ყველას გილოცავთ ახალ წელს და შობას მოგვიანებით, ბედნიერი, ჯანმრთელი და გახარებული დედიკოები გავმხდარიყავით ყველა ამ წელს და ყველას ჯანმრთელი და ლამაზი ბაოები გვყოლოდეს
პ.ს. ისე ჩემი თავიც რო ჩავაქსოვე მილოცვაში, ნუ რა ეგოისტი ვარ
tamuna77777თამუნა უღრმესი მადლობა ასეთი დეტალური ახსნა-განმარტებისათვის, აქამდე კომპთან ვერ მოვხვდი რო მეპასუხა.
მე რავიცი გადავწყვიტე აცრა გამეკეთებინა, პირიქით ჩემთან ყველამ მირჩია იმიტომ რომ ორსულობის დროს ბევრს ვირუსი შეხვდა და მშობიარობამდე სულ ეშინოდათ ბავშვზე რამე არ ემოქმედა. იმუნიტეტი არ მაქვს მთლად სუსტი (ნუ ორსულობამდე ასე იყო), და იმედია ეს აცრა არ დამიქვეითებს მთლად. მე 19-20-ში უნდა ავიცრა ციტოში, აღრიცხვაზეც მაგ დროს უნდა დავდგე მეც ირმა თორთლაძესთან.
ისე მე თათია როგორც ვიცი ლეჩკომბინატში უშვებსო, ქავთარაძეზე და რა ვიცი აბა, დავარაშვილთან. ჩემმა ახლობელმა იქ იმშობიარა, თათიამ იქ გაუშვა.
მოკლედ მანამდე დიდი დროა და გავარკვევ.
მაგრამ კუჭნაწლავმა დამტანჯა. აღარ შემიძლია, ისედაც ცუდი მდგომარეობა მქონდა და ამ ორსულობამ საერთოდ ბოლო მომიღო. 31-ში ისეთი შეტევა მომცა კუჭმა სასწრაფო გამოვიძახე, ნოშპა გამიკეთეს, ნუ რათქმაუნდა თათიასთან კონსულტაციის მერე. მერე ზონდიც გადავყლაპე და არც წყლულია არც გასტრიტი უბრალოდ დიდი რაოდენობით ნაღველის წვენია კუჭში და ამის ბრალიაო. არ ვიცი ეს ტოქსიკოზის ბრალია თუ ნაღვლის ბუშტში ხდება რამე. ზონდით ვერ გამოჩნდა, მშობიარობის მერე მოდიო, რედგენია საჭირო
მოკლედ ასე მკლავს და მაწამებს ეს კუჭნაწლავი,