჩემი და საფრანგეთში წავიდა 1,5 თვით და ლეპტოპი ვათხოვე, სამსახურიდან კიდე ვეღარ ვიცლი ხოლმე აქ შემოსასვლელად, წლის ბოლო რომაა საგიჟეთი გვაქვს იქაც.
ახლა დედაჩემთან ვარ და ეგრევე აქ შემოვქანდი.
როგორ ხართ?
ახალი რა ხდება თქვვენსკენ? ვინმე ხომ არ შემომატებია ამ კლუბს?
ჩვენ კარგად ვართ.
19 კვირისები ვართ უკვე. 5 კილო მაქვს მომატებული, ღიპიც საკმაოდ მეტყობა, ისე რომ ტრანსპორტში ადგილს მითმობენ

ერთი კვირის წინ მომეჩვენა, რომ ბაია ისე აღარ მოძრაობდა როგორც ადრე, შემეშინდა და გავქანდი ექოზე.
ყველაფერი გადასარევად გაქვთო შენც და ბაიასაცო, იზრდება, 200 გრამზე მეტიაო. ცოტა ტონუსი კი მაქვს და არც წ###ბი არაა იდეალურად სუფთაო, მაგრამ საგანგაშო არაფერიაო.
უბრალოდ ამ ეტაპზე პლაცენტის დაბალი მიმაგრება გაქვსო და თუ საშვილოსნოს ზრდასთან ერთად ზემოთ არ აიწია მიმაგრების ადგილმა, სავარაუდოდ საკეისრო დაგჭირდებაო.
ეს 200 გრამიანი კაცი ირტყმევინება ფეხებს რაც ძალი და ღონე აქვს და შარდის ბუშტს ემტერება

ერთობა მემგონი შარდის ბუშტზე ხტუნაობით.
მოკლედ ასე, საერთო ჯამში კარგად ვართ, 2 კვირაში კიდევ მიწევს ექოზე მისვლა და მეუღლემ პირველად უნდა ნახოს თავის ვაჟკაცი

გკოცნით ყველას
This post has been edited by kozet on 7 Dec 2009, 20:39