ჩემთვის პირადად მაკიაჟის წასმა, ფერადი ჩრდილებით, ფანქრებით და
მთელი ატრიბუტებით არ ნიშნავს მოწესრიგებულობას.
არსებობს მაკიაჟის ძალიან ბევრი ფორმა.
ყოველდღიური, საღამოს და ბლა ბლა
მე პირადად, თუ სახლიდან გასასვლელი არ ვარ კარგა ხანი
ჩვეულებრივად ვწესრიგდები, სახეზე დღის კრემს ვისმევ,
ან რაიმე დამარბილებებლს, სახლის ტანსაცმელს ვიცმევ
მეტ-ნაკლებად კოხტად

თმებსაც უბრალოდ რაღაცა ფორმას ვაძლევ,
რამდენადაც ეს შესაძლებელია ჩემ ხვეულ აწეწილ თმებზე და ვარ
ისე. არანაირი სამკაული ბეჭდის გარდა.
ვერ წარმომიდგენია სახლში მაკიაჟით როგრო უნდა ვიარო.
დაჟე იმის მიხედვით, გააჩნია სად გავდივარ მაკიაჟსაც ისე ვიეკთებ.
ზოგადად სასეირნოდ თუ მივდივარ და არსად ისეთ ადგილზე
მხოლოდ ტონალური, ფანქარი ოდნავ და ტუშიც ძაან მსუბუქად, ისე,
რომ არც ჩანს. აი სტუმრად რომ მივდივართ, ან რესტორანში, ან სუფრაზე
და ისეთ ადგილზე, სადაც ცოტა უნდა გამოჩნდე მერე ვიკეთებ იმენა მაკიაჟს
და ყველა მიყურებს გაკვირვებული

ვაიმე როგორ გიხდება მაკიაჟი, ვაიმე
და ვუიმე, ყოველდღე ატარე.............არამც და არამც

ყოველდღე რომ ვატარო საღამოს
მაკიაჟი მერე მის გარეშე ყველას უჟასი მოვეჩვენები და ისეთი ეფექტიც აღარ ექნება


მოკლედ იმის თქმა მინდა, რომ მაინც და მაინც მკვეთრი მაკიაჟის დადება არ ნიშNავს ფორმაში ყოფნას,
მაგრამ ვისაც როგორ მოწონს ისე უნდა მოიქცეს. თუ კომფორტულად გრძნობს თავს, საფრთხობელასავით
ყოფნას ნაღდად ჯობია