cinclaაი მობრძანდი ჩემამდე

)))
მე არ ავიცერი. თუ ციტომ შეატყობინა თათიას ან თათიას გაახსენდა და ხუთში მკითხა - დამერხა და ეგაა

იმიტომ რომ ჩემთან გაიგიჟეს თავი, ქვა ააგდეს და თავი შეუშვირეს. ორსულ გოგოც აცრები და ჩიჩხინი რათ უნდა. სადაურია ეგ აცრაო. რისგან იცრიო - ანუ მომენტ მართალია უამრავი ახალი ვირუსი ჩნდება ყოველდღიურად. და + რაც მთავარია - აცრას როცა იკეთებ შრატი შედის ორგანიზმში ეს შრატი კი 3 კვირის მანძილზე ჩალიჩობს ორგანიზმში და მას ასუსტებს. ანუ 3 კვირის მანძილზე დიდი რისკია რომ დაავადდე ან გაცივდე რადგან იმუნიტეტი დაბალი გაქვს. მოკლედ არ გავიკეთე რა.
ეხლა რაც შეეხება ჩაჩავას. მე გავიკითხე წინასწარ თათია სად უშვებს მეთქი მშობიარობაზეთქო მაინტერესებდა და მიტხრეს რომ ჰერას რეკომენდაციას უკეთებს და ექსტერნულ სიტუაციებში ღუდუშაურსო როგორც ყველა რა.
მე ჯერ არ მაქვს გადაწყვეტილი სად ამოვაბრძანებ ამ ვიღაცა-რაღაცას, რადგანაც ჩემი მიზეზები მაქვს და ჩემი გადაწყვეტილება ექიმმა უნდა მიიღოს.
თათიამ გამიშვა ჩაჩავაში - ირმა თორთლაძესსთან. ვიყავი ჯერ მხოლოდ და მხოლოდ ერთხელ. იქ დავდექი აღღიცხვაზე. ვიყავი როგორც ყოველთვის მეუღლესთან ერთად. ამწონეს, გამზომეს, რა ადგილებზე მუშაობთო, დღის რეჟიმი - დეკრეტული გინდაო და ა.შ. გამიზომეს მუცელი. აგრეთვე ჩავაბარე იმავე დღესვე შარდი და სისხლი. შევხვდი განყოფილების გამგეს რომელსაც ველოდეთ 1 საათი და რისთვის ვერ გავიგე. არაფერი უკითხი და არაფერი გაუკეთებია. იქვე შეგიძლია ესტუმრო სტომატოლოგს და მომავალი მშობლების მოსამზადებელცენტრს - ამ უკანასკნელით ძალიან მოვიხიბლე და აუცილებლად ვივლი. თუ შემომიერთდები კარგი იქნება.
ირმას ვყითხე ბოლომდე თქვენთან ვრჩები მეთქი და კიო. მოკლედ მე თუ არ გადავწყვიტე რომ სხვა ექიმთან ვივლი ან სხვაგან გავაჩენ მგონი მაგსთანაც შემიძლია დავრჩე. თუმცა ვნახოთ ჯერ. თმა რომ აგტკივდეს უნდა დამირეკოო. ა, მოიცა გადავიხადე 18+15 ლარი. 15 ლარი ბეჰეპატიტის ანალიზია. 18 კი მგონი აღრიცხვაზე დადგომის.
შემდეგი ვიზიტი 18ში მაქვს.
ცუდი, უყურადღებო და ცივი არაა ნამდვილად. გვერდით დამხმარე გოგო უზის სამაგიეროდ ასეთი

მგონი არაფერი გამომრჩა. აუფ. არ დაგეზარება ამდენის წაკითხვა?