sofia-jiokozetორსულების სკოლა.
მე ვიყავი ჩაჩავაშI - იქ დავდექი აღრიცხვაზე და პირველ ვიზიტზე ვესტუმრე სკოლასაც.
ვარჯიში ჯერ არ დამიწყია ექიმმა ადრეაო - ეხლა 17 კვირაზე ვარ და ვნახოთ ალბათ მალე დავიწყებ.
მოკლედ:
ღირს თვეში 80 ლარი.
პირველი ნაწილი - ერთი ჩვეულებრივი ვარჯიშებია - კვირაში სამჯერ - თითო-თითო საათი. აქვთ ტრენაჟორი, ბურთები. დაბალხალიჩიანი და დიდ სარკეებიანი სიმპატიური სავარჯიშო დარბაზია. აქ დადიხართ მარტო დედიკოები მამიკოების გარეშე

მე ეს არ მომეწონა სხვათა შორის.
მეორე ნაწილი - დადიხართ მამიკოებთან ერთად. არის ლექცია-სემინარები - ფსიქლოგიური მომზადება მშობლებისთვის და მშობიარობისთვის, ასევე სუნთქვის ვარჯიშები და ბავშვის მოვლა - გადახვევა და ჰიგიენა.
საკუთარი გამოციდლებით ვერ გეტყვით - ადუალამ დაიწყო სიარული - მე ასე მახსოვს.
მაგრამ რამდნეიმე ნაცნობი მყავს რომლებიც გაკვირვებულები იყვნენ ახალბედა დედიკოების გამოცდილი მოქმედებებით - რომლებთან ერთადაც ერთ პალატაში იყვნენ ეს უკანასკნელები კი ჩაჩავაში დადიოდნენ სკოლაში.
მოკლედ ბევრი ვიქაქანე ძალიან. ხვალ ანალიზები მაქვს ჩაჩავაში და ექიმს ვკითხავ როდიდან შეიძლება ვიარო ამ ვარჯიშებზე - თან ამ წუნწკლიან ამინდში რანაირად ვისეირნო - აშკარად ვარჯიში კაი იქნება რა.
იმედია შემომიერთდებით