დიდი მადლობა ყველას
ეს ამბავი ასე იყო:
(ვთვლი, რომ თავიდან ბოლომდე ჩემი ექიმის დამსახურებაა --- თამუნა გოგოლაძე "მედეაში")
8 წელი გახდა ზუსტად ოქტომბრის ბოლოს და ნოემბრის ბოლოს ორსულად დავრჩი. თამუნასთან დავდივარ აპრილიდან, ჩემი უამრავი ბოდიალის (8 წელია) და უამრავი გამოკვლევების მიუხედავად მაინც პირველად დიაგნოზს დავუბრუნდით, რომელიც პირველად 7 წლის წინ დამისვა მამუკა ნემსაძემ (აკა mamikoni) ---ჰორმონული დისბალანსი, ჰიპერპროლაქტინემია და ჰიპოთირეოზი. ამ ხნის განმავლობაში რამოდენიმე გინეკოლოგი და ენდოკრინოლოგი გამოვიცვალე, უშედეგოდ. ეს ჰორმონები წამლების ფონზე ნორმაში იყო, მაგრამ სედეგი არ ჩAნდა. ანუ ანოვულაცია და მულტიფოლიკულოზი მაინც სახეზე იყო.
მუდმივად ვაკონტროლებდი ჰორმონებს და დოზის კორექციას მიკეთებდნენ.
ჩაციკლული არასოდეს ვყოფილვარ ამ თემაზე, ყოველთვის მქონდა ჩემი საქმე და თან ბევრი. პლიუს ბინის პრობლემა და მოკლედ ათასი რამე.თუ დავრჩებოდი ხომ კარგი, თუ არადა არ ვჩქარობდი. მთავარია ვიცოდი რომ ცუდი და რთული პრობლემა არაფერი მქონდა.
მაგრამ ბოლოს 30 წელს რომ გადავაბიჯე, ცოტა ავნერვიულდი. უკვე დიდი დრო იყო გასული და არცერთი დადასტურებული ორსულობა. გადაცდენები და ციკლის ჩავარდნები არ ითვლება. ხან უარყოფითი იყო ტესტი და ხან ვერ ვასწრებდი ტესტის გაკეთებას.
მოკლედ ვიფიქრე, ვიფიქრე და გადავწყვიტე რომ ნამდვილად მინდა ბავშვი და ამისთვის ნამდვილად მზად ვარ, მე თავადაც და ღვთის მადლით სხვა პირობებიც მაქვს. უკეთესი დროის ლოდინი კი შეიძლება უსასრულოდ გაგრძელდეს. ამ დროს მოვხვდი მედეაში თამუნასთან, ადრეც დავდიოდი მანდ, ოღონდ სხვა ექიმთან და ის წავიდა მერე.
მოკლედ თამუნა და მედეას ენდოკრინოლოგი ქეთი როდონაია, ბატონ ზაზასთან ერთად კომპლექსურად მიუდგნენ ჩემს საკითხს. თავიდან დავიწყეთ კვლევა სქემის მიხედვით. საბოლოოდ მივედით იქამდე რომ ჰორმონული დისბალანსი მარტო 2 პრობლემით არ შემოიფარგლება, აღმოჩნდა თირკმელზედა ჰორმონის სიჭარბეც, რომელიც მანამდე არავის არც გაუკონტროლებია. გარდა ამისა აღმოჩნდა რომ ძAლიან ცუდად ვიკვებები და ძალიან ცოტა წყალს ვსვამ.
ჰორმონების მერე პირველი რაც თამუნამ მომთXოვა კვების მოწსრიგება, სითხით დატვირთვა და ძილის რეჟიმის მოწესრიგება იყო. რამდენიმე თვე ყოველთვიურად ვაკეთებდით მონიტორინგს. მულტიფოლიკულოზი თანდათან ალაგდა და ოვულაციაც დაიწყო. ჩემს შემთხვევაში ძალიან ეფექტური აღმოჩნდა კიდევ ერთი ჰომეოპათიური პრეპარატი, რომელიც 2 თვე ვიკეთე.
ამასობაში გავიკეთე ერთი ინსემინაცია, რომელიც უშედეგოდ დამთავრდა და პირქით, კინაღამ პრობლემები შემექმნა.
ამის შემდეგ გადავწყვიტე, რომ არასოდეს აღარ გავიკეთებდი არც ინსემინაციას და მითუმეტეს არც ხელოვნურს. პირველად შევურიგდი იმ აზრს, რომ არიან ხალხი, ვისაც არ ჰყავთ შვილები. თუ უფალი ინებებს, მეყოლება, თუ არადა რა ვქნა.
ბოლო თვეში ოვულაცია ვერ დავაფიქსირეთ, პრეგნილმა საერთოდ არ გახეთქა ფოლიკული. ამასობაში მარხვა იწყებოდა და ხელი ჩავიქნიე კაი ხნით. ფოლიუმის მჟავა და ვიტამინი ე შევწყვიტე. რომ გადამიცდა უჩვეულო არ ყოფილა. ამიტომ ნერვოულობით თავი არ მომილლავს. ტესტი გავიკეთე ზუსტად ერთი კვირის თავზე, იმიტომ რომ თამუნა მსაყვედურობს სულ. ეგრევე გაიკეთე, რომ გავარკვიოთ პატარა ვადაზე ხომ არ იშლებაო.
გავაკეთე და ყბა ჩამომივარდა. ჯერ "ის" ხაზი გამოჩნდა, ძალიან მკვეთრად. მერე საკონტროლო ხაზი.
არანაირი უჩვეულო და განსაკუთრებული სიმპტომი არ მქონია და არ მაქვს. ექოზე მეორე დღესვე ვნახეთ და უკვე ღრუში იყო.
ახლა გესტაციური ასაკი 8, 5 კვირაა.
ასე იყო "მოკლედ" ეს ამბავი