მოვედი სახლში ვარ bis:
ესიგი საიდან დავიწყო თხრობა აღარ ვიცი

დავიწყებ თავიდან.
აქ რომ ვიჯექი და ტიტლიკანა ფოტოებს ვდებდი ქე გახსოვთ, ხოდა უცებ ვიგრძენი სისველე და მოშარდვა მომინდა. ჩვეულებრივად შევედი ვანაში და მოვშარდე და აი სულ სისხლი წამომივიდა, უნიტაზშიც რომ ჩავიხედე სისხლიანი იყო და მერე ქაღალდზეც.
უცებ თვალებშI დამიბნელდა მართლა, აი წამიერად გავითიშე და პირველი რაც მოვიფიქრე ქორიძეს დავურეკე.
მითხრა წადი სასწრაფოდ ღუდუშაურში ან გაგუაშიიო,არ ინერვიულო ბავშვი კარგად იქნება ნაადრევად გააჩენ პროსტაო.
ვიცი რომ ეხო მარტო ჯან,სახლს აქვთ სადღეღამისო ხოდა ვუთხარი მაქ მოვალ ეხოს გავიკეთებთქო და არა ვერ მოასწრებო/ უაა, ამ "ვერ მოასწრებზე" გავჭედე.
ვურეკავ აჩის და არ პასუხოს, ამასობაში დავიწყე ჩაცმა, კიდე ვურეკავ არ მპასუხობს, და უკვე პანიკა დამწყო, სულ მიკანკალებდა მთელი ტანი და ღმერთო მიშველეს ვიძახდი, ამ დროს მივწერე ანის სკაუპში და თან ვაგრძელებ აჩისთან რეკვას, ანიმ მე და ოთო გამოვალთ დამშვიდდიო,
დავურეკე ააჩის თანამშრომლებს და დაუწყეს ძებნა სამსახურში,
დავურეკე ააჩის მეჯვარეს და იმამ მოვალ 10 წუთშიო
მოკლედ მე უკვე ჩაცმული ვიყავი, აჩის ძმაკაცი და აანი და ოთოც მოვიდნენ და აჩიც მოვიდა.
თათბირზე ვიყავი, ხმა მქონდა ჩაწეული და ეგრე დამრჩაო.
წავედით გაგუაში. ღუდუშაურში არ მიმდის გული, ვერ ვიტან იქაურობას, თან ქორიძემაც რომ მითხრა გაგუაცო მაგიტომ წავედი გაგუაში. თან აჩის ძმაკაცის ცოლის სიძეა. ამ გოგომ დაურეკა და გაგუამ უთხრა მივიდესო პაატა იკითხოსო და თუ რამეა პაატა დამირეკავს და ეგრევე მოვალო.
რომ მივედით პაატა ოპერაციაზე იყო, ვიღაც ბიჭმა გამსინჯა ხელით და ხელი რომ გამოყო სისხლიანი ქონდა,
ხოდა მიღიმის და მეუბნება არაფერი არაა ეს ყელი არაა გახსნილი თითის წვერი შემდისო, მეთქი აბა რატო მომდის სისხლი ეხო გამიკეთეთქო, ეხო არ გვაქ გვიანიაო.
მეთქი ასე როგორ? თუ პრობლემაა არაა სისხლი არ უნდა მომდიოდეს, კაი მაშინ დაელოდე პაატასო. ხო მეთქი მე ისედაც პაატასთან მოვედი.
30 წუთში მოვიდა პაატაც
გამსინჯა კიდე ხელით (საშინელებაა ეს ხელით გასინჯვა) და იმასაც მთელი ხელთათმანი სისხლით დაესვარა და გადმომივიდა კიდევაც და ამ კაცმა ეგრევე თქვა გაამზადეთ პაალატა დააწვინეთო,
უცებ ისე შემეშინდა, აი ძან , მეთქი დამერხ,ა
გარეთ აჩი და სასტავი იდგა და პაატამ იმათ დაუწყო ლაპარაკი, მე ხმა მესმოდა.
უნდა დავაწვინოთ და სასწრაფოდ ნემსები შესანარჩუნებელი,. ხოდა ეს სიტყვა რომ გავიგე შესანარჩუნებელი ეგრევე ტირილი დავიწყე მეთქი რა ხდება ბავშვს ვკარგავ? პაატამა არა ქალო რეებს ამბობ შენ, ეს ნემსები იმისთვის რომ ყელი არ გაიხსნას და იქნება გავქაჩოთ და ეხლა არ გააჩინოვო, ხომ გინდა უფრო დიდი ბაიაო. არავითარ შემთხვევასი არ შეიძლება ამის აქედან გაშვება სისხლდენა რომ დაეწყოს სასწრაფოდ საკეისროზე უნდა შევიყვანოთო.
მოკლედ წავიდა აჩი სახლში ხალათის, პერანგის და ეგეთების მოსატანად.
