აბა გამოცდილო დედიკოებო, თხოვნა მაქვს თქვენთან,
ახლა მეშვიდე თვეში ვარ, ესეც ჩავამთავრო და რაღაცეების
ყიდვა და მოგორვება მინდა უკვე ჩემი ვაჟბატონისთვის,
თუ შეგიძლიათ დამეხმაროთ რა რამდენი დამჭირდება,
ან დამჭირდება თუ არა საერთოდ? ბევრ-ბევრის ყიდვა არ მინდა, ვიცი მალე იზრდებიან და ეს
newborn ტანსაცმელები მალე გამოუსადეგარი ხდება.
პს. ბავშვს ველოდები აგვისტოს ბოლოდან-სექტემბრის პირველ რიცხვებში
1. გრძელმკლავიანი ბოდე თათებით/თათების გარეშე
2 .მოკლემკლავიანი ბოდე
3. გრძელმკლავიანი მაიკა თათებით/თათების გარეშე
4. მოკლემკლავიანი მაიკა
5. შარვალი თავისი ფეხებით, მთლიანი ანუ
6. შარვალი ფეხების გარეშე
7. შორტები
8. ნასკები
9.თათები
10. ქუდები
11. ეგ.წოდებული "პილიონკები" და რაში გამოვიყენებ ამ უკანასკნელს?
12. პირსახოცები
13. ხო, ეგ. წოდებული "პოლზუნკები" გამომრჩა

ანუ სულ მთლიანი რომ არის ხელიან ფეხიან ტაკოიანა

მოკლედ ტანსაცმელი მაინტერესებს ჯერ, რაც გამოვტოვე ჩამიმატეთ ვისაც არ დაგეზარებათ
და დამაკვალიანეთ

შევინახავ ამ სიას მერე