მეც და ნერვები მომიშალეს...
ვიხდი მაგ: 40 ლარს, ანაზღაურების მენეჯერი მაძლევს 35 ლარს.
ვიხდი თითო ანალიზში მაგ: 30 ლარს, მინაზღაურებს 30-25-ს...
ნუ ხელშეკრულებაში მიწერია რომ ანაზღაურდება ბაზარზე არსებული საშუალო ფასით მაგრამ...
ბოლოს ყალიჩავასთან 40 ლარი რომ გადავიხადე და 35 ამინაზღაურეს , დამაინტერესა, საიდან გამოგყავთ ეს ფასებითქო...
დაიბნა ის მენეჯერი... ,,აი იცით, ჩვენ...." და ბლაბლა 1000 უაზრობაზე ბლუყუნი...
მეთქი ხომ არ გესიზმრებათ ეს ფასები, რაღაცით ხომ გაქვთ დადგენილი რომ ექოში პაციენტმა უნდა გადაიხადოს 35 ლარი და არა ამაზე მეტი და ა.შ
მეთქი ეხლა 5 ლარი კაი არაფერი, მაგრამ მერე მშობიარობისას რომ მითხრათ იცით 1500 ლარიდან გინაზღაურებთ 500 ლარს, ეს არის საშუალო ფასიო.. ხომ უნდა ვიცოდე ფასთა გასაშუალებას რითი აკეთებთ რომ შესაბამისად დავგეგმო ყოველი პროცედურათქო..
ვერ მითხრა.. ვინ არის შენი უფროსითქო და მე ვარ აქ უფროსიო

მეთქი ვერ ხარ კომპეტენტური და შენზე კომპეტენტური ვინ არისთქო.. გენ დირექტორიო თუ პრეზიდენტიო.. რა თავხედი გოგო იყო..ეხლაც რომ მახსენდება მბურძგლავს

მივედი იქ სადაც მაგაღი გენ. ვიღაცა ზის, არაყიშვილზე და დავწერე განცხადება რომ მომცენ ის ფრაის ლისტი, რითაც ხელმძღვანელობს მაგათი ფირმა!
ეხლა რომ ჩამოვალ თბილისში, პირველ რიგში იქ მივალ...
ვერ ვიტან იდიოტურად რომ გიღიმიან და დებილად გთვლიან...
თუ არ მომცემენ გავაუქმებ ხელშეკრულებას და მომავალი წლიდან სულ დავუბრაკავ სადაზღვეო პაკეტს და არ დავაზღვევინებ სამსახურს 700-ზე მეტს ადამიანს.