malimaliaსახელის, მამის სახელის, გვარის შეცვლის რეგისტრაცია
სახელის, მამის სახელის, გვარის შეცვლის თაობაზე განცხადებისათვის დასართავი საბუთები:
განმცხადებლის პირადობის დამადასტურებელი საბუთი;
განმცხადებლის დაბადების მოწმობა;
განმცხადებლის ქორწინების მოწმობა, თუ განმცხადებელი დაქორწინებულია;
განმცხადებლის არასრულწლოვანი შვილების დაბადების მოწმობები, თუ განმცხადებელს ჰყავს არასრულწლოვანი შვილები;
მშობლის (მშობლების), მშობლის მონაცვლე პირთა წერილობითი თანხმობა განმცხადებლის მიერ სახელის, მამის სახელის, გვარის შეცვლაზე _ თუ განმცხადებელი თექვსმეტიდან თვრამეტ წლამდე არასრულწლოვანია;
თუ განმცხადებელს სურს მიიღოს ფაქტობრივი აღმზრდელის ან თავისი პირდაპირი აღმავალი შტოს ნათესავის გვარი, შესაბამისი ფაქტის დამადასტურებელი საბუთები;
სახელმწიფო ბაჟის გადახდის დამადასტურებელი ქვითარი:
ა)45-ე დღეს მოწმობის გაცემისათვის მომსახურების საფასური 50 ლარია;
ბ) 30-ე დღეს მოწმობის გაცემისათვის მომსახურების საფასური 50 ლარია, ხოლო დაჩქარებული მომსახურების საფასურის განაკვეთი - 100 ლარი;
გ) მე-15 დღეს მოწმობის გაცემისათვის მომსახურების საფასური 50 ლარია, ხოლო დაჩქარებული მომსახურების საფასურის განაკვეთი - 170 ლარი;
დ) 10 დღის ვადაში მოწმობის გაცემისათვის მომსახურების საფასური 50 ლარია, ხოლო დაჩქარებული მომსახურების საფასურის განაკვეთი - 300 ლარი.
მოწმობა გაიცემა სახელის, მამის სახელისა და გვარის შეცვლის აქტის რეგისტრაციისთანავე. განცხადება სახელის, მამის სახელისა და გვარის შეცვლის შესახებ შეტანილ უნდა იქნეს სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს ნებისმიერ ტერიტორიულ სამსახურში განმცხადებლის სურვილისამებრ. (გარდა ქორწინების სახლისა). სახელის, მამის სახელისა და გვარის შეცვლის შესახებ განცხადებისა და თანდართული საბუთების განხილვის, სახელის, მამის სახელისა და გვარის შეცვლის თაობაზე დასკვნის შედგენის ვადა სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს ტერიტორიული სამსახურისათვის შეადგენს 45 დღეს.
http://cra.gov.ge/index.php?lang_id=GEO&sec_id=11