ფოლიუმის მჟავა აუმჯობესებს სპერმის ხარისხს
ფოლიუმის მჟავით მდიდარი პროდუქტების მიღება ხელს უშლის დეფექტების მქონე სპერმატოზოიდების წარმოქმნას და ამცირებს ბავშვების დაბადებას ქრომოსომული ანომალიებით, იუწყება ჟურნალი Human Reproduction.
გამოკითხვის შედეგად მეცნიერებმა კალიფორნიის უნივერსიტეტიდან შეაგროვეს ინფორმაცია საკვები რაციონისა და ვიტამინური დანამატების გამოყენების შესახებ 89 არამწეველ მამაკაცში. შემდეგ მათ გამოიკვლიეს მონაწილეების სპერმის ნიმუშები.
მონაცემების ურთიერთშეჯერების შემდეგ მკვლევარები მივიდნენ იმ დასკვნამდე, რომ ფოლიუმის მჟავის მაღალი დოზების გამოყენება ხელს უშლის ანეუპლოიდიას - დამატებითი ქრომოსომის მქონე ან პირიქით, მისი ნაკლებობის გამო განვითარებული დეფექტური სპერმატოზოიდების წარმოქმნას.
იმ მამაკაცებში, რომლებიც ყველაზე მეტი რაოდენობით იღებდნენ ფოლიუმის მჟავას - 722-დან 1150 მიკროგრამამდე დღეში, ანეუპლოიდია გვხვდებოდა 20-30%-ით უფრო იშვიათად, ვიდრე მცირე რაოდენობით ფოლატების მომხმარებელ მამაკაცებში, განაცხადა კვლევის ხელმძღვანელმა დოქტორმა ბრენდა ესკენაზიმ (Brenda Eskenazi).
სტატისტიკის მიხედვით, ჯანმრთელი მამაკაცების სპერმაში საშუალოდ იმყოფება ქრომოსომების ანომალური რაოდენობის მქონე სპერმატოზოიდების დაახლოებით 4%. ანეუპლოიდია შეიძლება გახდეს უნაყოფობის, აბორტის და მემკვიდრეობით-ქრომოსომული დაავადებების (დაუნის სინდრომი, შერეშევსკი-ტერნერის სინდრომი, კლაინფელტერის სინდრომი) მქონე ბავშვების დაბადების მიზეზი.
”აღნიშნული კვლევით პირველად დასტურდება, რომ ჯანმრთელი მემკვიდრეობის განვითარებაში მნიშვნელოვანია მომავალი მამის დიეტა”, - განაცხადა ესკენაზიმ. აშშ-ში მამაკაცებში 19 წლის ზემოთ რეკომენდებულია 400 მიკროგრამი ფოლიუმის მჟავის ყოველდღიური მიღება. იმ მამაკაცებს კი, რომლებიც აპირებენ მამობას, რეკომენადაცია ეძლევათ, ეს ვიტამინი უფრო მაღალ დოზებში მიიღონ.
ფოლიუმის მჟავას შეიცავს მწვანე ფოთლოვანი ბოსტნეული, ბარდისებრნი, მსხვილად დაღერღილი ფქვილისაგან გამომცხვარი პური და სხვა ფქვილოვანი ნაწარმი. ორსულ ქალებს ურჩევენ ამ ვიტამინის მიღებას ნაყოფში ნერვული მილის დეფექტების განვითარების თავიდა ასაცილებლად.
ესეც ძაან საინტერესო სტატია ჩემგან

[/B]
This post has been edited by Ia-forumze on 20 Dec 2009, 11:05