შემიყვანეს პალატაში, გამიშალეს თავიანთი თეთრეული, რომელსაც სისხლი ლაქები ქონდა და თეთრი კი არა ნაცრისფერი უფრო იყო, არადა ამ ქალმა აჩის რომ ვეუბნებოდI თეთრეული ,მომიტანეთქო არ გინდა გვაქო და არა მაინც ჩემი მინდათქო, კიდე კაი იმაში არ ჩავწოლილვარ.
დამაწვინეს და გამიკეთეს 2 ნემსი საშინელიიიი, მწარე, აი ძააააააან.
მერე დამეძინა.
ხო საშინელი კოშმარო ლოგინები აქვთ, დაბალი და რაღაც რკინები თუ პრუჯინები აქ და ის მერჭობოდა. მერე ამ ქალს ვთხოვე და რაღაც ადიელა დავაფენინე დაბლიდან.
დილას კიდე ის 2 ნემსი გამიკეთეს.
პალატები ისეა რომ მე სადაც ვიწექი 2 კაციანში იქ გოგო შემოიყვანეს დილას, ვისაც მალე უნდა გააეჩინა მშობირაობა ეწყებოდა და ტკიოდა აი ეს იყო ძან კოშმარი, ანუ ისე არაა რომ ცალკე იწვეს ვისაც რამე ჩემსავით პრობლემა აქ და ვინც აჩენს ის ცალკე, ან ვინ გააჩინა ის ცალკე.
მთელი დღე და ღამე ვუყურებდი ამ გოგოს კვნესას, ოხვრას, ტირილს. და ეს ამდენი ხანი მხოლოს 1 თითზე იყო. შუქს ვერ ვანთებდი მაწუხებსო, ტვ ვერ ვრთავდი, ტელეფონს ჩავუწიე და ვიწექი ასე.
აი მაშინ მივხვდი რომ ყველააააა ქალი მშობიარობის დროს ნატრობს საკეისროს. და უცებ ვიფიქრე არ ამოტრიალდე შვილოოო იყავიიი ეგრე

დილას მომიტანეს საუზმე, 1 ნაჭერი კარაქიანი პური და ჩაი.
ააააა არადა მმშიაა მაგრააად. მერე აჩიმ მომიტანა ბულკები
სადილზე რაღაც მაკარობის სუპი,
ვახშმად ისევ 1 ბულკი და ჩაი
მოკლედ კვებაც არ ვარგა
მე აჩის მოტანილ ბულკებზე და ხაჭაურებზე ვიყავი
ზუსტად იგივე საჭმელი მოდის ყველასთან რა ვინც იქ იწვა.
მე გაგუაზე ბეეევრად უკეთესი წარმოდგენა მქონდა
ექიმებს არაუშავს მარაა გაააჩნია ბრიგადას
რომ მიმიყვანეს იმ ღAმეს თან გადამყვნენ, და დილასაც
მერე რომ შეიცვალა ბრიგადა იმ ბრიგადის ექიმი ვაფშე არ მინახია თვალით, ერთხელაც არ ვინახივარ,
ექთანი ვიღAც პატარა შტერი გოგო იყო, ნემსის გასაკეთებლად რომ შემოვიდა მეთქი მეორე მხარეს გამიკეთე ეგ მხარე მტკივა და არა მე ამ მხარეს უფრო მოხერხებულად ვაკეთებო
მეთქი რას ქვია მტკივა ეგ მხარე, გამიკეთე მეორე მხარესს და მერე ინება და გამიკეთა
ხო დღეს მოვიდა წყალი, აქამდე ცხელი წყალი არ მოდიოდა და დასალევი წყალი რომაა ბინულის აპარატი რომ დგას ის ცარიელი იყო და კრანიდან დალევა არ შეიძლებოდა და აჩიმ მომიტანა ბოთლით.
გუშინ დილას ეხო გამიკეთა გენრიეტამ.ბავშვი 2,100 მითხრა. 34 კვირა.
ყელი 22 მმ-ამდეა დაპატარავებული და არა 17-ოი/
ბავშვს ყველაფერი კარგად აქო.
სანაყოფო წ###ბის ნორმა ყოფილა 61 დან 72 ამდე და მე მაქ 62ზე, ანუ პრობლემა კი არაა მარა მაინც ქვედა ზღვარზე რომაა მისაქცევიო
სისხლდენა ყელი დაპატარავება დარბილების ბრალიაო,
არანაირი გემატომა არააო, არც პლაცენტის აცლაო
ხო პლაცენტაა ცოტა მომწიფებულიო.
მოკლედ ასე, დღეს დილას კიდე გამიკეთეს ნემსები და გამომწერეს. რათქმაუნდა წოლითი რეჯიმით.
აქ ყოფნას აზრი აღარ აქო თორე თუ გინდა იყავიო. გამონადენი აღარ მაქ.
ნინიანა და მიის ბაია ვნახე,ძააან საყავრელი ლამაზი ბაია ყავს და ნინოც ძან საყვარელია.
გოოგები თქვენ ყველას ძაააააააააააალიან დიიიიიიიდიი მადლობა და მაპატიეთ რომ ასე განერვიულეთ ყველა.
ძააააალიან მიყვარხართ ყველა და კიდევ ერთXელ დავრწმუნდი რა ძვირფასები ხართ ყველანი ჩემთვის